სავარაუდოდ +20 დან აიწევს და აიწევს მაგის ფასი
თან რა შეგდება აქ
+ ჰენდეს გუნდელია :X:X
============================================
ინგლისის ნაკრების კაპიტან სტივენ ჯერარდს ევრო 2012-ზე ნაკრების იმედი აქვს.
მიუხედავად წარსულში მრავალჯერ განცდილი მარცხისა, ლივერპულელს ნაკრების წევრების გამოცდილების სჯერა.
"მთელი კარიერის მანძილზე, როდესაც დიდ ტურნირებზე ნაკრებთან ერთად მივდიოდი, მესმოდა რომ ოქროს თაობა ვიყავით და ტურნირი უნდა მოგვეგო."
"წარუმატებელი გამოსვლების შემდეგ სამწუხაროდ აღარ არის ისეთი ოფტიმიზმი ჩვენს მიმართ როგორც ეს უწინ ხდებოდა. ამას დადებითი მხარეც აქვს, შეგვიძლია ეს ჩვენს სასარგებლოდ გამოვიყენოთ."
"უკანასკნელ პერიოდში კარგი შედეგები ვაჩვენეთ. ამან ფეხბურთელებზე დადებითად იმოქმედა. ყველა მოტივირებულია და გამარჯვებისთვის ემზადება. შეიძლება ევროპაზე იმ რწმენით მივდივართ, რომ უფრო ძლიერნი ვართ ვიდრე ეს სინამდვილეში არის."
ბოლოს ჯერარდმა კაპიტნად დანიშვნაზეც ისაუბრა: "მამაჩები მთელი ცხოვრება ოცნებობდა, რომ ეროვნული ნაკრების კაპიტანი გავმხდარიყავი. მიხარია, რომ ოჯახი ჩემით ამაყობს." - დაასრულა ლივერპულის ლეგენდამ.
This post has been edited by როხროხა on 24 May 2012, 23:37