ალბა კატალონიელია და ვალენსიას დროშას ხელს არც მოკიდებს არასოდეს...
* * *
Kempes vs. Soldadoსაინტერესოა არა?
მოდი შევადაროთ
თანამედროვე და წარსრული...
ერთი უკვე გახდა ლეგენდა, მეორე ცდილობს დაამტკიცოს თავისი ოსტატობა...
ორი სხვადასხვა სტილის ფეხბურთელი, მაგრამ ერთი მენტალიტეტით - მათი კრედო გოლის გატანაა!
თუ ადრე კემპესს ადარებდნენ ვილიას ახლა სოლდადოა მისი კონკურენტი!
ვილიამ ზოგიერთ კომპონენტში აჯობა არგენტინელს, მაგრამ უფრო მეტში ვერც კი მიუახლოვდა მას. მაგ. ესპანეთის საუკეთესო ბომბარდირის წოდება....
ვილიამ ვერ მოახერხა ოთხი გოლის გატანა ერთ შეხვედრაში, როგორც ეს შეძლო თავის დროზე ”ელ მატადორმა”, მაგრამ ეს შეძლო რობერტო სოლდადომ!
მოდით შევადაროთ ეს ორი ფეხბურთელი:
მაშ ასე, Kempes vs. Soldado
კემპესმა თავისი საფეხბურთო კარიერა დაიწყო ”თალიერს დე კორდობაში”, 18 წლის ასაკში ჰქონდა დებიუტი პირველ დივიზიონში და იმავე სეზონში ბომბარდირთა სიაში მესამე ადგილი დაიკავა.
ერთი წლის შემდეგ კონტრაქტს აფორმებს ”როსარიო ცენტრალთან”, სადაც გულშემატკივრებმა აღიარეს ”წმინდანად”, 89 გოლი 107 მატჩში. ამ წარმატებებით მარიო მოხვდა არგენტინის 1974 წლის ნაკრებში უპირობოდ.
1976 წელს, მარიო კემპესი, როგორც არგენტინის ერთ-ერთი საუკეთესო თავდამსხმელი, კონტრაქტით გადადის ევროპაში, კერძოდ ვალენსიაში.
მარიო პირველივე სეზონში უპრობლემოდ შეეგუა ვალენსიას და ესპანეთის ჩემპიონატს , სადაც პირველივე ორ სეზონში მოიპოვა ”პიჩიჩი” - ესპანეთის საუკეთესო გოლეადორის ტიტული. მარიოს შემდეგ ვალენსიას ვერც ერთმა ფეხბურთელმა დღემდე ვერ მოახერხა ”პიჩიჩის” წოდების მიღება.
1978 წელს მარიო ”ალბისელესტესთან” ერთად ხდება ეროვნული გმირი, როდესაც მსოფლიო ჩემპიონატზე გაიტანა ყველაზე მეტი გოლი და გახდა ჩემპიონატის საუკეთესო მოთამაშე.
მარიომ ვალენსიასთან ერთად 1979 წელს მოიპოვა თავისი პირველი ტიტული, ესპანეთის თასის ფინალში 1979 წელს მისი ორი გოლის შედეგად მიწასთან იქნა გასწორებული მადრიდის რეალი.
შემდეგ წელს (1980) ვალენსია გახდა ევროპის თასების მფლობელთა თასის გამარჯვებული და მარიო ხდება ამ ტურნირის მომბარდირი 9 გატანილი გოლით.
1981 წელს მარიო კემპესი ბრუნდება არგენტინაში, სადაც ”რივერ პლეიტის” რიგებში ხდება არგენტინის ჩემპიონი, თანაც გააქვს ჩემპიონატის ბოლი მატჩში გამარჯვების გოლი.
შემდეგ სეზონში მარიო ისევ ბრუნდება ვალენსიაში, მაგრამ ხელშეკრულების თანახმად სეზონის ბოლოს უნდა დაბრუნდეს ”რივერში”, რომელიც ვერ იხდის მარიოს დაბრუნების (ტრანსფერის) თანხას, ამ არეული სიტუაციის გამო მარიოს არ აეწყო სეზონი, ვალენსიაში უფერულად ჩატარებული მატჩების შემდეგ ერთი წლით კარიერა გააგრძელა ”ერკულესში”, მას მოჰყვა 5 სეზონი ავსტრიაში, ჩილის ჩემპიონატის მეორე დივიზიონი და ბოლოს, მარიო ალბერტო კემპესმა კარიერა დაასრულა ინდონეზიაში...
