რაზე კამათობთ ხალხნო რა დროს ოქროს ბურთია

ნახევარი სეზონი წინაა ჯერ
დღეისათვის მდგომარეობა ესეთია
მესის აქვს უნიკალური შედეგი გოლების მიხედვით, რაც არ დაფიქსირებულა 50 წელია და დიდი შანსია კიდევ ამდენ ხანს არ დაფიქსირდეს (ერთდროულად დაამხო ლიგის და ლა ლიგას რეკორდები)
ამიტომ თუ ევროპის ჩემპიონატზე მოიგებს ძალიან გუნდურათ მოთამაშე ნაკრები სადაც თითოეული ფეხბურთელის გამოყოფა ძნელია (გერმანია, ესპანეთი, იტალია)
დიდი შანსია რომ ამ ტიტულს მოიგებს არგენტინელი
თუ მოიგებს პორტუგალია (ან ვთვათ ფინალამდე მივა), მაშინ უკვე კრისტინას ეკუთვნის წესით და კანონით
ჩაიაროს ჯერ ამ ევროპამ და მერე გავარჩიოთ ვის ეკუთვნის და ვის არა
მაგრამ ჯერჯერობით ფაქტია მესი წინაა ამ დავაში ყველა სხვა დანარჩენზე
არ არის 72 გოლი ოფიაცალურ თამაშებში პატარა შედეგი
პატარა კი არა ეს ისეთი რამეა 10 წლის ვინმეს რო ეთქვა 2012 წელს მთვარეზე მაკდონალდს გახსნიანო და ჯუჯა პრიმერაში 50 ბურთს გაიტანსო პირველს უფრო დავიჯერებდი ვიდრე მეორეს.