ტრილოგია. ნაწილი I - გლადიატორების მოლოდინში
ფეხბურთის ღმერთებმა ოთხ წელიწადს გვალოდინეს და მეხუთე წლისთავზე გვაჩუქეს მიძინებული გლადიატორები. არ აქვს მნიშვნელობა რომელი კლუბის სიყვარულით ხარ გულანთებული, ფეხბურთის ყველა გულშემატკივარს მინიმუმ 180 წუთის განმავლობაში მოუწევს ყველაფრის დავიწყება - მწვანე მინდორს ტიტანები უბრუნდებიან.
როგორც კი გაირკვა, რომ ბაიერნსა და მარსელს შორის გამარჯვებული რეალსა და აპოელს შორის უძლიერესთან გაითამაშებდა ალიანს არენაზე გასამართი ზეიმის საგზურს, მას შემდეგ ევროპა ალაპარაკდა ფინალზე, რომელსაც ბედის უკუღმართობით ნახევარფინალი დაერქვა. მიუნხენის ბაიერნი და მადრიდის რეალი ეს არის დაპირისპირება, რომლის ანალოგი ევროპას არ აქვს. თეთრ-წითელთა შერკინებასთან ელ-კლასიკოც კი ვერ მივა ახლოს, თუნდაც მხოლოდ იმიტომ, რომ ვიდრე სპორტის ეს სახეობა არსებობს მადრიდელთა და კატალონიელთა ჯახი ყოველ სეზონში გაახალისებს გულშემატკივართა გულებს, მაგრამ სამეფო კლუბისა და რეკორდმაისტერის ჯახს შესაძლოა წლების განმავლობაში ელოდო უშედეგოდ. ფეხბურთის ღმერთებმა ოთხ წელიწადს გვალოდინეს და მეხუთე წლისთავზე გვაჩუქეს მიძინებული გლადიატორები. არ აქვს მნიშვნელობა რომელი კლუბის სიყვარულით ხარ გულანთებული, ფეხბურთის ყველა გულშემატკივარს მინიმუმ 180 წუთის განმავლობაში მოუწევს ყველაფრის დავიწყება - მწვანე მინდორს ტიტანები უბრუნდებიან.
ევროპის ყველაზე ტიტულოვანი კლუბი წელს უდავოდ ისეთ სეზონს ატარებს, როგორიც სამეფო კლუბს შეეფერება. მართალია პრიმერადივიზიონში ბრძოლა ჯერ კიდევ არ დასრულებულა, მაგრამ მადრიდელთა გამოსვლა მათ ტრიუმფში ეჭვს ძნელად თუ გააჩენს. 33 მატჩში გატანილი 107 გოლი - ეს არის სტატისტიკა, რომელიც რეალის წლევანდელი პერფორმანსის შესაფასებლად სრულიად საკმარისია. საპირისპირო სურათია მიუნხენში, სადაც ბავარიელებმა მეტოქე ბორუსიას კბილებშეკრულებმა უკვე გაუგზავნეს ბოღმა ნარევი მილოცვა, სადაც ფარულად თუ აშკარად დიდი დოზით გაურიეს მუქარა, რომლის ასრულებასაც მაისში ბერლინის მწვანეზე აპირებენ. მადრიდელთა საჩემპიონო მატჩი კი უკვე ამ კვირაში შედგება. ნოუ კამპი ზემოთ ნახსენებ კლასიკოს ელის. თუმცა არც თეთრებისა და არც წითლების თავში ახლა ნახევარფინალის მიღმა არაფერი ტრიალებს, მიუნხენი და მადრიდი ჰოვარდ უების სასტვენის მოლოდინშია. მიუხედავად იმისა, რომ გადაჭრით პასუხის გაცემა ყველას უჭირს, ხმამაღლა რომც არ თქვას, გულში მაინც საკუთარი პროგნოზი ყველას აქვს და დასაბუთებაც ყველას შეუძლია, რადგან არგუმენტი ბევრია. და მაინც, რატომ უნდა გაიმარჯვოს ბაიერნმა ან პირიქით?... ნებისმიერი მატჩის შედეგი სამ მთავარ ფაქტორსა და გარემოებაზეა დამოკიდებული. თანმიმდევრულად მივყვეთ...
