რამდენი ხანია არ დამიპოსტავს...
ჯერ როგორ ხართ?

ახლა საქმეზე გადავიდეთ

სიმართლე გითხრათ ძალიან არ დამწყვეტია გული აზარზე! კი ძალიან ნიჭიერია და ალბათ ევროპის ტოპ ახალგაზრდა ტალანტია (ბალოტელისთან ერთად, არ დამიწყოთ მაიკას ვერ იცვამსო

) მაგრამ მისი მოსვლის შემთხვევაში სამირ ნასრის გვეტისკებოდა. არადა მე მგონია, რომ შემდეგი სეზონი სამირას გაცილებით მაგარი ექნება და სილვა-ნასრის ფანტაზია სრულიად გვეყოფა ნახევარდაცვაში, მაშინ როდესაც გვყავს იაია, ტევესი, აგუერო და ბალო. ამ მხრივ პრობლემა არ არის.
სულ 3 ტრანსფერი გვჭირდება იმ შემთხვევაში თუ ჯეკო წავა, თუ არადა 2!
ერთი ცენტრი კომპანის მეწყვილე.
ერთი ვინგერი, აი ტიპიური-კლასიკური ვინგერი ყოველგვარი მულტიფუნქციების გარეშე

წინ და უკან რომ იშხუილოს და გუნდს ტემპი მისცეს როცა საჭირო იქნება!
და ერთი ფორვარდი ჯეკოს ნაცვლად.
მეტი არ უნდა გუნდს სიტუაციის არევა და ნუ გამოვეკიდებით ჩელსის! საკმარისად ვხარჯეთ, ეხლა მხოლოდ სუსტი წერტილები ამოვავსოთ.
ცენტრალურ მცველად იდეალური კანდიდატია ნევენ სუბოტიჩი, ტიაგოს ტრანსფერის არ მჯერა, ჰუმელსმა 2017 წლამდე გაახანგრძლივა კონტრაქტი და ა.შ.
დაახლოებით ესე წარმომიდგენია, შემდეგი სეზონის სიტის ძირითადი PL-ში ( დათოს ვეთანხმები 2 პატარა ფორვადით დაწყება არ მიმაჩნია სწორად)
---------------------------------------------ჰარტი-------------------------------------------------
------მიკა----------------------ვინი--------------სუბო(ვინმე)----------------კლიში-------------
--------------------------დიჯეი----------------------იაია-----------------------------------------
--------------------სილვა-----------------------------------ნასრი--------------------------------
------------------------------სერხიო/ტევესი-------------------------------------------------------
-----------------------------------------ბალო/ჯეკო-----------------------------------------------------