ახლა სოლდადო
კარიერას იწყებს ვალენსიის რეგიონალურ ჩემპიონატში, ”დონ ბოსკოს” შემადგენლობაში, საიდანაც რეალის სკაუტებს 14 წლის ასაკში გადაყავთ მადრიდში. მის მიერ გატანილი გოლები ყოველ წელს თითქმის ორმაგდებოდა 7, 16, 21, ბოლო სეზონში მისი გოლების წყალობით ფილიალის გუნდი სეგუნდა დივიზიონში გადადის, ხოლო რობერტოს კი დებიუტი აქვს მადრიდის ძირითად გუნდში.
შემდეგ სეზონში ძირითადად რეალის ფილიალის მატჩებში მონაწილეობს, მაგრამ მონაწილეობს ასევე ძირითადი გუნდის მატჩებში, დებიუტი ჰქონდა ჩემპიონთა ლიგაში, ამავე დროს ფილიალის გუნდის შემადგენლობაში იმ წელს გაიტანა 19 გოლი...
2006 წელის იჯარით გადაეცა ”ოსასუნას”, იმ წელს ოსასუნამ ჩაიდინა გმირობა და გავიდა უეფას თასის ნახევარფინალში, სადაც შეხვედრა დათმო... ”სევილიასთან”.
2007 წელს ბრუნდება რეალში, შუსტერი მას არ იღებს როგორც ძირითადში მოთამაშეს (8 მატჩი სეზონში) და მისი ტრანსფერი ”ხეტაფესთან” უპრობლემოდ შედგა.
”ხეტაფეში” მისი კარიერა არ დაიწყო შესანიშნავად, მაგრამ სეზონის შუაში რობერტომ მოიპოვა ადგილი ძირითადში, დაიმსახურა რა მწვრთნელის - ვიქტორ მუნიოსის ნდობა.
იმ წელს მან სეზონი დაამთავრა 13 გატანილი გოლით.
”ხეტაფეში” მეორე სეზონი დაიწყო რობერტოს კარიერის პირველი სერიოზული ტრავმით, მაგრამ მიუხედაავად ამისა, მაინც მოახერხა 16 გოლის გატანა, ამის შემდეგ იღებს ”ვალენსიას” წინადადებას და მისი მომავალი ნათელია: მან ვალენსიაში უნდა შეცვალოს დავიდ ვილია...
მაშ ასე რომელია უკეთესი?
ტექნიკა:
კემპესი იყო ბურთის კონრტოლის და დრიბლინგის გენია, შეეძლო ”მეხუთე წერტილზე” (ტ_აკზე) მოესვა ნებისმიერი მცველი ნებისმიერ დროს, ფლობდა თამაშის ხედვის უნიკალურ თვისებას, შეეძლო ნებისმიერ მომენტში ყველას გაოცება.
სოლდადო შეიძლება დავახასიათოდ როგორც მებრძოლი, შეუდრეკელი, ფიზიკურად ძლიერი, ბურთის ფლობის ესთეტიკა მისთვის მეორე ადგილზეა.
გოლის ალღო:
ორივე სიამოვნებით და ადვილად იტანს, მაგრამ კემპესის ალღო შეუდარებელია, ის იყო მეკარეების რისხვა, მისი ეპოქის ერთ-ერთი საუკეთესო თავდამსხმელი.
სოლდადო ამ მხრივ ჯერ ჩამოყალიბების პერიოდშია, და როგორც ჩანს მისი პროგრესი ჯერ კიდევ წინ არის.
სისწრაფე:
ორივე ფორვარდს ეს თვისება საკმაოდ გააჩნია, მაგრამ კემპესი ამას ბურთით ახერხებდა, სოლდადო კი თავის სისწრაფეს პრესინგიდან თავის დაღწევის დროს იყენებს.
თავით თამაში:
ამ კუთხით უსიტყვოდ სოლდადო საუკეთესოა, მას ძალიან ბევრი გოლი გააქვს თავით, რაშიც კემპესი აშკარად მოიკოჭლებდა.
© valencianistas.ru
პ.ს. მე პირადად ორივეს თამაში მინახია, ზემოთ ნათქვამს ვეთანხმები, ყველაფერი ობიექუტრადაა შეფასებული, მაგრამ ჩემი აზრით სოლდადო კემპესთან ვერ მოვა, მასთან შედარებით ის ჯერ ბავშვია...