მწვრთნელებიმადრიდელები დაწინაურდნენ. კამათი იმის თაობაზე თუ რომელი თავკაცი უფრო ძლიერია, ყველანაირ საფუძველსაა მოკლებული. ჟოზე მაურინიო არა თუ იუპ ჰაინკესზე ძლიერი, არამედ მსოფლიოში საუკეთესო მწვრთნელია. პორტუგალიელი სპეციალისტი იშვიათი ტაქტიკოსია და გარდა ამისა, მან ფანტასტიურად იცის, თუ როგორ აათამაშოს ესა თუ ის ფეხბურთელი. ის თანამედროვე ფეხბურთის შვილია და დღეს თანამედროვე ფეხბურთსვე უდგას სათავეში. მან ორი კლუბი უკვე აიყვანა საჩემპიონო ეშაფოტზე და ახლა შანსი აქვს მათ სიას მესამე კლუბი და თან სამეფო კლუბი მიუმატოს. მსგავსი მიღწევით ვერავინ ტრაბახობს და ისეთი ამაყი და ქედმაღალი ფიგურისთვის, როგორიც ჟოზე მაურინიოა, ასეთი მწვერვალის დაპყრობა ღირსეული გამოწვევაა. რა შეიძლება დაუპირისპიროს მას იუპ ჰაინკესმა?.. ის დიდი ტაქტიკოსი არ არის, არ გამოირჩევა როგორც წამყვანი ფიგურა. მიუნხენელების წარმატებაში მისი განსაკუთრებული წვლილი არავის და არასდროს აღუნიშნავს. რა აქვს დონ იუპს ისეთი, რითიც მოურინიოს გააკვირვებს?.. რა თქმა უნდა, ის გამოცდილია, თუმცა სპეციალისტს, რომელსაც უკვე ოთხი კლუბის საჭე ანდეს და აქედან ორი წარმატებით მართა ტრიუმფამდე, ძნელად გააკვირვებ გამოცდილებით. დონ იუპის კოზირი ალბათ მისი ფსიქოლოგიაა. მან მოსვლის დღიდანვე გუნდში ჰარმონიული ატმოსფერო შექმნა და ფაქტია, რომ ფეხბურთელებში თამაშის წინ განსაკუთრებულ განწყობას გეგმავს. ამიტომაცაა, რომ მიუნხენელები, როგორც წესი პირველივე ტაიმში წყვეტენ მატჩის ბედს. ძნელი სათქმელია, იქნება თუ არა ეს საკმარისი პორტუგალიელი ავანგარდის წინააღმდეგ, შეიძლება იყოს კიდეც.. მანამდე კი, ჟოზე უდავო ფავორიტია.
ფეხბურთელებიამ კომპონენტში მიუნხენელები მებრძოლს ფრეს უნდა დასჯერდნენ. ფრეს, რომელშიც მცირე უპირატესობა მაინც მადრიდელთა მხარეს იქნება. ყველასათვის ნაცნობი გვარების კიდევ ერთხელ გაჟღერება ალბათ ზედმეტია, ორივე მხარეს მსოფლიო დონის ფეხბურთელები დგანან. ესაა გუნდური თამაშისა და ინდივიდუალური ოსტატობის იდეალური სინთეზი. ორივე მხარეს დგას რამდენიმე ფეხბურთელი, რომელთაც მარტოს შეუძლიათ თამაშის ბედი გადაწყვიტონ. მადრიდელთა პლიუსი კი წლევანდელ სეზონში მიუნხენელთა საშინაო წარუმატებლობის მთავარ გარემოებაში მდგომარეობს. აქაც შორს რომ არ წავიდეთ, უბრალო ფაქტი აღვნიშნოთ, სამეფო კლუბის სათადარიგოთა სკამს კაკა და იგუაინი ამშვენებენ. შესაძლოა, სათადარიგოების არ ყოლამ მიუნხენელებს პრობლემები არც კი შეუქმნას, მაგრამ აქ საკითხი სხვა კუთხით დგას - მიუნხენელებს სუსტი სათადარიგო სკამი ალბათ არ დააზარალებს იმდენად, რამდენადაც ძლიერი რეზერვი ახეირებს მადრიდელებს. ამიტომ სამართლიანი იქნება, თუ სამეფო კლუბის მცირე უპირატესობას ვაღიარებთ, თუმცა ობიექტური შედეგი მაინც ფრე იქნება. ფრე, რომელშიც იქნება ყველაფერი, წარმოუდგენელი სეივები, უკომპრომისო ორთაბრძოლები, ბრწყინვალე გადაცემები, ფანტასტიური გოლები, გუნდური სულისკვეთება და ინდივიდუალური წარმოდგენები.
