დღეს, ინგლისში გავრცელდა ხმები, რომ “მანჩესტერ სიტიმ” “ლივერპულის” წინადადება მიიღო და ორ კლუბს შორის მხოლოდ პირადი დეტალებია მოსაგვარებელი.
ცოტა ხნის წინ ვრცელდებოდა ინფორმაციები, რომ ადამ ჯონსონი “სანდერლენდსა” ან “სტოკში” ერთწლიანი იჯარით გადავიდოდა, მაგრამ “სიტიმ” ნახევარმცველს უარი უთხრა პრემიერლიგის რომელიმე კლუბში ერთწლიან იჯარაზე.
შეგახსენებთ, რომ ფეხბურთელი რობერტო მანჩინის მიერ მისთვის გამოყოფილი სათამაშო დროით გახლავთ უკმაყოფილო.
სწორედ ამიტომ, ის გუნდიდან მიდის, ხოლო “ლივერპული” ერთადერთი კლუბია, რომელიც ჯონსონს კონტრაქტს სთავაზობს.