წინა წლის თებერვალში, როცა ჩემი ჩეხეთში წამოსვლის ამბავი გადაწყდა, პირველმა თავში ჩემი ბავშვობის ახდენადი ოცნებებიდან #1 ოცნების, დერბი დელა მადონინაზე წასვლის ოცნებიდან რეალობად ქცევის შესაძლებლობის არსებობამ გამიარა. სექტემბრამდე ვაგროვე ფული და მილანში წასვლის ბოლო დღემდე, მიუხედავად იმისა, რომ იყო დღეები და კვირები საჭმელი არ გვქონია სახლში, თეთრი არ მომიკლია ამ ფულისთვის. დიდხანს ვგეგმავდი და ვჭოჭმანობდი, პირველი იყო და მინდოდა გამორჩეული ყოფილიყო, სამუდამოდ დამრჩენოდა ერთ-ერთ საუკეთესო მოგონებად, ამიტომ არ ვიჩქარე ბილეთების ყიდვა, სეზონის შუაწელს დაველოდე, მინდოდა დავრწმუნებულიყავი, რომ ჩემპიონები გავხდებოდით, ჩავსულიყავი და მეორე ოცნებაც ამეხდინა-გადაწითლებულ დუომოზე მეზეიმა. + 4 ქულა იყო სხვაობა, მიუხედავად ამდენი უბედურებისა, მაინც იოლად ვიგებდით თამაშებს, კალენდარიც უმარტივესი ჩანდა, ვიფიქრე რაღაა, გადაწყდა და ეგაა, ჩავალ, დერბისაც მოვიგებთ, სკუდეტოსაც გავინაღდებთ, დუომოზეც ვიზეიმებთქო და ვიყიდე თვითმფრინავის ბილეთები. 120 ევროდ ორივე გზა(ადრე რო მეყიდა 60-80 და ნაკლები გამოვიდოდა

). მაააგრამ, პარანოია გაქვსო რო მეძახდნენ თითქმის დავიჯერე მართლა ვუბერავმეთქი, მარა არ მაცალეს ზევიდან, ისეთი მომიწყვეს ჩაფიქრებული საუკეთესო დღე კოშმარად მიქციეს... ბილეთები ვიყიდე თუარა, თითქოს ჩემი სატყუარა იყვნენ, მეორე ტურშივე საშინელი ფეხბურთის თამაში დავიწყეთ, 3 ტურში -3 ქულაში გადავედით და ფაქტობრივად გავუფორმეთ იუვეს სკუდეტო. წასვლის წინა დღეს ფრენა გადამედო, მალპენზა გაიფიცა(დეკადაში ერთხელ ხდება ალბათ და მაინცდამაინც ჩემზე : ) ), ისედაც 6 დღიანი მოგზაურობიდან 2 დღე დავკარგე, დერბიც წავაგეთ, ბილეთიც კურვა ნორდში შემხვდა და რაც მთავარია, და რისიც და ვისიც ყველაზე მეტად მეშინოდა, მილიტოს 3 გოლს ვუყურე ინტერის ბუდიდან, ისედაც კოშმარად მექცა დერბიში მაგის გოლებზე გაბმული შეძახილი და ახლა იქვე მომასმენინეს, მარცხნიდან, მარჯვნიდან, წინიდან, უკნიდან, ყველა მხრიდან... თანაც სამჯერ... იქვე იუვესაც ოფიციალურად გავუფორმეთ ტიტული და თამაშიდან გამოსული დუომოზე მილანის ნაცვლად იუვეს ზეიმს ვუყურებდი შორს მდგომი. მოკლედ, რაც კი ჩავიფიქრე, ყველაფერი(!!!) უკუღმა ამიხდა, თან მაქსიმალურად უკუღმა, ვერც კურვა სუდში მოვხვდი-საპირისპიროდ, ინტერის ფანებში ვიჯექი, ვერც მოვიგეთ-წავაგეთ, მილიტომ 3 გოლი გაიტანა და ის გულისწამღები შეძახილი ვისმინე, მილანის გაჩემპიონების სანახავად ჩავედი და იუვეს ვუყურებდი-მოკლედ, უარესი ვერ მოხდებოდა...
