აბა ჩემი სასურველი ტრანსფერებიც
მცველები:ვერტონგენი როგორც უნივერსალი მცველებში სასურველია, მაგრამ თუ კონკრეტულად ცენტრალური მცველი გვინდა და მეორე წელიწადია ვიძახი, რომ გვინდა მაშინ სილვა მირჩევნია, აი ლუისი კი მაგრად არ მინდა ძალიან არასტაბილურია. ჩემი ნება რომ იყოს ორ ცენტრალურ მცველს ვიყიდიდი. პუიოლი უკვე სათვალავში აღარ არის რა.
ადრიანოს არ გავყიდიდი, სკამისთვის ნორმალურია, მარცხნივ ალბას ვიყიდიდი. ბეილი კარგია მაგრამ მცველობა არ უნდა კაცს და შეეცით თუ გინდათ, თავდასხმისთვის კი საკმაოდ ერთფეროვანია.
ნახევარდაცვა:არაფერი არ გვინდა აქ. კეიტას გაყიდვაც თავისუფლად შეიძლება. ორი ცენტრალური მცველის ყიდვით კი მასკერანო გამონთავისუფლდებოდა და საყრდენზეც ითამაშებდა. აი ორი ცენტრალური თუ კი არ გვეყოლა მაშინ კეიტას გაშვება სახიფათოა, საყრდენზე ეგ თამაშობდა სულ ბუსკეტსის არყოფნაში, იმიტომ რომ მასკერანოს სულ დაცვაში იდგა. მაშინ საყრდენი გვიხდება საძებნი ბუსკეტსის შესაცვლელად. ხომ მართლა სონგს ვიყიდიდი თუ მაინცდამაინც ნახევარმცველზე მიდგა საქმე უბრალოდ იმიტომ რომ სხვამ არ იყიდოს, თორემ ნებისმიერ გუნდს ძაან გააძლიერებს. ფანტასტიური ფეხბურთელია, ძალიან საჭირო ნებისმიერ გუნდში. ეგ რომ რეალმა იყიდოოოს, აი მაგარა გაჭირდება.
თავდასხმა: ყველაზე სასურველი ჩემთვის ეხლა რვპ არის. მაგრამ უბრალოდ მიტყდება ვინც კი სამკლაური გაიკეთა ბოლო წლებში არსენალში ყველა ჩვენ წამოვიყვანეთ და ვენგერი ალბათ საჯაროდ დაწვავს მაგ სამკლაურს, ანდა მჩხიბავებს მიიწვევს გამოსალოცად

ხომ აგუერო კარგი ბიჭია მაგრამ მაგრამ როცა იყო შანსი მაშინ არ ვიყიდეთ და ეხლა აბა ჩემ ფეხებს იყიდიან. დანარჩენები ამ ფორმაციის ბარსელონას იბრასავით ვერ მოერგებიან დიდი ალბათობით და არც მინდა ისინი.