ცნობილმა ინგლისელმა კარლინმა (მანდელაზე რომ დაწერა :დ) გამოაცხო რაღაც საინტერესოსმაგვარი

სტატია ელ პაისში
http://deportes.elpais.com/deportes/2012/0...035_977460.htmlრაზეა ლაპარაკი
სიტი და იუნაიტედი ხომ ხვდებიან ხვალ, გადამწყვეტი შეხვედრა პრემიერის
ხოდა ფერგიუსონი იქნებ ფიქრობს ჩელსის მოდელი გამოიყენოსო :დ
აქედან გადადის რაში

ბარსას მოდელი არის მისაბაძიო, მაგრამ ჩელსის მოდელიც არის იქნებ (პირდაპირი გაგებით არა, ცოტა სხვანაირი

) მისაბაძიო
ბარსას თამაში ძალიან რთულია, ჩელსის კი მარტივი. ჩელსის მოდელი პატარა გუნდებს მოუხდებათ ამ კრიზისებში ყველანაირში, რომ დიდებს კონკურენცია გაუწიონ
თუ ჩელსის მოდელს გამოიყენებო, არ გჭირდება ფეხბურთელები ვინც კარგად ,,პასაობს", კარგად ,,ფინტაობს", კარგად ,,დარბის" და კარგად ,,ფიქრობს"

მაგი კი არა, არც ფიზიკურად ძლიერები და კარგად მომზადებული გჭირდებაო, პირიქით, რაც უფრო მსუქანაა ფეხბურთელი და ,,დიდი", მით უკეთესი

არც ვარჯიშები გაგრძელდება დიდი ხანი, არაფერია ისეთი რაც უნდა ასწავლო
ფეხბურთელმა უნდა იცოდეს 1. დარტყმა. ასევე ცოტა გაქცევა და იქნებ პატარა მოტყუებაც

(მოკლედ როგორც აქ სურათი დაიდო, ერთი პასი, გაქცევა, კრისტის გოლი

)
ტაქტიკა გახდებაო 10-1, ის 10 კაციც შეიძლება მეკარის ,,პატარა საჯარიმოში" დადგნენ და გოლის გატანა ისევე გართულდეს როგორც გოლფის ,,ღრმულში" ჩაგდება

სტადიონები 100 მეტრიდან 50-მეტრამდე დაპატარავდება
(არაა სარკაზმით ნაწერი საერთოდ

, უბრალოდ პატარა გუნდებმა ჩელსის მიბაძონო, ვისაც არ აქვს რესურსი დიდი ფეხბურთელების სიტყვაზე)
ფეხბურთი სულ სხვანაირი გახდება და ეტყობა ინტუიციით იგრძნოო ეს გვარდიოლამ და ამიტომ წავიდაო, ეს იგრძნოო მაურინიომაც და ამიტომ დარჩაო

სერიოზულად თუ ვიტყვით სულაც არაა გამორიცხული ჩელსის მოდელი მოედოს ქვეყნიერებას და ძალიან არასანახაობრივი გახდეს ფეხბურთი მაშინ, როდესაც გაცილებით ძლიერი გაცილებით სუსტს ეთამაშება. სუსტი ჩაიკეტება და ეგაა. ამას გულისხმობს ეგ კაცი
აქვე ფერგიუსონის ნათქვამი გავიხსენოთ, დაცვაში რომ ჩაგიდგებიან ეგრე, არ აქვს მნიშვნელობა თავს 11 პროფესიონალი ფეხბურთელი იცავს თუ 11 სანტექნიკიო.
ამაზეა.
,,მაურინიო, ფეხბურთის პირველი დამცველი" გამახსენდა ახლა :დ