სანამ ჯღარკსონა შემაგინებდა, ჩემით ვიტყვი რომ შეგნებულად დავწერე ასე პესიმიტურად ეს ყველაფერი... შეგნებულად იმიტომ, რომ ხაზი გამესვა რამდენად დიადი და ღვთიურია ჩვენი დერბი: მიუხედავად ამდენი უიღბლობისა და იმედგაცრუებისა სასწაულად ნასიამოვნები გამომისტურა სან სირომ... იქ აღარ ჰქონდა მნიშვნელობა რა და როგორ ხდებოდა, იმდენად გაშტერებული ვიყურებოდი, რასაც 10 წელზე მეტია ტელევიზორში ვუყურებ, თვალწინ მქონდა ხელის გულივით.( იქ სხვა გრძნობაა, სხვანაირად უყურებ ყველაფერს, სხვანაირად ნერვიულობ და უფრო ადვილადაც გადაგაქვს, ვიდრე ასე, შორიდან. ალბათ ამიტომაცაა თვითონ არხეინად რომ არიან, ჩვენ კი აქ ვჭამთ ერთმანეთს მათ გამო..). იქ ვიდექი და 50 ინჩიანი ტელევიზორის ნაცვლად 80 000-იანი სან სიროდან ვქომაგობდი ჩემს გუნდს. მთავარია მოვინათლე, დიად ფეხბურთს ვეზიარე, დერბის ნაწილი გავხდი, სან სიროს ჰაერი ჩავყლაპე. დანარჩენს ეშველება, სკუდეტოც ყოველ წელსაა, მოვიგებთ ოდესღაც კიდევ, მეც ჯერ სიკვდილს არ ვაპირებ ჩემი ნებით და სანამ მომეცემა საშუალება კიდევ არაერთხელ ჩავალ და დუომოზე ზეიმსაც ვეღირსები, ეგ არაფერია, მთვარია იქ ვიყავი, ვეზიარე, ემოცია და მოგონება წამოვიღე.
ეს შესავალივით, ახლა უშუალოდ თამაშის წინ, თამაშზე, შემდეგ.(რამდენიმე პოსტში დავწერ, ვერ ჩავეტევი აქ)
ვინც როდესმე ყოფილა ჩემს მდგომარეობაში ეცოდინება რა მოუსვენარი და მღრღნელი გრძნობაა თამაშისთვის ჩასულს ბილეთი რომ არ გაქვს... კი, იცი, თითქოს მაინც იყიდი, მაგრამ იმ წამსვე გინდა გაინაღდო, თორემ არ მოგასვენებს ბოლო წუთამდე. ვეღარაფერს ვაქცევდი ყურადღებას იმდენად ვნერვიულობდი ბილეთეზე.მოკლედ, ბოლო დღემდე ვერ ვიშოვე, მაგრამ კვირა დილას მილანნიუსმა დაწერა, 3 000 ბილეთია დარჩენილი და შეესიეთ, 3 საათიდან გაიყიდებაო. 3-ს რომ 20 აკლდა იქ ვიყავი დარჭობილი. ხო, მეტროდან სტადიონამდე გრძელი გზაა ფეხით გასავლელი და სასწაული გრძნობაა, ერთი სული გაქვს ის ცნობილი უსასრულო კედელი როდის დასრულდება(რომელზეც სხვათშორის წლები მილან-ინტერის წარწერები იყო, ცალკე ნახვად ღირდა, ცალკე ნაწილი იყო დერბის და მთლიანად გადაუგრაფიტებიათ, აღარაფერია დარჩენილი

), გული აჩქარებული გაქვს და რაღაც უცნაურ მღელვარებას გრძნობ, (ხო, ამ გზაზევე ათასობით დახლი გხვდება აქსესუარებით გატენილი, მილან-ინტერის, რა თქმა უნდა) და ბოლოს გამოჩნდება მისი უდიდებულესობა... არ ვიცი ირგვლივ ტიალი ადგილის ბრალია, არ ვიცი მართლა ასეა-რაღაც საოცრებაა, გრანდიოზული სან სიროს მოუგონესო თითქოს ზედსართავად... არაფერს უფრო არ მოუხდება ეს სიტყვა... იალბუზია : )) სამწუხაროდ, რახან 3-ზე მომიწია მისვლა და უკან ვეღარც გამოვბრუნდებოდი ბილეთის ყიდვის მერე, წინასამატჩო მილანი(ქალაქი) ვერ ვნახე... თუმცა, დილითაც ბევრნი შემხვდნენ მაღაზიიდან გარეთ გამოდგმულ პატარა მაგიდასთან მსხდომი ბაბუები მილან-ინტერის სპორტულებში(მოხუცებს უფრო სპორტულები ეცვათ, ახალგაზრდობას ფორმები : )) ) მოკლედ, წრეები ვარტყი სან სიროს სალაროს საპოვნელად, ჩვენს მხარეს გადავედი, იქით იქნება სუდის ბილეთებითქო და დაკეტილი იყო(არადა მესამე იარუსი სამხრეთში მთლიანად ცარიელი იყო, რა ქნეს ვერ მივხვდი, რატომ არ გაყიდეს...), მეორე სალარო მარტო ნორდის, ინტერის იყო ღია. ჩავდექით რიგში და აცუნდრუკებულს, გახარებულს არც გამახსენდა მეკითხაა რა ადგილებს მაძლევთქო, თან დავინახე ერთი დიდი გადაბმული დასტა იყო ბილეთების, რაღაც მანქანაში გადიოდა და მეგონა გაწერილია უკვე და ხოარ მოახევსთქო, არადა ხელით რო შეიყვანა ინფორმაცია და სახელ-გვარიანი ბილეთი მომცა, მივხვდი რო ვჭამე... შემეძლო მეთქვა რა ადგილი მინდოდა... ასე ამოვყავი თავი ინტერისტებში.მაგრამ ესეც საინტერესო იყო. ესეც ხო უნდა მენახა როდესღაც. გამოცდილება მივიღე. აწი ჩასვლას უფრო დიდი მუღამი ექნება, ჩვენს კურვაში დაჯდომა, სიმღერა, სკუდეტო, მოგება, ყველაფერი წინაა, ერთად ნამეტანი იქნებოდა... მოკლედ, თამაშამდე 6 საათი იყო დარჩენილი და სან სიროს მიმდებარე ტერიტორია ისე შევისწავლე კაი გეოგრაფს შეშურდება ისე აღვწერ... იმდენად გალენჩებული დავდიოდი სურათის გადაღება არც გამხსენებია, სანამ ძალით არ გადამიღეს.
» სპოილერის ნახვისთვის დააწკაპუნეთ აქ «
ამასობაში გაწვიმდა და ისევ ინტერისტთა ბუნაგში, რაღაც პატარა პაბში მომიწია თავის შეფარება. აი, იქ იყო ნამდვილი საფეხბურთო სამყარო. სამეფო ცხენივით ინტერს აქსესუარებში აკაზმული ყველა თავისას უბერავდა, ერთმანეთს როგორ უხსნიან რა უნდა ითამაშონ , თან ორგაზმ ენაზე, ცალკე სანახავია. ნასტრო აძუროა ერთადერთი ლუდი რასაც სვამენ. წყალწაღებული ნაციონალისტები არიან იტალიელები და მილანში ხო განსაკუთრებით... ყველა ლუდს სვამდა, პლანის სუნიც დავიჭირე რამდენჯერმე : ))
მოკლედ, მოვიდა 6 საათი, გაიღო თუარა ჭიშკარი შევედით ეგრევე, ვერ ვითმენდი, გარეთ მოვიარე ყველაფერი, შიგნით მინდოდა მთელი პროცესი მენახა... კოშკით მომიწია ასვლა, გაუთავებლად ადიხარ და ბოლოს მთელი ქალაქს გადაჰყურებ ბოლო სართულიდან. ისე მთავრდება ეს წრეები ვერ ხედავ გასასვლელს და უცბად გადაგეშლება თვალწინ, აი ასე:
» სპოილერის ნახვისთვის დააწკაპუნეთ აქ «
წარმოიდგინეთ, სტადიონის ყველაზე ცუდ წერტილში ვიჯექი და ხელისგულივით ჩანდა ყველაფერი, დახატული გეგონებოდა, აი, მერე დავდებ V.I.P.-დან სურათებს და იქიდან ყურება რა იქნება წარმოიდგინეთ. არც სტადიონს სჭირს რამე სარემონტო, მშვენიერ მდგომარეობაშია ყველაფერი და ალბათ უნიკალურია, არამგონია 80 ათასი კაცი ბერნაბეუდან ან კამპ ნოუდან(ეს ორია ევროპაში ჩვენზე დიდი) ასე კარგად უყურებდეს თამაშს ყველა წერტილიდან...
