sandrex@ეეეეეეე

როგორ ხაარ?

* * *
მარიბორის ფორუმზე დავწერე დღეს, მიშველეთ ვინმემ, ბილეთები ონლაინ არ იყიდებათქო
ჰოდა, ვიღაც ფანმა მომწერა, მარიბორის ულტრასებშია მგონი

ბილეთს მიყიდის ხვალ და როცა ჩავალ მერე მივცემ ფულს. ოღონდ ერთი ისაა, რო ულტრასებთან მომიწევს დაჯდომა მგონი

მარა ამ ბიჭმა, ჩემთან ერთად იქნები კაცოო, არაა პრობლემაო. ფეისბუქზეც დავიმატე, რო რამე.
25 ევრო ღირს ბილეთი, ოღონდ 2 თამაშის (ერთად ყიდიან, ლაციო+ტოტენჰემი), ცალკე ტოტენჰემს რომ დაველოდო, აღარ იქნება უკვე და ფასიც იგივე იქნება, თუ მეტი არა. რამდენიმე ასეული დარჩაო.
მგზავრობას რაც შეეხება.. ნაყიდი მაქვს ვარშავა-ბუდაპეშტის ავიაბილეთი 12 ევროდ. მჭირდება ვილნიუსიდან ვარშავაში ჩასვლა და მერე ბუდაპეშტიდან (22-ში საღამოს ჩავალ აქ) მარიბორში ჩასვლა. ვილნიუსი ვარშავა 15 ევრო ღირს ღამის ავტობუსი, მარა ჩემი მეგობრები ავტოსტოპით გერმანიაში მიდიან ახლა 2 დღეში (ვარშავაც უნდა გაიარონ) და თუ ესენი მოახერხებენ, მეც დავფიქრდები მერე. ბუდაპეშტშიც ალბათ იგივე მომიწევს.
აი, მარიბორიდან მერე რა უნდა ვქნა, წარმოდგენა არა მაქვს : ) ვენაში მინდა და იქედან პრაღაში.
დარჩენას რაც შეეხება, coach surfing არი საიტი, უფასოდ გიტოვებენ. აქ მივწერ ვიღაც-ვიღაცეებს და იმედია დამიტოვებენ. ვღელავ ცოტას
This post has been edited by Lennon7 on 24 Sep 2012, 23:59