ლონდონის "ჩელსის" ფორვარდის დიდიე დროგბას აგენტმა დაადასტურა ჭორები, რომლის მიხედვითაც მისი დაცვის ქვეშ მყოფს აქვს შემოთავაზება "ბარსელონადან".
ცოტა ხნის წინ სხვადასხვა გამოცემებმა დაწერეს, რომ "ბარსელონას" სურს 34 წლის ფეხბურთელის შეძენა, რომელიც ტოვებს კლუბს 19 მაისს თავისუფალი აგენტის წოდებით.
ახლა კი მოთამაშის აგენტმა ფრანსუა გალიარდომ დაადასტურა ეს ინფორმაცია. ფეხბურთელი მზადაა თუ მას გაუშვებენ კლუბიდან გადაბარგდეს ესპანეთში.
"მე მაქვს დოკუმენტი, რომელსაც ხელს აწერს დროგბა. საბუთში კი წერია, რომ მე შემიძლია ვურჩიო დროგბას კლუბი და ვაწარმოო მათთან მოლაპარაკება. ესპანეთის თასის შემდეგ მე შევხვდი ბარსელონას აღმასრულებელ დირექტორს და განვუცხადე დიდიეს სურვილი".
"ფული არ იქნება პრობლემა. ჩემს აგენტს საკმარისი ბიუჯეტი აქვს. მისთვის კი მთავარი ის არის, რომ კლავ ითამაშოს ფეხბურთი და ასიამოვნოს თავისი კლუბი".
ყლედ გამოცხადდები ოფიციალურად