არაა აუცილებელი ფეხბურთელი 19–20 წლის ასაკში კრიშტიანო და მესი იყო, რივალდო და ზიდანი პირველად რო გავიგე 24 წლისები იყვნენ ერთიც და მეორეც, ისე რომ მანამდე არაფერი ღირებული არ ქონიათ გაკეთებული ცხოვრებაში...
აქ იმაზე არაა ვინ რა ასაკშია და ვის რა გაუკეთებია უკვე, უნდა შევხედოთ პერსპექტივის მიხედვით და იმითი როგორ მდგომარეობაშია დღეს...
რას უწუნებ მაგ ხალხს? ცენტრში გვყავს გამოცდილებიც და ახალგაზრდებიც, პოლი ნიჭიერია და იმედი მაქვს, გუარინზე საერთოდ არ ვლაპარაკობ ჩამოყალიბებული უმაღლესი კლასის მოთამაშეა, მხეცი. ბარე ორმა არ დაიკვეხნოს ეგეთი...
კრეატვი გვაქვს მშვენიერი, სნეიდრი გვყავსცამოყალიბებული მეგა ვარსკვლავი, ამას დამატებული უნიჭიერესი ალვარესი და კოუტინიო, რომელთა იმედი მე მაქვს და არა უბრალოდ ოპტიმიზმის გამო.
ალვარესის დაყენება რომ დაიწყო რანიერიმ, მაშინ ათამაშდა გუნდი, რომ დაიმტვრა იმის მერე გავხდით უსახურები. მერე ტრავმა ქონდა დიდი ხანი და როცა გა,მოვიდა, ნატრავმალზე მშვენიერი შთაბეჭდილება დატოვა, არადა ნახევარზე მეტი სეზონი კაცს გაუცდა ფაქტიურად და რაც ითამაშა კარგი იყო..
ყველაზე მეტად რაც მესიამოვნა, სეზონის ბოლოს თქვა, რომ ტრავმებმა და ა.შ. ხელი შემიშალესო და ის რაც ამ სეზონში ნახეთ არ არის ნამდვილი ალვარესიო, უფრო უკეთესი ვარო და იმისთვის, რომ პოტენციალი ბოლომდე გამოვავლინო, თავს არ დავზოგავო. არადა რაც იყო მე იმითაც ძალიან კმაყოფილი ვარ...
კოუტინიო ჩვენთან სულ 3 თამაშში ათამაშეს და სამივეში დაგლიჯა, მაგრამ მაინც სკამზე ყავდათ მიგდებული, ბოლოს გაანათხოვრეს და მშვენიერი პოლსეზონი მოარტყა ესპანიოლშ, გაიხსნა და თავდაჯერებაც მიემატა, რაც ძალიან მნიშვნელოვანი იყო...
ობი არ ვიცი ბევრი აგინებს, მაგრამ ამდენი ნახევარმცველის ფონზე, ეგ კაცი ზამენაზე, მე პირადად ძალიან ნორმალურად მიმაჩნია, ტექნიკაც აქვს და სწრაფად დარბის, ზანგია ღვთის წყალობით ჯანი და გამძლეობა აქვს და მაგის შემოყვანა ყოველთვის შეგეძლება და არ შეგრცხვება, არ შეგეშინდება ტან 20 წლისაა...
დაცვაშიც ნაგატომოს აგინებს ყველა და მე პირადად ძალიან მომწონს იმჰო ძანეტისთან ერთად ერთადერთი კაცია ვინც მთელი განვლილი სეზონი სტაბილურად კარგად ჩაატარა, ყველანაირი ჩავარდნის გარეშე, წინაც ძალიან კარგად ერთვებოდა და შარშანდელთან შედარებით ათმაგად დაიხვეწა დაცვაში, ძალიან სწორად და გამართულად თამაშობს...
ჟუანიც 20 წლისაა, შარშან ახალგაზრდულის მსოფლიო მოიგო ბრაზილიასთან ერთად წელს ნაკრების ძირითადში იდგა (რაც არაა ხუმრობა საქმე, დიდი ხანია უკვე რაც ბრაზილიური დაცვა მსოფლიოში ერთ–ერთი საუკეთესოა) და ჩემი აზრით კარგი შტაბეჭდილებაც დატოვა, ახალი ვალტერ სამუელი გვეზრდება, ძალიან წააგავს თამაშის სტილით და მოძრაობებით, ჯანზეა არც ნელი არაა და კარგია....
რანოკიაზე მე ვერ დავდებ თავს ვისაც აქვს უფრო მეტი არგუმენტი იმან ისაუბროს ამაზე, მაგრამ მე ამ კაცის ერთი თამაშიც არ მინახავს უმაღლეს დონეზე, თუმცა კაცმა არ იცის, შეიძლება მეტი დრო რომ ექნება ეხლა ლუსიოს წასვლის მერე უფრო მეტად თავდაჯერებული გახდეს და დადგეს კარგი მცველი, იგერ მთელი იუვეს ფანობა ბონუჩის აგინებდა, მაგრამ გადაიატანა ის პერიოდი და მგელივით დგას დღეს, რას გაიგებ..
მაგრამ მიუხედავად ამისა, მაინც გვჭირდება ერთი ცენტრალური მცველი, მაღალი დონის. და მარჯვნივ დებუშიზეა საუბარი და იდეალური იქნება თუ მაიკონს 10 ლიმონად გავყიდით.
ნახევარდაცვაში ვთქვი, რომ არავინ არ გვჭირდება იდეალურად არის მანდ საქმე...
