მეც ეგრე მგონია, საერთოდ კაია სერიაში კონტე, ალეგრი და სტრამას გამოჩენა ძაან ჩამძორდა და ჩალპა ძველი ტაქრიკური ხედვები და ამათმა აშკარად გამოაცოცხლეს, ახალი მუხტი და ხედვები შემოაქვთ, მეტად ფიქრობენ შეტევაზე, რადგან თანამედროვე ფეხბურთი შეტევაზე უნდა იყოს ორიენტირებული და მაქსიმალურად აგრესიულ თამაშზე და არა იმ ###ურ კურდღელურზე რასაც რანიერი ათამაშებდა...
მე ორივე ხელით მომხრე ვარ სტრამას დატოვების და მიმაჩნია აუცილებლადაც კი, აი რატომ:
1. აშკარად კარგი მოტივატორია, კარგი ურთიერთობა აქვს ფეხბურთელებთან, დიალოგის გზით მოქმედებს და მაქსიმალურად ბევრს კონტაქტიბს როგორც ჩანას გამოცდილ ფეხბურთელებთან.
2. ყველაზე დიდი შეცდომა რასაც წინა მწვრთნელები უშვებდნენ იყო ის, რომ ძალიან ღრმად ვიწევდით უკან და მეტოქის ნახევარზე პრესინგს თითქმის არ ვთამაშობდით, დუნეთ და მკვდრებივით საჯარიმოსთან ვცდილობდით ბურთის ართმევას ყველა გუნდისთვის და მერე გრძელი პასით მილიტოს ან პაცინის მომარაგებას. არადა სტრამას ხელში გამოჩნდა, რომ ბურთის კონტროლის და მეტოქის ნახევარზე და საჯარიმოშიც კი პრესინგის ტრაკი ჩვენ ბიჭებს აქვს და ტყუილად ატრაკებდა ის ბებერი ყ.ლე ესაა ჩვენი მაქსიმუმი ბურთის ფლობისო. ამდენი ხანი რასაც ვჩიოდი და მე პირადად რაც მიმაჩნა მთავარ პრობლემად ტაქტიკური თვალსაზრისით, მაქსიმაკლურად აგრესიული თამაში, მეტი პრესინგი მეტოქის ნახევარზე და მეტი ბურთის კონტროლი გვჭირდებოდა ჩვენ მით უმეტეს ასეთი ხალხი გვყავს (კუჩუ, გუარინი, ალვარესი, სნეიდერი და მილიტო)...
3. განლაგებაც ზუსტად ის აარჩია რასაც მთელი სეზონია გავიძახი, მაგრამ რატომღაც ის ყლისშვილი ბებერი არ იყენებდა და შესცა 4-4-2-ს, სნეიდერიც უფრო შეზღუდული იყო და მილიტოც თითქმის სულ უბურთოთ დარბოდა პაცინისთან ერთად, ჩემი აზრით პაცინის სეზონის ჩაგდების ერთ-ერთი მიზეზი ის უაზრო ტაქტიკაცაა რაც გვქონდა აქამდე შერჩეული...
ანუ რა ტაქტიკაზე მაქვს საუბარი 4 მცველი, 3 საყრდენი, ორი გამტამაშებელი და ერთი გამოკვეთილი ფორვარდი...
ამ ტაქტიკამ მოიტანა მეტი ბურთის კონტროლი და მეტი სივრცე როგორც სნეიდერისთვის და ალვარესისთვის, ასევე მილიტოსთვისაც, ესაა იდეალური ტაქტიკა და ამ ფორმაციის ინტერმა მხოლოდ ამით უნდა ითამაშოს, გარკვეულ მომენტებში საჭიროების და მიხედვით რა თქმა უნდა, უნდა შეიცვალოს, მაგრამ ძირითადი სქემა ეგ უნდა იყოს...
4. ჩვენი გუნდის წევრია და ნამდვილი ინტერელია, სულს და გულს ჩადებს მუშაობაში, თავს არ დაზოგავს და მე ვფიქრობ რომ კაკ რას მაგის ახალგაზრდული მუხტი გვჭირდება და შემდეგი სეზონი უნდა მისცენ შანსი, მით უმეტეს ლიგაზე არ ვიქნებით და იქიდან გამომდინარე რა გუნდებთანაც მოგვიწევს პაექრობა შემდე წელს სკუდეტოსთვის, ნამეტნავი ზეგამოცდილი არ გვჭირდება და ეს წლევანდელმა იუვემ (კონტე) დაადასტურა, გამოცდილებაზე მეტად ის გვჭირდება რაც სტრამას აქვს...
5. აქვს თავისებური ქარიზმა, მართალია არაა ისეთი სერიოზულად გამტრაკებელი და მოჩხუბარი და ჰაი ჰუი, მაგრამ აქვს მაინც ქარიზმა და რაც ყველაზე მეტად მომწონს, ძალიან ჟილკიანია, აი ძალიან. საშინლად არ უყვარს წაგება და ეს მის კარიერაზე მინიმუმ 3-4 წელი დადებითად აისახება, აი შემდეგ მოუწევს უკვე დაღვინება და დაჯდომა ცოტა. მაგრამ აი ახლა აი ამ მომენტში სწორედ იმ ტი;პის ქარიზმა გვინდებლარიენ რაც სტრამას აქვს....
ამიტომაც მიმაჩნია რომ სტრამა უნდა დარჩეს უპირობოდ და მე როგორც ვიცი მორატიც მომხრეა ამის და პრიორიტეტი უნდა იყოს მისი ვარიანტი...
ვეთანხმები ინტერისტას, რომ ეხლა სხვა მწვრთნელი უფრო რისკია ვიდრე სტრამა. რა თქმა უნდა გარანტია არაა სტრამა, მაგრამ დღეს დღეობით ჩვენი გუნდისთვის გარანტია მარტო ჟოზე მოურინიო იქნებოდა, სხვა დანარჩენი რისკია ყველა ვარიანტში, ამიტომ თუ რისკია სტრამას სასარგებლოდ უნდა გაკეთდეს ეს რისკიანი არჩევანი