ჯერ ვერ გამოვედი ემოციებიდან
თავიდან დავიწყოთ;
კალჩიოპოლი, იმ დროისთვის 12 წლის ბიჭისთვის მძიმე დარტყმა იყო
ყოველდღე, გავიღვიძებდი თუ არა ,ჩავდიოდი 11X11-ს საყიდლად და პირველ გვერდზევე მხვდებოდა ყოველდღე უფრო და უფრო ცუდი ინფოები
სერია ბ-ში თამაშებს ვერ ვუყურებდი და მხოლოდ ლაივსქორის იმედად დავრჩი .
განსაკუთრებით მახსოვს პირველი თამაში რიმინისთან და ირონიული წარწერა გაზეთში დელ პიეროსთან დაკავშირებით.
ეხლაც მახსოვს, მაგ თამაშში გოლი მატეო პარომ გაიტანა
ჩემი კედელი კიდევ უფრო აივსო პლაკატებით, თუმცა ახლა სპორტსიახლენის ფერადი პლაკატების ნაცვლად, ინტერნეტიდან ამობეჭდილი შავ-თეთრი სურათებით ვახარებდი თვალს
ნუ რათქმაუნდა დიდი მადლობა ამ პერიოდის გადალახვისთის დიდიე დეშამს.
მისი შრომა მთლიანი პროექტის, როგორც "იუვენტუსის დაბრუნება" საწყისი ეტაპი იყო.
------------აქ გამოვტოვებ-------------
წინა ორ სეზონში, რაღა დაგიმალოთ და რამდენიმე თამაშის შემდეგ ცრემლის კაკლები ჩამომვარდა
ეს რა კოშმარი იყო, დღემდე ვერ გამიაზრებია...
აი, ეს ვიდეო გულს მიკლავს:
გირჩევთ უყუროთ და კიდევ უფრო დააფასებთ დღევანდელ წარმატებას.
ამ ყველაფრის შემდეგ იმედი მქონდა გადაწურული და ტვინში სულ ერთი და იგივე სიტყვა
"აიაქსიზაცია" მიტრიალებდა.
ვერ წარმომედგინა 29 სკუდეტოს მფლობელი გუნდი "სერედნიაკ" გუნდად.
ეს 29-ც რაღაც სიმბოლური იყო, თითქოს ბედის ირონია. ნუთუ ვერასდროს ვეღირსებოდით სამ ვარსკლვლავს.......
თუმცა, იმის თქმა, რომ იუვეს ფანი ვარ, რაღაც სიამაყით მავსებდა. სულ ფეხებზე მეკიდა საპირისპიროდ წამოსული სარკაზმი.
არცერთი თამაში არ გამომიტოვებია, დაწყებული ამხანაგურით, დამთავრებული რიგითი ტურის თამაშით.
2010 წლის მუნდიალმა საერთოდ დაამძიმა სიტუაცია.
მოკლედ, 2009-2011 წლები კლუბის ისტორიაში ყველაზე ცუდი იყო
მაგრამ, ვგონებ 2011-2012 კი - ერთერთი საუკეთესო. ვინ იფიქრებდა, ახალგაზრდა, გაომუცდელი კონტე თუ გუნდს ააყვავებდა.
მე მეგონა ისევ ჩირო ფერარას ვარიანტი განმეორდებოდა
პირველივე თამაშში შევატყე გუნდს რაღაც განსხვავებული.
ფეხბურთელებს თითქოს ახალი ენერგია ჩაჰბერა კაცმა.
მახსოვს პირველი ტურის მერე ვთქვი, რა სასიამოვნოა პირველ ადგილზე ყოფნა ( და თან გულში გავიფიქრე, სანამ დროა ჯობია დავტკბე-თქო
)
მილანთან 1-1 -ის მერე უკვე მივხვდი რო წელს წაგება არ გვეწერა
რა გუნდები დავაჩოქეთ, რა გუნდები.
ეს 8 მატჩიანი სერია კი რაღაც სასწაული იყო, საოცრება.
19 ბურთი გავუშვით. ბუFონი რეკორდთან ძალიან ახლოს იყო, მაგრამ არაუშვას, ყველაფერი ერთ სეზონში ხომ არ მოხდება
ძალიან მნიშველოვანი მოტივატორი კონტესთან ერთად იყო ახალი სტადიონიც! მანდ ზეიმი ვაფშე გაასწორებს
მოკლედ, ყLეზე მახატია ვინ რას ფიქრობს და კაბინეტში რა წერია.
მოედანზე 30 სკუდეტო გვაქვს მოგებული.
FORZA JUVENTUS
JUVENTUS PER SEMPRE
___________
JUVENTINO PER SEMPRE
This post has been edited by ___Citizen___ on 8 May 2012, 00:45