არა უშავს შეფასება დიდ იმედს არ გვაძლევს.
ამ შაბათის შეხვედრას პორტოსთან იმედია ვნახავთ და შთაბეჭდილებაც შეგვექმნება.
იმედია, მარცხენა მცველს იყიდიან, თორემ მატიეს იმედად ვრჩებით.
ბერნატისგან ალბა 2 არ გამოვიდა, დაცვაში მოსინჯეს და შედეგი 0-ია.
სიკეირაში 8 მილიონი მოითხოვეს, სისულელეა რათქმა უნდა ამდენი ფულის გადაყრა.
ალბათ სხვას ვინმეს იპოვის ბრაულიო.
თუ მარცხენა მცველი ძვირი დაგვიჯდება, თავდამსხმელის საყიდი ფული აღარ დარჩება, სულ 10 მილიონი გვაქვს ტრანსფერზე გადადებული.
სოლდადო, ჟონასი, ალკასერი, პიატისაც შეუძლია თავდასხმა...
სოლდადო უნდა ამუშავდეს, სხვა გზა არ აქვს, თორემ სერგო მაღალაშვილი მაგასთან მოგონება იქნება.
პელეგრინო კი მინიმუმ მორიენტესის დონის თავდამსხმელს ითხოვს, გამეირო მისთვის დაბალი დონეა...
მოკლედ, ჯერ-ჯერობით დიდი ვერაფერი გუნდი ვართ...