დღეს ალესანდრო ნესტამ პრესკომფერენცია გამართა, სადაც განაცხადა, რომ იგი "მილანს" ტოვებს.
"ეს ჩემი ბოლო სეზონია "მილანში", მე მივდივარ. როდესაც სეზონი მთავრდება, შემდეგზე ვფიქრობ და არამგონია თამაშის ტემპმა მომცეს საშუალება ვითამაშო ყოველთვის. სანამ სათადარიგო სკამზე არ დავმჯდარვარ, მე მივიღე ეს გადაწყვეტილება ათი წლის შემდეგ. აქ ძალიან ბედნიერი ვიყავი, შევხვდი უდიდეს ხალხს და მოვიგე ძალიან ბევრი. მე მსურს წავიდე და ვცადო სხვაგან თამაში, სადაც მე ისევ შევძლებ რაღაცა სასარგებლოს გაკეთებას".
"მე ყოველთვის მსურს ვიყო მნიშვნელოვანი, როდესაც ვთამაშობ. როდესაც ყოველთვის ვერ ვთამაშობ, თავს კარგათ ვერ ვგრძნობ და წასვლაზე გადაწყვეტილება სწორია. თებერვალში გადავწყვიტე, რომ ეს იქნებოდა ჩემი უკანასკნელი სეზონი, რაზეც კლუბის ხელმძღვანელობასაც ვესაუბრე და ყველაფერი რიგზეა".
"ჯერ არავისთან გამიფორმებია კონტრაქტი და არ ვიცი სად წავალ. არ იქნებოდა ცუდი, რომ გადამეკვეთა ოკეანე. სხვა არც ერთი შანსი არ იქნება."
"ჩვენ ყველას იმედი გვქონდა სკუდეტოს მოგების, ასე რომ არის იმედგაცრუება. ბევრი რამ არის შესაფასებელი კლუბის მომავლისთვის, ვინ წავა და ვინ დარჩება".
"მე მილანელოზე 10 წლის განმავლობაში ვვარჯიშობდი. მინდა ამ წლებისთვის ყველას მადლობა გადავუხადო, ყველა მომენატრება. მოთამაშეები რომელთა გვერდითაც მთელი ამ დროის განმავლობაში ვთამაშობდი, ძალიან დამაკლდებიან საფეხბურთო თვალსაზრისით".
"ვფიქრობ, სერიოზული ფეხბურთელი ვარ და კარიერის ყოველ დღეს ვცდილობდი გამეუმჯობესებინა".
"ანჩელოტი ყველაზე მნშივნელოვანი მწვრთნელი იყო ჩემი კარიერის განმავლობაში, რისთვისაც ჩვენ მოვიგეთ და რატომაც ჩვენ მოვიგეთ. მან ისე გააკეთა, რომ იგი ისე ჩანდა, როგორც ჩვენი თანაგუნდელი. ჩემი პირველი ჩემპიონთა ლიგა იყო, ჩემი კარიერის ყველაზე ლამაზი გამარჯვება".
This post has been edited by Milanese on 10 May 2012, 16:53
Ibrahimovic: "If I have to rank the clubs I have played for, Milan is the greatest. It is known throughout the world. Milan is some incredible thing, in every aspect. All players were on international level, elegant, a real brilliant thing. You could easily feel the greatness of the club"