სილვასგან განსხვავებით მატა ვალენსიას ინიციატივით გაიყიდა
თანახმა იყო დარჩენაზე, მაგრამ მარგინალური ვალების გადასახდელად გუნდს მისი გაყიდვის გარდა სხვა გზა არ ქონდა
ამიტომ გაიხანგრძლივა ვალენსიასთან კონტრაქტი, რომ უკეთესი პირობებით გაეყიდა გუნდს
სანამ ჩელსის ვარიანტი გამოჩნდებოდა, იყო არსენალის, ლივერპულის და ტოტენჰემის ვარიანტები.
ეს 3 ###გუნდა მატას ვალენსიაზე ბევრად უფრო მაღალ ხელფასს სთავაზობდნენ, ოღონდ სატრანსფერო თანხას უხდიდნენ ნაკლებს ვალენსიას, რაზეც მატამ უარი თქვა.
მერე გამოჩნდა ჩელსი, რომლის შემოთავაზება მატასაც და ვალენსიასაც აწყობდა და წავიდა.
თან მშვიდობიანად რომ წავიდა ისიც მოწმობს, რომ წასვლის წინ ვალენსიას საპრესკონფერენციოში (!) გამართა შეხვედრა ჟურნალისტებთან და ფანებთან, მთელი თბილი სიტყვებით და კეთილი სურვილებით.
* * *
კარლეს ხილს (Gil ალბათ ხილია, ხომ?) გრძელვადიან კონტრაქტს სთავაზობენ, რომელსაც ამ დღეებში მოაწერს ხელს

როგორც წინა გვერდებზე დავწერე, ის ვალენსიას ამერიკულ ტურნეშიც მიყვება
ასევე ზე-წარმატებული სეზონის შემდეგ იგეგმება ფეგულის კონტრაქტის გაუმჯობესებაც (ახლანდელი კონტრაქტით 2 წელი აქვს დარჩენილი)
ბრაულიო ტინო კოსტასაც შეხვდა და მის მომავალზე მოელაპარაკა. თუ სერიოზულ შემოთავაზებას მივიღებთ, ალბათ გავასხვისებთ. ყველაზე მეტად ლილი და მონპელიე არიან დაინტერესებულები.
მარჯვენა მცველზე 3 გვარიღა დარჩა აქტუალური - ფან დერ ვილი, დებუში, პერეირა
პელეგრინოს სამწვრთნელო შტაბს აიალას გარდა სანტიაგო კანისარესიც შეიძლება, შეუერთდეს

დღეს მესტალიას დაბადების დღეა, 89 წლის გახდა
მარცხენა მცველს რაც შეეხება, სიკეირას ყიდვა კი უნდათ, მაგრამ გრანადა 10 მილიონს ითხოვს და ამიტომ ალბათ ბენფიკაში, ან ატლეტიკოში გადავა
და მარკა თავის თავს არ ღალატობს, მორიგი გიჟი "ნიუსი" დადო - ვალენსია ადილ რამის პსჟ-ში თუ გაყიდის, მას რაულ ალბიოლით შეცვლისო