რობერტო დი მატეოს თქმით შესაძლოა გარი კეჰილმა და დავიდ ლუიზმა ლიგის ფინალში ვერ ითამაშონ, იუწყება_SkySports.com
ჩელსს ცუდი მდგომარეობა აქვს ცენტრალური მცველის პოზიციაზე, რადგან გუნდის კაპიტანმა ჯონ ტერიმ წითელი ბარათი მიიღო ბარსელონასთან თამაშში, ბრანისლავ ივანოვიჩს კი 2 ყვითელი დაუგროვდა.
ჩელსის ერთადერთი იმედი დავიდ ლუიზი და გარი კეჰილი არის, რომლებსაც ტრავვა აქვთ. ბრაზილიელმა ტრავმა ტოტენჰემთან მატჩში მიიღო, ხოლო კეჰილმა ბარსელონასთან გამართულ შეხვედრაში კამპ ნოუზე.
ჩემპიონთა ლიგის ფინალამდე ლურჯებს ერთი თამაში აქვთ დარჩენილი ბლექბერნთან.
არისტოკრატთა მთავარი მწვრთნელი არ არის დარწმუნებული, რომ ლუიზი და კეჰილი ლიგის ფინალში მიიღებენ მონაწილეობას.
"მე არ შემიძლია გაგცეთ პასუხი იმაზე თუ როდის მოირჩენენ ლუიზი და კეჰილი ტრავმას. მინდა, რომ ლიგის ფინალაში ყველა მოთამაშემ ითამაშოს და ტრავმის გამო არ დაგვაკლდეს არავინ." - აცხადებს იტალიელი სპეციალისტი.
მივცეთ პირდაპირ თასი ბაიერნს
This post has been edited by როხროხა on 9 May 2012, 22:40