ხუთი წლის წინ ტონი კროოსი მსოფლიოს საუკეთესო ფეხბურთელად ითვლებოდა თავისი ასაკისთვის. ცენტრალურმა ნახევარმცველმა 17-წლამდელთა მსოფლიო ჩემპიონატში ოქროს ბურთის მოგება მოახერხა და მალე ბაიერნის ძირითად გუნდში გადაინაცვლა. ული ჰიონესს ცამდე აყავდა ახალგაზრდა გერმანელი ქებით და ამბობდა, რომ ეს ბიჭი ბავარიელთა მომავალი 10 ნომერი იყო.
თუმცა კროოსის საქმეები კარგად არ წასულა. თითქმის ორსეზონიანი წვალების შემდეგ, ბიჭი ლევერკუზენში გაუშვეს, სადაც იუპ ჰაინკესის ხელში აღმოჩნდა. მთელი 18 თვე გაატარა კროოსმა ბაიერნის ამჟამინდელ მწვრთნელთან და შეიძლება ითქვას "აყვავდა". ბავარიაში დაბრუნების შემდეგ კი იგივეს ვერ ვიტყვით. ლუის ვან გაალის შემტევი ტაქტიკისას კროოსს საყრდენი ნახევარმცველის როლი ერგო, რასაც მან კარგად ვერ გაართვა თავი.
ვან გაალმა ბაიერნი დატოვა და მის მაგივრად კროოსისთვის კარგად ნაცნობი იუპ ჰაინკესი მოვიდა. მის ყოფილ მწვრთნელთან შეხვედრის შემდგომ 22 წლის გერმანელმა განვითარება განაგრძო, თან ძალიან სწრაფი ტემპით. თავიდან მან "ხელუხლებელ" ტომას მიულერს წაართვა ათიანის პოზიცია, ხოლო ბასტიან შვაინშტაიგერის ტრავმის მიღების შემდეგ კროოსმა ორივე პოზიცია მოირგო: საყრდენის და გამთამაშებლის.
მისი საყვარელი მწვრთნელის და ბასტიან შვაინშტაიგერის მეურვეობის ქვეშ კროოსმა არაერთხელ დაამტკიცა თავისი კლასი. განსაკუთრებით კი შეიძლება მადრიდელ გიგანტებთან დაპირისპირება გამოვყოთ, რომელის დამარცხებაშიც ბაიერნის ახალგაზრდა ნახევარმცველს დიდი წვლილი მიუძღვის.
"ის თუ როგორ აწოდებს ტონი ბურთს, როგორ იღებს და ამუშავებს: ეს ძალიან კარგია. ტექნიკა მას შესანიშნავი აქვს. უკანასკნელ მატჩებში მან საგრძნობლად მიუმატა და მე ამ ფეხბურთელით უაღრესად კმაყოფილი ვარ." იოაჰიმ ლიოვი, გერმანიის ნაკრების მთავარი მწვრთნელი.
წინ ტონი კროოსი და უკან ბასტიან შვაინშტაიგერისა და ლუის გუსტავოს დუეტი. სწორედ ეს გახლდა იმის მიზეზი რომ ბაიერნს ბურთი კარგად ეჭირა. ჩაბი ალონსოც კი, რომელსაც ჩვევია თამაშის სადავეები ხელში ჩაგდება, თავის საქმეს ვეღარ აკეთებდა სათანადო დონეზე. 22 წლის გერმანელი კი აუღელვებლად ამუშავებდა ბურთს და გომესს ძალიან სახიფათო პოზიციაზე ტოვებდა. პირველ თამაშში კი, როდესაც ბასტიან შვაინშტაიგერი მოედნიდან გავიდა კროოსმა ისევ საყრდენ ნახევარმცველად ჩამოიწია და ამ პოზიციიდან შეძლო თავისი გუნდის დახმარება.
კროოსის ტექნიკა და გამთამაშებლის ხედვა მართლაც რომ შთამბეჭდავია. მისი ბურთის დამუშავების უნარი და ჭკვიანური გადაცემები დღითიდღე იხვეწება. მცველებისთვის თავის არიდების უნარი კი უფრო და უფრო ემსგავსება შვაინშტაიგერისას.
და მართლაც ეს ორი ფეხბურთელი ძალიან გავს ერთმანეთს. გავიხსენოთ რომ ტონის ასაკში ბასტიც შემტევი ნახევარმცველი იყო. ამ ორ ფეხბურთელს ბურთის დაკავების ძალიან კარგი უნარი აქვს. ერთია რომ უფროსს ბევრად უკეთესად გამოსდის საყრდენად თამაში, თუმცა ამ პოზიციაზეც მათ შორის განსხვავება უფრო და უფრო მცირდება.
თუმცა ყველაზე მეტად ამ ორს დიდ არენაზე კარგად თამაშის უნარი ამსგავსებს ერთმანეთს. ბასტიან შვაინშტაიგერი ეს უკვე გერმანელი ლეგენდაა, რომელსაც არავისთან წარდგენა არ სჭირდება, ხოლო ტონი კროოსი ჯერ კიდევ გამოუცდელი ბიჭია. თუმცა უნდა აღინიშნოს, რომ ეს სულაც არ შეიმჩნეოდა ჩემპიონთა ლიგაზე. ტონი კროოსმა (რომელსაც ყველა თამაში გამთამაშებლის პოზიციაზე არ ჩაუტარებია) 2 გოლი და 5 საგოლე გადაცემის გაკეთება მოახერხა. მისი შთამბეჭდავი უნარების წყალობით კი არაერთხელ მოხვდა სხვადასხვა გამოცემის სიმბოლურ ნაკრებში.
რაც შეეხება ეროვნულ ნაკრებს, აქაც წინსვლასთან გვაქვს საქმე. იოაჰიმ ლიოვმა კროოსს სრული ნდობა გამოუცხადა და შედეგიც მიიღო. თუ გავიხსენებთ პოლონეთთან და უკრაინასთან ჩატარებულ მატჩებს, ორივე თამაშში კროოსმა გუნდისთვის საჭირო გოლი გაიტანა და გერმანიას მეტოქისთვის დაწევის საშუალება მისცა.
ისე უნდა აღინიშნოს რომ შვაინშტაიგერს ცალკეულ საკითხებში ჯობია კიდეც კროოსი. აქ იმას ვგულისხმობთ, რომ კროოსი რაღაცით უსწრებს 22 წლის ასაკში მყოფ შვაინშტაიგერს. ტონი არ არის ისეთი გამოცდილი ლიდერი როგორიც მისი თანაგუნდელია, თუმცა ფაქტია რომ ამ ბიჭს ტალანტი აქვს და თუკი ამ ტემპით განაგრძობს განვითარებას მისგან მართლაც დიდებული ფეხბურთელი დადგება.
მომავალი ამ ბიჭისაა: მომავალი წლები გვიჩვენებს, თუ რამდენი რამ შეუძლია ტონი კროოსს...
http://bayern.ge/index.php?newsid=5558მგელი გვყავს მგელი