#30742296 · 17 Apr 2012, 18:53 · · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი
"ლივორნოში" არავინ არ გამოიყენებს 25 ნომერს, რომლითაც თამაშობდა ახლახანს გარდაცვლილი ნახევარმცველი პიერმარიო მოროზინი. ამის შესახებ იტყობინება "ლივორნოს" ოფიციალური საიტი.
შეგახსენებთ, რომ პიერმარიო მოულოდნელად დაეცა მიწაზე თამაშის დაწყებიდან ნახევარ საათში. ნახევარმცველი უმალვე საავადმყოფოში გადაიყვანეს, თუმცა მისი გადარჩენა ვერ მოხერხდა,ფეხბურთელი სასწრაფო დახმარების მანქანაში გარდაიცვალა.
აქვე იმასაც გეტყვით, რომ იტალიელი "ლივორნოში" არენდით გამოდიოდა, იგი "უდინეზეს" საკუთრება იყო.
|