ხოდა თავდასხმაში გვჭირდება ერთი კაცი კიდე, მეტი არა. მე დესტროზე თანახმა ვარ და საკმარისად ჩავთვლი, მით უმეტეს თუ კრიზისია ფინანსურად და ცდილობენ ნაკლები დანახარჯი იყოს. მჯერა რომ ეგ კაცი გაამართლებს...
მე მარტშივე ვამბობდი, აი თამაშს თამაშზე რომ ვაგებდით, პრობლემა არის არსებული რესურსის ცუდად გამოყენებათქო და უმეტეს წილად დამნაშავედ ვთვლიდი რანიერის. აქ კიდე უმეტესობა ატრაკებდა ყველა გასაყრელია და ახალი გუნდია მოსაყვანიო, რაც აბსურდია და ეს სეზონის ბოლოს კარგად გამოჩნდა რომ რესურსი მშვენიერი გვაქვს იმისთვის რომ კარგი გუნდი ვიყოთ შემდეგ სეზონში.
მარტშივე ვამბობდი, რომ ამ გუნდიდან გასაშვებია 3–4 კაცი და მოსაყვანია ამდენივეთქო და არა 9–10 როგორც უმეტესობას მიაჩნდა...
არც სატირლად გვაქვს საქმე, აი ამ მომენტში რა ხალხიც გვყავს იმითაც მინიმუმ მეორე ადგილზე გავალთ, იტალიაში იუვეს ყავს მარტო ჩვენზე უკეთესი რესურსი. იმათაც არ ყავთ თავდამსხმელი.
ხოდა დავიცადოთ ეხლა ჯერ ივნისია, გარდა ამისა ევროპაა და უმეტესობა გუნდებისა აკვირდება ამ ევროს და არ ჩქარობს ტრასფერებს, რომ მერე ამ ევროდან გამომდინარე ვიღაც მოეწონოთ და ვეღარ იყიდონ.
მწვრთნელიც ძალიან მომწონს. დღეს ის პერიოდი დგას ფეხბურთში, როცა მწვრთნელი მარტო კარგი ტაქტიკოსი არ უნდა იყოს, თუმცა არც ეს დაიწეუნება იმჰო ამ კაცს, მაგრამ ყველაზე მტავარი რაც ჭირდებოდა გუნდს, იყო სწორი მიდგომა ურთიერთობის მხრივ ფეხბურთელებთან. აქ უმეტესობას ტირანი და მკაცრი უნდოდა სინამდვილეში ეგ მეთოდი არ ამართლებს. სწორი მიდგომებია ყველაფერში საჭირო, არც ტრაკში უნდა შეუძვრე ფეხბურთელს და მთლად თავში არ უნდა ჩაარტყა ზრდასრულ ადამიანს ზოგს საერთოდ კაცს.
ფაქტია რომ ეს ამ კაცმა კარგად მოახერხა და თუ ვთქვათ რანიერის დროს ზოგი ტიროდა, ზოგი აგრესიული იყო, ზოგი ჩამჟავებული იყო ამ კაცის მოსვლის მერ მიუხედავად იმისა, რომ ფენომენალჯური შედეგები არ გვიჩვენებია, ფეხბურთელები ნათელი და გაღიმებული სახეებით თამაშობდნენ ხალისიანად და ჯიგრიანად, შეტევაშიც ლაღად ვთამაშობდით და ორ გუნდს სამეულიდან 7 გოლი გავუტანეთ, აქედან ერთი საერთოდ ერთ–ერთი საუკეთესო დაცვის მქონე გუნდი იყო და თან გასვლაზე გავუტანეთ, როცა წლევანდელ წელს საუკეთესო იყო საკუთარ მოედანზე ნათამაშები თამაშებით (უდინეზე)...
თაობათა ცვლა უკვე გავიარეთ და გუნდს უკვე ყავს ძირითადი ბირთვი, ყავს ახალგაზრდა მწვრთნელი, ახალი იდეებით, ახალი მიდგომებით და ახალი მუხტითა და ხალისით რაც კარგია, მიუხედავად ცუდი სეზონისა გუნდში კარგი განწყობაა და ამას აღნიშნავს, აბსოლუტურად ყველა მოთამაშე ვეტერან სენატორებიდან დაწყებული ახალგაზრდა ბიჭებით დამთავრებული. ლიგაზე ჩვენ არ ვართ რაც კარგია იმ ეტაპისთვის, რომელლიც ეხლა გუნდის ცხოვრებაში დგას, ამიტომაც მე პირადად მომავალს ოპტიმისტურად ვუყურებ

)
აუ რამდენი მიწერია, იმედია არ გამიბრაზდები ად წაიკითხავ რაც დავწერე, ცოდო ვარ
Amadeoჰა მოდი ხო გამოვაცხე ისევ ვეფხისტყაოსანი
This post has been edited by Augusto Pinochet on 20 Jun 2012, 14:25
მოსატყნავი მოიტყნა, ორი წელია ლიგაზე ტიპი თავზე იჯვამს, გუნდს აჯვამს, ფანებსს აჯვამს, ქვეყანას აჯვამს, შექსპირი ტრაკში გამოისვა, magna charta ###ზე შემოიხვია, დედოფალს ჩაიში ჩაუფურთხა, ადმირალ ნელსონს ამოჩიჩქნილ თვალში ჩახედა, ბიტლებს კონცერტზე კვერცხი ესროლა და მომკითხავი არავინ არის © r-evolution