რაულის დატირება და გალაქტიკოების ნოსტალგია.....
ბაზარი არაა მაგრები იყვნენ და ვტკბებოდი მაგათი თამაშის ყურებისას, ერთი სიამოვნება იყო ზიდანის ფიგუს რაულის რონალდოს და იეროს ყურება, ეგეთ ლამაზ ფეხბურთს ვერ თამაშობს დღევანდელი რეალი, მაგარი იყო შუკერის და მიატოვიჩის სანჩესის და ზეედორფის რეალიც, მარა შეიძლება კაცო ამდენი???
დღევანდელი რეალი რეკორდებს ამყარებს შემტევი ტრიოთი, ბომბარდირით, ქულების რაოდენობით და მოდით დღევანდელზე ვილაპარაკოთ....
ყველა დროის რეალს თავისი გამოსარჩევი მხარე აქ...
ბოლო ორი წლის რეალი გამორჩეული ბევრი რამით არის. ჯერ მარტო რონალდო ავიღოთ, ფანტასტიურია...
ავიღოთ მაგალითისთვის ბოლო დროის კლასიკოები, ესეთი დაძაბული კლასიკოები ახსოვს ვინმეს?... მოუს და პეპის დაპირისპირება, მესის და რონალდუს დაპირისპირება... გამოსარჩევია ოზილი დღევანდელ რეალში, ცალკე თემაა ტიპი ისეთ პასებს ჩითავს. გამოსარჩევია პეპე, კაზიოლი მჩეხავი და ამავე დროს ეგეთი ძლიერი ცენტრალური მცველი ბევრი არაა მსოფლიოში. პიპიტა და ბენზო ავიღოთ, არცერთია ძირითადის იგროკი მარა ჯამში რამდენი გოლი გაიტანეს... კასილასზე ხო არაფერს ვამბობ, ნამდვილი მადრიდისტა და დიდებული მეკარე....
ძაან რომანტიკაში წავედი

მარა რისი თქმა მინდა, რომ მოვინდომოთ ყველანაირ რეალში ვიპოვით ###ობებს, გააჩნია რა თვალით შევხედავთ დღევანდელ გუნდს.... თან ჩემპიონს, თან გუნდს რომელმაც ბარსა თავისივე მოედანზე დაადუმა.... თან ბევრისგან დასაცინმა რონალდომ დაადუმა.....
* * *
http://halamadrid.ge/2012/05/06/bbbb-vbb-b...bbb-bbbbbv.htmlსაინტერესოა, მოურინიოს ინტერვიუ......
* * *
ახალი მეკარის ძიება
” ”მადრიდის რეალი” ეძებს მეკარეს, ვინაიდან ადანს არ სურს აქ მუშაობის გაგრძელება. ჩემი დავალება იმაში მდგომარეობს, რომ დავარწმუნო ანტონიო დარჩენაში. დახმარებისთვის იკერსაც მივმართე! ჩვენ მას უფრო მეტი სათამაშო დრო უნდა მივცეთ, დავპირდეთ მას სათასო შეხვედრებში თამაში. მაგრამ მე აღმაფრთოვანებს მისი მიზანსწრაფულობა:
”მოხარული ვარ ვიყო ”მადრიდის რეალის” ნაწილი, მაგრამ მინდა, რომ ყოველ კვირას ვითამაშო.”
ამ ყველაფერს კი პრესამ ასეთი ადაპტაცია მისცა:
”მოურინიოს სურს იკერზე ზეწოლა მოახდინოს”.
* * *
ფეხბურთელებთან ურთიერთობა
აუცილებელია, რომ ფეხბურთელებს სტიმული მისცე, ვინაიდან ლიდერად ყოფნის დავალება არც თუ ისე ადვილია. ერთხელ იკერმა მითხრა:
”ჯანდაბა, მთელი სეზონის მანძილზე იყო მომენტები, როცა თქვენ ძალიან მკაცრი იყავით და ჩვენგან ბევრს ითხოვდით, უფრო სწორად რომ ვთქვათ, ზოგჯერ ისე იქცეოდით ჩვენთან, როგორც ნამდვილი მოწესრიგებული ძაღლიშვილი.”
მე მაშინ მათთან ერთად ძალიან ბევრი ვიცინე, მაგრამ ვიცოდი, რომ რასაც ვაკეთებდი და რისი მიღწევაც მინდოდა. ზოგიერთ შეთხვევაში აუცილებელია, რომ დაალაგო სიტუაცია. ”ბავარიასთან” დამარცხების შემდეგ, ფებურთელებმა იხილეს ყველაზე ყურადღებიანი და გამგები მწვრთნელი, მაშინ მე მათ ვუთხარი:
”დამშვიდდით, ჩვენ ეს ესაა ჩემპიონაი მოვიგეთ.”
* * *
შაჰინი
”შაჰინი გუნდში რჩება. მას ჩვენთან ერთად არ გაუტარებია სრული წინასასეზონო მომზადება, მაგრამ ამ წელს ეს პრობლემა უკვე აღარ იქნება.”
ბენზემა
”ბენზემა ძალიან კარგია. ის თვის პროგრესში ყველაზე მეტადაა დამნაშავე. რიბოტი მას ძალიან დაეხარა სოცილური განხრით. ზიზული თითქმის ყოველთვის მის გვერდით იყო, რომ დახმარებოდა. მე ძალიან მკაცრი ვიყავი მის თამაშთან მიმართებაში:
”არა, ეს მიუღებელია, შენ უფრო მეტი უნდა გაიღო და ეს უნდა შეცვალო”
მიმდინარე წელს მან შეძლო რამოდენიმე ჩვევის მოშორება და საერთო ჯამში ბრწყინვალე სეზონი გამოუვიდა.”
პეპე
"პეპე შესანიშნავ სეზონს ატარებს. ხალხი უნდა დანებდეს და ფარ-ხმალი დაყაროს ფაქტების წინაშე. ის არანორმალურად პროდუქტიულია, რაც მის ღირსებას უსვამს ხაზს. სხვები მის ადგილას წავიდოდნენ ან იტალიაში ან ინგლისში. იყო პრობლემები კონტრაქტის გახანგრძლივებასთან დაკავშირებით, მაგრამ ის მუდამ ამბობდა:
”მხოლოდ და მხოლოდ ”მადრიდის რეალი”, სხვა სახელი არ გამაგონოთ.”
მას უკეთესი კონტრაქტის გაფორმება თავისუფლად შეეძლო სხვა გუნდებთან. ხანდახან ადამიანებს უწევთ მსხვერპლის გაღება საყვარელი საქმიანობისთვის.”
ტრანსფერები
"ორ ცვლილება შევიტანთ იმისთვის, რომ უკეთესი და უფრო ძლიერი გახდეს გუნდი. ფეხბურთელები, რომლებიც მიმდინარე სეზონში მოვიდნენ, მომდევნო წელს უფრო ადაპტირებულნი იქნებიან. გავაუმჯობესებთ და სრულვყობთ ინფრასტრუქტურას. ჩვენ ძალიან ძლიერი და კარგი სამწვრთნელო შტაბი გვყავს: რუი ფარია, სილვინიო, მორაისი და კარანკა.”
ოქროს ბურთი
ვინ მოიგო ამ წუთისთვის ყველაზე ძლიერი ჩემპიონატი? კრიშტიანომ. ვინ მოიგო ჩემპიონთა ლიგა? არავინ. ვინ იმსახურებს ოქროს ბურთს? კრიშტიანო.[B]
This post has been edited by wchjl on 7 May 2012, 16:29
STAY HUNGRY, STAY FOOLISH.