დღეს ტოტენჰემი-ბარსელონაა ლეინზე, NextGen Series. ჩემპიონთა ლიგის ანალოგია ახალგაზრდებისთვის. შარშან ნახევარფინალში გავედით (!), მაგრამ ტექნიკური მიზეზების გამო უარი ვთქვით მონაწილეობაზე (რომ არ გვეთქვა, ალბათ ისედაც გამოგვიშვებდნენ, შეცდომით რამდენიმე დღით თუ თვით უმცროსი (!) გვითამაშებია ვიღაც.
» სპოილერის ნახვისთვის დააწკაპუნეთ აქ «
ბლოგიდან - არსებობს ასეთი ტურნირი - NextGen series, რომელიც 2011 წლის აგვისტოში შეიქმნა და რომელშიც ევროპის 16 ყველაზე ცნობილი კლუბის U19 ფეხბურთელებისგან დაკომპლექტებული გუნდები თამაშობენ. და როგორ გამიხარდა, როცა ჩვენი გუნდი, რომელშიც U17 მსოფლიო ჩემპიონატის ერთ-ერთი საუკეთესო ფეხბურთელი, სულეიმან ქულიბალი (პერსპექტიული ბიჭიაო, ამბობენ) თამაშობდა, ამ ტურნირის ნახევარფინალში გავიდა. მაგრამ სიხარულმა ცოტა ხანს გასტანა. ლივერპულმა წესების დარღვევაში დაგვადანაშაულა და ჩვენმა კლუბმაც თავის მართლებას და დავას ტურნირში მონაწილეობის გაგრძელებაზე უარის თქმა ამჯობინა. კლუბის ოფიციალური განცხადება ამბობს, რომ ამის მიზეზი ”წესების შემთხვევითი დარღვევა” იყო, მაგრამ თუ რაში გამოიხატებოდა ეს დარღვევა, ამას აღარ აკონკრეტებენ. ერთ-ერთი ვერსიის თანახმად, NextGen-ში მონაწილეობის მიღება 16-დან 19 წლამდე ფეხბურთელებს შეუძლიათ და ჩვენ 15 წლის ფეხბურთელი ვათამაშეთ... საინტერესოა. მოკლედ, ასეა თუ ისე, ახლა ლივერპული შეხვდება ნახევარფინალში აიაქსსა და ბარსელონას შორის გამარჯვებულს. არადა, დაუმარცხებლად გამოვდიოდით მთელი ტურნირის განმავლობაში, რა დროსაც ინტერი 7-1 დავამარცხეთ, ერთიმეორეზე უკეთესი გოლებით. ”ჩვენ შეგვიძლია, მხოლოდ ტაში დავუკრათ ტოტენჰემს ასეთი დიდსულოვნების გამოჩენისთვის” - NextGen-ის დირექტორი.
რატომ უნდა ვუყუროთ თამაშს:
1. უაით ჰართ ლეინზეა
2. ნამდვილად კარგი მომავალი თაობა მოდის. ის სულეიმან კულალაბი თუ ვიღაც მაგარიაო, აქებენ, ყველა გუნდს უნდოდა ევროპაში და ტოტენჰემმა იყიდაო.
3. ბარსელონას ვეთამაშებით.
4. კარგი ლაივი იქნება წესით აქ -
http://livefootball.ws/9648-tottenham-barcelona.html 5. ასეთი რამ განმეორდება დღეს თამაშზე:
This post has been edited by Lennon7 on 13 Sep 2012, 21:32