LA_NYჰო, ძნელია ამათ ფონზე ტერი არ წაიყვანო. თან სანს კიდევ ეგ უნდა? ისედაც ხვოსტზე აზის როის. ოღონდ ეგ გამოცემა გაჩუმდეს მომავალი 2 თვის მანძილზე და რამე ეშველება ნაკრებს. ოღონდ სანმა ჩაიჯვას!

პ.ს. მედმენს უყურებ?
----
ეხლა უნდა ჩამოვწერო სავარაუდო სასტავი და მაინტერესებს რამდენს გავარტყავ 16-ში
ჰარტი, რადი, ფოსტერი
კეჰილი, რიო, ლესკოტი, ჯონსი, ბეინსი, ტერი, კოული, უოკერი
ჯერარდი, პარკერი, იანგი, ლამპარდი, სქოულზი, დაუნინგი, კარიკი
რუნი, სტარიჯი, უელბეკი, კეროლი+ მილნერს ვამატებ და 24 კაციანი სია გამომდის :დ
მეკარეები: აქ ფოსტერმა თუ უარი თქვა დაბრუნებაზე, მაშინ სტოკდეილს ჩასვავს. სტოკდეილს აქვს თან ნაკრებში ქოლ-აპები. იმედია გასაზიღებულ რობინსონს და ბურსაში მოთამაშე კარსონს არ აიყვანს (კარსონი ხორვატიის მერე როგორ უნდა აიყვანო საერთოდ, მაგრამ მაინც, სირი კაპელო ხო იძახებდა ყოველთვის.)
დაცვა: ბეინსი<ჯონსონი, ტერი<რიჩარდსი. მაინც ბეინსი მგონია, უოკერის დაზღვევა ჯონსი ჰყავს გუნდში, თან ბეინსის ნაირი შემტევი ტიპის ლეფტ ბექები უყვარს (კონჩესკი, შორი..). ტერის აირჩევს ალბათ. ფერდინანდს რო რამე მოუვიდეს (რისი რისკიც საკამოდ მაღალია), მერე ვინ წაიყვანს დაცვას? კეჰილი თუ ლესკოტი?

რავი, ვნახოთ.. შეიძლება დატოვოს კიდეც.
ნახევარდაცვა: სქოულზის შემთხვევაში, ნევილის ფაქტორს ვითვალისწინებ და იმედი მაქვს რო დაარწმუნებენ. წინა მსოფლიოზეც უარზე არ იყო, კაპელოს რო პერსონალურად დაერეკა მისთვის და ჩემპიონატამდე 2 დღით ადრე არ ეთქვა წამოიდო. ასე რომ იმედი არის. დაუნინგს მართალი საზიზღარი სეზონი ჰქონდა, მაგრამ ყველა თამაში ითამაშა, ფიზიკურად მზად არის, თან ჰოჯსონს ევასება ეგეთი მუშა ვინგერები (დემიენ დაფი (ფულემში) და ჯეიმს მორისონი (ვესტ ბრომში) მაგალითად..). ლამპარდის დატოვება არ გამოვა, ტიპმა ორი პასით ჩელსი ფინალში გაიყვანა. დანარჩენებზე მგონი ყველაფერი ნათელია.
თავდასხმა: უელბეკი იქნება ალბათ პირველი ორი თამაში შეტევის პიკზე. სხვა ვინ? დეფო? დეფო მეორე პლანის ფეხბურთელი გახდა და ფორმა-თამაშის ხარისხიც დაკარგა. დენი გრემი? ძალიან დიდი რისკია. ამიტომ უელბეკი. სხვა არავინაა. კეროლს მგონია რომ წაიყვანენ, რატომღაც

საჭირო დროს შევიდა ფორმაში. კეროლის ალტერნატივა არის კრაუჩი, ზამორა და ჰოლტი. კრაუჩი ისეთ გუნდში თამაშობს და ისეთი ფუნქცია ააქვს რომ გაცილებით კარგი სტატისტიკა უნდა ჰქონდეს, თან ჰოჯსონს არ ევასებაო და რავიცი.. ზამორა როის კაცია, მაგრამ ძაან აქვს ჩაჯმული ქიუპიარში. ჰოლტი.. რუნის მერე საკეთესო ინგლისელი სკორერი კი არის პრემიერლიგაში, მაგრამ ესეთ რაღაცეებს ჩემს მეტი არავინ არ აქცევს ხოლმე ყურადღებას

ამიტომ არამგონია, თან ბებერია, თან მსუქანია, თან ნორვიჩიდან, მიკ ბასეტის გუნდიდანაა

ბერი, დეფო, კარსონი, კარაგერი - მთავარია ამ ოთხეულიდან არ წაიყვანოს არავინ. ყველაფერი კარგად იქნება
This post has been edited by Mersisaidman on 14 May 2012, 22:26