მოკლედ ისეთი პირი უჩანს პალასიო ვიყიდეთ. უკვე ბევრგან წერია, ვიკიპედიაზეც ინტერი მიუწერეს

)
მე პირადად არ მინდოდა პალასიოს მოყვანა. კარგად არც ვიცი როგორი ფეხბურთელია. გოლები გაიტანა წელს, მაგრამ თითქმის გავარდნილი გუნდიდან კარგ ფეხბურთელს როგორ მოიყვან? კუცკა-პალასიო ასეთი მაგრები რომ ყოფილიყვნენ ჯენოა ასეთ მდგომარეობაში ხომ არ იქნებოდა... მოკლედ ეს ტრანსფერი მე არ მომწონს, იმედია ვცდები და გაამართლებს. პალასიოს ფორლანიც მირჩევნია თან ბევრად.
კივუ-ლუსიო-კორდობა წავიდნენ გუნდიდან. ეს ნიშნავს რომ რანოკია იქნება ძირითადის მცველი. შემცვლელად დააბრუნებენ ანდრეოლის. ფლანგზე კოლაროვი სავარაუდოდ. გვეყოლება რანოკია-სამუელი (ანდრეოლი-ჟუანი) + ერთ მცველს კიდევ იყიდიან ასე მგონია.
მაიკონი-დე იონგის გაცვლაზეა ლაპარაკი. 2 წლის წინ ეს სასაცილო იქნებოდა... დე იონგიც არ მინდა ინტერში. მარიგა დააბრუნონ ბევრად მირჩევნია. მაიკონის მაგივრად ჯონათანი დაბრუნდება პარმადან.
ფორლანი-სარატე-კასტაინოსიც წავლენ და დაგვრჩება მილიტო-პაცინი-პალასიო-დესტრო. თუ ლავესი მოიყვანეს ალბათ პაცინისაც გავყიდით.
ვივიანოს ნახევარი უფლებები პალერმომ გამოისყიდა და ერთი წელი კიდევ დარჩება პალერმოში. ეს ნიშნავს რომ სეზარიც მომავალ წელს ინტერში იქნება.
სნეიდერზე ვერაფერი გავიგე. მთელი სეზონი ისე თამაშობდა ეჭვი არ მეპარებოდა მაგის წასვლაში, მაგრამ ეხლანდელი კომენტარებით არსად არ მიდის, მაგრამ მაინც მგონია რომ მანჩესტერში გადავა. შემცვლელად კოუტინიო დაბრუნდა.
მოკლედ ბევრი ცვლილება იქნება. უმეტესობას სკეპტიკურად ვუყურებ ჯერჯერობით.
This post has been edited by Entoz on 22 May 2012, 10:08