მოტივაციააქ უკვე აშკარა უპირატესობა მიუნხენელთა მხარესაა. მიუხედავად იმისა, რომ აბსურდია მადრიდელების მოტივაციის ნაკლებობაზე თუნდაც წამიერი ჩაფიქრება, აშკარაა, რომ ისეთი მოტივატორი, როგორიც საკუთარ კედლებში ჩემპიონთა ლიგის ფინალია, არ არსებობს. თავად განწყობა კი მატჩის ბედის როგორც მინიმუმ ნახევარს განსაზღვრავს. ეს პირველად საკუთარ თავზე ბრაზილიელებმა გამოსცადეს, როდესაც მათ წინაშე საგაზეთო პუბლიკაციებით დამცირებული და საპირისპიროს დამტკიცების სურვილით ანთებული ურუგვაელები გამოვიდნენ. 1950 წელს ურუგვაიმ ხუან შიაფინოსა და ალსიდეს ჩიგიას გოლებისა და წარმოუდგენელი მოტივაციის წყალობით მატჩამდე ჩემპიონად შერაცხული ბრაზილია მათსავე მარაკანაზე ასი ათასზე მეტი მაყურებლის თვალწინ ბეჭებზე გააკრა და მსოფლიო თასი აღმართა. მას შემდეგ ათწლეულები გავიდა, ბევრი რამ შეიცვალა, მაგრამ მოტივაცია კვლავ რჩება მატჩის ბედის როგორც მინიმუმ ნახევრის განმსაზღვრელი. წელს კი ის მიუნხენებს მადრიდელებზე მეტი აქვთ, აშკარად მეტი.
მწვანე მინდორზე ყველაფერი შეიძლება მოხდეს, თუმცა ფაქტია შანსები მტკიცედ თანაბარია და ეს არ არის საფეხბურთო ფეირ-პლეის პრინციპით გაკეთებული განცხადება, ესაა სრული ჭეშმარიტება. შანსები თანაბარია ისე, როგორც არასდროს... და, რა თქმა უნდა, კინაღამ გამოგვრჩა, მისი აღმატებულება იღბალი!.. ის არ იზომება, არ იყიდება, არ ფასდება ციფრებით, ის საფეხბურთო ღმერთების ნებას გამოხატავს, ხოლო ღმერთები როგორც წესი მხოლოდ ძლიერებს სწყალობენ. 2001 წელს პატრიკ ანდერსონმა 94-ე წუთზე თავისუფალი დარტყმიდან გაიტანა გოლი, რომელმაც მიუნხენელებს ბუნდესლიგის ჩემპიონობა მოუტანა. ერთი წლით ადრე კი ლევერკუზენის ბაიერმა, რომელსაც ფრეც კი ხელს აძლევდა ორ-ბურთიანი სხვაობით დათმო უკანასკნელი ტურის მატჩი უნტერჰახინგთან და ჩემპიონობა ბურთების უკეთესი შეფარდების მქონე ბავარიას დაუთმო. იმავე ბავარიამ 1999 წელს ნოუ კამპზე ყველაფრით დაჯაბნა მანჩესტერ უინაიტედი, მთელი 90 წუთი მინიმალური სხვაობით მოიგო, მაგრამ მსაჯის მიერ დამატებულ სამ წუთში ზუსტად 43 წამის ინტერვალით ორი გოლი მიიღო და დიდყურება თასი ეშმაკებს გადაულოცა. არავინ იცის რა კრიტერიუმებით ირჩევს იღბალი ფავორიტს, ალბათ მაინც ჭეშმარიტია გამონათქვამი - ძლიერებს უმართლებთო და დაე ასეც იყოს, მოედანზე ხომ უძლიერესები გამოდიან!
http://bayern.ge/index.php?newsid=5319 This post has been edited by turabelidze on 17 Apr 2012, 03:50