როგორ გამოეხმაურა მსოფლიო პეპის წასვლას (მარკადან)
სან-ში დაიწერა ,,უკანასკნელი 30 წლის საუკეთესო მწვრთნელი. მასთან ერთად დამარცხება უკეთესია ვიდრე სხვასთან გამარჯვება. რა არის გვარდიოლა ჩანს მის ძალიან მცირე მარცხების დროს. ცინიკოსები ამბობენ რომ ეგ ყველაფერი ,,თამაშია", თეატრია, მაგრამ თეატრი, რომელიც ასწავლის ბავშვებს დამარცხების მიღებას უკეთესია, ვიდრე ფეხებში რტყმა, მსაჯებზე და უეფაზე საუბარი. ტიკი-ტაკა უკეთესია და ამას ამტკიცებს რომ გვარდიოლას რიგი უდგას ინგლისში, ის აუცილებლად მოვა როცა იქნება ინგლისში და გუნდები ნებისმიერზე წინ მის ,,გამოდყვანას" შეეცდებიან. თვით ჩელსიც. ეს მიუთითებს ყველაფერზე"
მაურინიოს ურტყამენ მაგრად

ეკიპი ,,ოცნება აქცია რეალობად. მისი გუნდი იქნება სარკე, რომელშიც დეკადების მანძილზე ,,ჩაიხედავენ". ეს გუნდი უნდა მოვიხსენიოთ ბრაზილიის 70 წლის და 5 ლიგის მომგებ რეალთან ერთად, რომელთაც სტილი შექმნეს, ახალი მანერა ფეხბურთის თამაშის და რაც მთავარია გულშემატკივარზე გათვლილი ლამაზი ფეხბურთი"
გაძეტა დელო სპორტი ,,გვარდიოლას გამოჩენა იყო სიახლე არამხოლოდ ბარსასთვის, არამედ მსოფლიო ფეხბურთისთვის. მან სრულიად ახალი შესთავაზა სამყაროს და მისი გუნდი უნდა მოიხსენიებოდეს 70 წლის ბრაზილიასთან, 5 ლიგის რეალთან და 70-იანების დიდ ბავარიასთან ერთად. მან ,,გამოიგონა" ფეხბურთი რომელიც არ საჭიროებდა არც თავდამსხმელებს და არც მცველებს. მხოლოდ ნახევარმცველებს. ამას თან ერთვოდა მისი ჯენტლმენური დამოკიდებულება"
ბილდი ,,მას დიდი კარიერა ქონდა როგორც ფეხბურთელს, მაგრამ მწვრთნელობით გადააჭარბა. ის ყოველთვის ჯენტლმენი იყო, ეს გამოჩნდა ბოლო მარცხის დროსაც. იმის ნაცვლად რომ დაეწყო ,,ძელებზე", იღბალზე და ათას რამეზე საუბარი, დაემცირებინა მეტოქის გამარჯვებას, უბრალოდ განაცხადა ,,ჩავვარდით". ის ბარსას ემბლემაა, არამხოლოდ სტილი, არამედ სხვა მწვრთნელებისთვის მისაბაძი. გისურვებთ ყველაფერ კარგს, რასაც არ უნდა მოეკიდო!"
ოლე ,,დატოვა სიცარიელე ვისაც ლამაზი ფეხბურთი უყვარს. დატოვა ალბათ ყველა დროის საუკეთესო გუნდი. დღეს ფეხბურთი წუხს მისი წასვლის გამო"
ა ბოლა ,,ერთს ვიტყვით. პორტუგალიაში, იმ საათებში როდესაც ყველაზე მეტი აუდიენციაა ჩვენს ქვეყანაში, გამოშვება დაიწყო პეპის წასვლით და 5 წუთი ამაზე ლაპარაკობდნენ. ეს მან მოიპოვა თავისი უნიკალურობით ფეხბურთის ისტორიისთვის. არამარტო რაც მოიგო, არამედ როგორც მოიგო. ფეხბურთი არის 2 ეპოქა, გვარდიოლას ბარსამდე და მის მერე. როგორია მაურინიოსთან დაპირისპირება ჩვენს ქვეყანაში? ფოლკლორის ნაწილს შეადგენს"
ბრაზილიური ,,ლანსე" პეპის წასვლას ბიტლზების დაშლას ადარებს და ახლა დაიწყება რაც დაიწყებაო, ანუ გავრცელდებაო ბარსას სტილი ისე როგორც იმათ აღაზევეს პოპი თუ როგორც იყო რა

გასკდი შურით სახელმიჯმულო პორტუგალიელო
მკვლელის დედა უფრო ცოდოა, ვიდრე მოკლულის. (c)