
დამთავრდა სეზონი #2012/2013
ყველაზე კარგი მომენტი ის არის, რომ გუნდმა 72 ქულა დააგროვა. პირადი რეკორდი!
იდეაში 67 ქულაც შეიძლება ყოფნოდა ლიგას, მაგრამ ნუ არ გაგვიმართლა, ზედმეტად კონკურენტული სეზონი გამოდგა.
იმედგაცრუება არის რაღაც მხრივ, მაგრამ ლოგიკურია ყველაფერი. ბევრი თამაში დიდი გაჭირვებით მოვიგეთ, თავდაჯერება და სოლიდურობა აკლდა გუნდს.
ამავე დროს, ბევრი თამაში ჩავაგდეთ. რამდენიმე განსაკუთრებით არ უნდა გაგვეშვა ხელიდან (ლივერპულთან სტუმრად სრულიად უაზრო წაგება იყო და უიგანთან ორ თამაშში 1 ქულაზე მეტი უნდა აგვეღო).
დანარჩენი ნორმალურია ყველაფერი, ვფიქრობ, დიდი შანსი გვაქვს, რომ მომავალი სეზონი უკეთესად ჩავატაროთ. ბეილი თუ დარჩა ძალიან კარგი, ერთი-ორი ტოპ კლასის ტრანსფერი და COYS!
ეს წვალებით და ბოლო წამებში მოპოვებული გამარჯვებების გუნდი არ ვართ ჩვენ, სამეულში უნდა გავინაღდოთ ადგილი რამდეიმე ტურით ადრე - ეს მინიმუმ და ისე გაცილებით მეტის პოტენციალიც აქვს ამ გუნდს.
#2013/2014 We Are Coming!