“ბარსელონას” მთავარმა მწვრთნელმა ხოსეპ გვარდიოლამ უარყო გავრცელებული ხმები, რომ კლუბიდან მისი წასვლა მადრიდის “რეალის” თავკაცის, ჟოზე მოურინიოს პერსონითაც იყო განპირობებული.
“ჩემი გადაწყვეტილება მოურინიოს ფაქტორით არანაირად არ იყო განპირობებული. “რეალის” ბევრ მწვრთნელს შევხვედრივარ. თუმცა, ყოველდღიური მუშაობით და ამდენი გამარჯვებებით დავიღალე”, – იუწყება გვარდიოლას სიტყვებს ესპანური პრესა.
შეგახსენებთ, რომ კატალონიელთა 41 წლის დამრიგებელი, რომელმაც 4 წლის განმავლობაში 13 ტიტული მოიგო, კლუბს სეზონის დასრულების შემდეგ დატოვებს და მის ადგილს ტიტო ვილანოვა დაიკავებს, რომელიც აქამდე “ბარსაში” მეორე მწვრთნელად მუშაობდა.
###