ამ მომენტისთვის 1 ქულით მეტი გვაქვს 2008 წლის სეზონთან შედარებით, ეს ის სეზონია როცა ჩემპიონშიპში დავქვეითდით
იმ სეზონის დასაწყისისთვის მწვრთნელი იყო კევინ კიგანი

რომელიც 2 ტურის შემდეგ გაიქცა გუნდიდან.
კიგანმა ვერ აიტანა ის რომ მისდა დაუკითხავად გაყიდეს მილნერი.
კიგანის მაგივრად მოვიდა ჯო კინერი.
ბებერი ირლანდიელი ლოთი, რომელმაც საბოლოოდ დამარხა გუნდი

მისი მწვრთნელობის დროს გაიყიდა ნ'ზოგბია, რომელიც იმ მომენტში ერთადერთი იყო ვისაც შეეეძლო ეხსნა გუნდი გავარდნისგან
კინერმა სეზონის ბოლომდე ვერ მიაღწია
მოვიდა შირერი, რომელმაც ვერ შეძლო გუნდის გადაერჩენა.
გავარდნის შემდეგ მწვრთნელად დარჩენაზე უარი თქვა.
ჩემპიონშიპში ვითომ დროებით და საბოლოოდ როგორც გამოჩნდა მუდმივად დაინიშნა ჰიუტონი
ყველას ეგონა რომ ნიუკასლი დიდი ხანი დარჩებოდა ქვემო დივიზიონში, მაგრამ ჰიუტონმა შეძლო გუნდის შეკვრა და საბოლოოდ პირველი ადგილით გადმოვიდა უმაღლეს ლიგაში..

სეზონის მიმდინარეობისას კი დათხოვნილი იქნა იმის გამო რომ წინააღმდეგი იყო კეროლის გაყიდვის და ტრანსფერებისთვის ფულს ითხოვდა.
ჰიუტონი შეცვალა პარდიუმ.
კაცი რომელიც იმ მომენტისთვის უმუშევარი იყო და რეალურად ნიუკასლი მისთვის ბოლო შანსი იყო რომ დიდ ფეხბურთს დაბრუნებოდა.

და ამ შანსის მიცემისთვის ის მაიკ ეშლის ძალიან მადლობელი უნდა იყოს.

1.ის არ ითხოვს ფულს ტრანსფერებისთვის.
2. იმ ფეხბურთელზე, რომელსაც ეშლი გაყიდვას ან გაშვებას უპირებს მაღალი ხელფასის გამო ამბობს არ გვჭირდებაო (ენრიკე,კეროლი. ბა)
3.არ ჭირდება მცველი როცა გუნდში ჯამრთელი მცველი საერთოდ არდარჩა
4.ამბობს რომ ყველაფერი კარგადაა და "6 ეულისთვის იბრძვის მისი გუნდი" როცა 4 თამაში წააგო ზედიზედ და გუნდი საშინელ ფორმაშია.
სამაგიეროდ აქვს 8 წლიანი კონტრაქტი
კევინ კიგანი:
"მე არასდროს არ დავბრუნდები გუნდში სანამ იქ მაიკლ ეშლი იქნება"
"არცერთი ნორმელური და ამბიციური მწვრთნელი ნიუკასლში არ იმუშავებს"
"როცა ეშლი ნიუკასლს გაყიდის, ნიუკასლის ფანები შვებას იგრძნობენ"
http://magpies.ru/index.php?option=com_con...ask=view&id=533