ბეილმა 11 ნომერი აიღო, გამიხარდა, უფრო უხდება. ვან დერ ვაარტმა 10. ფორვარდი (ადებაიორიო, დღეს წერენ) რომ მოვა, 9 მისცენ და ნორმალური ნომრები ექნება ყველას.
ამ დღეებში დავრწმუნდი, რომ ბევრ ჟურნალისტზე მეტად მესმის ტოტენჰემის ამბები. სქაი სპორტსზე ეწერა სეზონის პრევიუები ყველა გუნდისთვის და ტოტენჰემზე Defensive Rock-ში დოუსონი ეწერათ, მაგარიაო, დაცვის ბურჯი იქნებაო, ასეო, ისეო. არადა, ჰაი ლაინით მოთამაშე დაცვაში დოუსონისნაირი ნელი ფეხბურთელის ადგილი არაა. იოლი გამოსაცნობი იყო, რომ არ ათამაშებდა ძირითადში ბოაში. და ახლა წერენ, რეინჯერსში გადადის 10 მილიონადო. გარდიანმაც დაწერა გუშინ. ზარბაზანასაც ვუშვებთ არენდით (სტოკში?).
ბასონგი მივყიდეთ დღეს ნორვიჩს, რაც კარგია.
დაგვრჩება 2 ძირითადის მცველი - ქაბული და ვერტონგენი და 2 სათადარიგო - გალასი და ქოლკერი. მშვენიერია.
დოუსონს რაც შეეხება, მიყვარს

მარა მართლა ვერ გაქაჩავს ასეთ დაცვაში...
კარგი ჯეელია არადა, თან დიდი ხანია უკვე გუნდშია.
* * *
რეალის ფანს ვაძლევ ლინკს, სადაც რეალის ოფიციალურ საიტზე ფეხბურთელების სიაში მოდრიჩიცაა
პასუხი: "ამ დენიელ ლევის ხელში სანამ ოფიციალურად არ დაწერენ real and tottenham reached an agreement, მანამდე არ დავიჯერებ"