» სპოილერის ნახვისთვის დააწკაპუნეთ აქ «
სულ მაინტერესებდა რა ხდებოდა იმ 4 მრგვალ ფანჯრებიან კოშკში, ბავშვობაში თამაშის დაწყებამდე რო აჩვენებდნენ სულ მაგას ვფიქრობდი, ნეტა რა არის, ალბათ ლოჟები აქვს ხალხსთქო. თურმე ბუფეტი და ტუალეტებია

ავისრულე ოცნება და შევიხედე : )
» სპოილერის ნახვისთვის დააწკაპუნეთ აქ «
ხო, დიდი საქორეოგრაფიო ტრანსპარანტი საგულდაგულოდ მომზადებული ჰქონდათ, ყარაულობდნენ და რეპეტიციაც გაიარეს კორდობას რო ჯილდო გადასცეს, გაშალეს. მე გამოვიწიე, ამ ჯადოს არ გადავიფარებმეთქი

ნელ-ნელა ივსებოდა სტადიონი და "მოქონდა", ტალახდებოდა, სუნი დგებოდა დერბის. (ბევრი ვიდეო გადავიღეთ, მარა ხმა არ აქვს ბევრს ხელი ეფარა და არაა დიდად საყურებელი, იქ მთავარი იმ ემოციის გადმოცემა იყო, უხმო ვიდეოს აზრი არ აქვს)
ჩვენები უფრო აქტიურობდნენ, ძალიან მაგარი აკუსტიკა აქვს სან სიროს, ტყვილა არ მასპინძლობს ყველა მამიზმ კონცერტს, გამაყრუებელი ხმაური 90 წუთი და იქითა ბოლოდან სიმღერა გარკვევით ისმის. რატომღაც ტელევიზორსა და ვიდეოებში მკვდარი გეგონება სტადიონი, არადა ბუღი და ხმაურია... ესეც ჩვენები 1 საათით ადრე:
» სპოილერის ნახვისთვის დააწკაპუნეთ აქ «
ყველაზე მთავარი-10-დან 2-3 კაცი პლანს ეწეოდა, მაგრამ ჩემს წინ ყველაზე მარგალიტი კაცი იჯდა... 2 საათით ადრე მოვიდა და ჩემს თვალწინ 2-3 ჯოინთი მარტომ მოწია, თამაშზე აღარ დავკვირვებივარ, მარა ერთი მაგდენი დააყოლა ალბათ, ხოდა, პირველ ტაიმში სამხრეთის კარში გაგვიტანა გოლი მილიტომ, იბრამ აქეთ გაათანაბრა, მეორე ტაიმი რო დაიწყო, ეს ჯერ აზრზე ვერ იყო მოსული, იბრამ სამხრეთის კარში შეაგდო და ამას ეგონა ისევ ინტერი უტევდა იქით, იფიქრა გავიტანეთო, წამოხტა და სანამ წიხლებით არ დასვეს ყირაზე გადავიდა, რა არ აკეთა და მაგრა გაიტროლა რო უთხრეს

იქ რო უნდა ყოფილიყავი ისეთი შემთხვევა იყო.
მოკლედ ყველა პროცესი შევისწავლე, როგორ კეცავენ წვიმისგან დამცავ პარკებს, ბალახს როგორ ამოწმებს ორივე გუნდიდან ვინმე წინასწარ, ვინ სად და როგორ შედის სექტორებში(ესეც ძალიან მარტივად და იდეალურადაა, ძალიან მაგარი კონსტრუქცია აქვს სტადიონს) და ა.შ. თამაშამდე კარგად გავიყვანე დრო მოკლედ, ვისიამოვნე. თან დაძაბულობა რო აჭერდა, ხალხი ემატებოდა, მღეროდნენ, ქორაოგრაფიები, გახურება, მოკლედ, თამაშის წინაც ერთი სიამოვნებაა იქ ყოფნა.
თამაშზე შემდეგ პოსტში, როცა მოვიცლი!
მანამდე რამდენიმე სურათიც:
» სპოილერის ნახვისთვის დააწკაპუნეთ აქ «