მოკლედ ტრაგედიის შექმნა ნამდვილად სისულელეა დღევანდელი წაგებით. გადაიღალა გუნდი ყველანაირად და სადღაც მიხარია კიდეც რომ 4ეულს ###ზე დავიკიდებთ, იმიტომ რომ ფინალის მერე ლივერპულთანაც და ბლექბერნთანაც დაასვენებს ხალხს და გადამწვარები არ წავლენ მიუნხენში. აი მიუნხენს კი გერმანიის თასის ფინალი აქვს ჩვენამდე სათამაშო ბორუსიასთან და იქნებ ვინმე გაეტრავმოთ კიდეც

რაც შეეხება FA-ს ვერავის ვერ დაგეთანხმებით ვინც ამბობთ რომ ###ზე დავიკიდოთო. ბარდელონას ფანები ხომ არ ვართ კოპა დელ რეი რომ ყველას ###ზე კიდია, რას ქვია დავიკიდოთ, თუ ინგლისური ფეხბურთი გვიყვარს, მაშინ ფეხბურთის ისტორიაში უძველესი თასიც უნდა გვიყვარდეს და ისტორია ტიტულებით იქმნება და მგონი უკვე 6 FA გვაქვს და მე 7 ე რატომ არ უნდა დავამატოთ და რატომ არ უნდა გავხდეთ ყველაზე მეტი თასის მფლობელი საერთოდ?
რაც შეეხება შემადგენლობას პირველი ამ გუნდიდან მეირელეშია გასაყიდი, იმიტომ რომ როგორც შემქმნელი 0 ია და ტიპს არც პასი ეხერხება და არც გამწვავება და როგორც ჩამშლელი კიდევ არაფრით არის მიკელზე, ესიენზე და რომეუზე მეტი. ასე რომ არ გვჭირდება მაგის პოზიცია.
მარინის ტრანსფერის გათვალისწინებით, კალუს ადგილი აღარაა გუნდში, 27 წლისაა და იმ დონეზე დარჩა რაც რომ მოვიდა მაშინ იყო. სტარიჯსაც უნდა გავაჯმევინოთ, იმიტომ რომ უჯიგრო, არაგუნდური და დედა#####ული მოთამაშეა. ფერეირა ბოსინგვას ადგილიც არაა გუნდში და ივას ვინმე ახალგაზრდა შემცვლელი უნდა ვუპოვოთ.
სხვათაშოროს ბერდნარტს რატომ აჯვავთ ვერ გავიგე, ძალიან კარგი მარცხენა მცველი იზრდება ჩემი აზრით და ვინმე ეგეთი ბიჭი გვინდა მარჯვნივაც. აი დაცვის ცენტრში კი კიდევ ერთი და ანუ მე-4-ე მცველი გვჭირდება ფაქტია.
ასევე ერთი შემქმნელი ცენტრალური ნახევარცმველია საყიდელი, იმიტომ რომ მატას და ლამპარდის გარდა პასის გამკეთებელი არ გვყავს.
მოკლედ უნდა წავიდნენ: მეირელეში, ბოსინგვა, ფერეირა, მალუდა, სტარიჯი, კალუ. უბრალოდ ბალასტი არიან გუნდში.
ლოანზე გაუშვან ლუკაკუ.
მოიყვანონ: ერთი მარჯვენა მცველი, ერთი ცენტრალური, ერთი შემქმნელი ცენტრალური ნახევარმცველი და ერთიც ფლანგის შემტევი დაამატონ.
აი ასეთია ჩვენი მდგომარეობა ჩემი აზრით.