მე ერთი ვიცი, რომ კენის გაშვება იყო დიდი სისულელე, ჩემი პირადი აზრია, ვინადან და რადგანაც მსგავს სურათს მოგვცემდა. სადღაც ვართ გაყინულები, გვირაბში სადაც :დ სინათლეც არ ჩანს.
იმაშიც დარწმუნებული ვარ, რომ კენის გაშვება კარგა ხნის გადაწყვეტილი ამბავი იყო, უბრალოდ სეზონის დამთავრებას ელოდებოდნენ, რომ დრო ჰქონოდათ გადაწყვეტილების მისაღებად.
თუმცა ერთის მხრივ კარგიცაა, ის მოლოდინები აღარ გვექნება, რაც ყოველი სეზონის დასაწყისში გვაქვს ხოლმე, რომ ლიგას მოვიგებთ, პრემიერ ლიგას +20 ით დავამთავრებთ და ასე შემდეგ. ეს ყველაფერი საჭირო იყო, ფსიქოლოგიური წნეხის მოსახსნელად.
ახალი მწვრთნელი ვინც მოვა, არამგონია ზეწოლა ჰქონდეს, ფული მაქსიმუმ 20-30 მილიონი დახარჯოს რაც ჩვეულებრივი რამაა, სანდერლენდიც კი ხარჯავს მაგდენს.
ანუ რა მინდა რო ვთქვა, სეზონს ვიწყებთ როგორც ევერტონი,სანდერლენდი, ან ნიუკასლი იწყებენ, არანაირი მოლოდინები, რაც შეიძლება დაგვეხმაროს. იმაში რომ იანვრამდე საკაიფოდ ჩავირიხინოთ.
ვინც არ უნდა მოვიდეს, ბირთვი უნდა შექმნას, ყველავარიანტში, ვილაშ ბოაში იდიოტია, მან ლემპარდი,დროგბა,ტერის ყოფნის პერიოდში ახალი პროექტის გაკეთება გადაწყვიტა. თუმცა ლივერპულში ასეთი ბანდა არარის, არამგონია კარაგერი ჯერარდი ან თუნდაც ნებისმიერ კსამზე რო აღმოჩნდეს, ვინმემ შეთქმულების თეორიებს საფუძველი ჩაუყაროს.
კენი დაბრუნდი