ცოტა ხნის წინ არსენალის რამოდენიმე ფეხბურთელმა, ტომაშ როსიცკიმ, აარონ რემსიმ, მიკელ არტეტამ, იოჰან ჯურუმ, ლუკაშ ფაბიანსკიმ და ტომას ვერმაელენმა ფანების საინტერესო შეკითხვებს უპასუხეს თვითერის საშუალებით. ამჯერად გულშემატკივრების კითვებს სხვა მეთოფე ფეხბურთელები პასუხობენ.
პირველი ვინც კითხვებს უპასუხა არსენალის მარცხენა მცველი კირენ გიბსი იყო:
ყველა დროის შენი საყვარელი მარცხენა მცველი?
ალბათ ეს ფეხბურთელი ეშლი კოულია. მე ხშირად ვადევნებდი მის თამაშს თვალს როდესაც პატარა ვიყავი. ხშირად ვცდილობ მას მივბაძო.
რას შეადარებდი ტეო უოლკოტთან გამკლავებას ვარკჯიშის დროს?
ეს კოშმარს უფრო გავს. ტეო პრემიერ ლიგაში ერთ-ერთი საუკეთესო ფლანგის თავდამსხმელია და ჩვენ ვიცით თუ როგორი სწრაფია ის.
რომელია შენი საყვარელი სერიალი?
ორ სერიალს გამოვყოფდი. ესენია "ორ ნახევარი ადამიანი" და "90210 ახალი თაობა" მე თვალს ვადევნებ ამ სერიალებს.
ვინ ატარებს მანქანას ყველაზე ნელა გუნდში?
მე უნდა ვთქვა, რომ ეს ტომაშ როსიცკია. ჩვენ ახლოს ვცხოვრობთ ერთმანეთთან. ერთხელ მან მანქანით წამიყვანა ვარჯიშზე, ის როგორც ბებერი ისე ატარებს მანქანას.
რისი გეშინია ყველაზე მეტად?
მე არ ვითვლები სიმაღლის მოყვარულად.
შეგიძლია საჯარიმო დარტყმების კარგად შესრულება? ბევრი მარცხენა მცველი ამას კარგად აკეთებს.
მე უფრო კუთხურების ჩამოწოდება მეხერხება. ვარჯიშებზე ხშირად ვასრულებს საჯარიმო დარტყმებს, მაგრამ ვთვლი, რომ გუნდში ბევრი ფეხბურთელია ვინც ამას ჩემზე კარგად აკეთებს.
თუ გაქვს რაიმე წინასამატჩო რიტუალი?
მე ვიმეორებ ერთსა და იგივეს რამოდენიმე წელიწადია. მე ყოველთვის მოწესრიგებული ვარ მოდანზე.
ვინ გახდება ლიგის გამარჯვებული?
ბავარია მოიგებს ჩემპიონთა ლიგას. ეს იმიტომ მინდა, რომ ჩელსი არ გახდეს ლიგის გამარჯვებული.
შემდეგი ფეხბურთელი რომელმაც ფანების კუთხვებზე უპასუხა ახალგაზრდა მეკარე ვოიცეჰ შესნი იყო:
თქვენ მთელი გუნდი თამაშობს ფიფას? თუ ხო მაშინ რომელი ფეხბურთელია საუკეთესო ამ თამაშში?
მე მართლა ვთამაშობ ფიფას. საშინლად ვთამაშობ, ყველაზე უკეთ ალბათ ტეო უოლკოტი თამაშობს.
ვარჯიშებზე ვისი დარტყმის მოგერიებაა ყველაზე რთული?
ყველაზე რთული ალბათ ტომას ვერმაელენის დარტყმის მოგერიებაა. ის ფეხიდან თითქოს რაკეტებს უშვებს. მაგრამ მას არ შეუძლია მარჯვენა ფეხით კარგად დარტყმა.
კარტოფილი? პეროგი ღორის ხორცით თუ იოგურტი?
პეროგი ღორის ხორცით და კარტოფოილით, დესერტად კი იოგურტი.
მოგეწონა ლუდი რომელიც სიტის ფანმა გესროლა?
სიმართლე რომ გითხრამ მე ის არ გამისინჯია. თითი დავაფარე და დალევის იმიტაცია გავაკეთე. შემეშინდა ბოთლში ლუდის მაგივრად სხვა რამე სითხე არ ყოფილიყო.
რატომ გადაწყვიტე მეკარეობა?
ყველაფერი მარტივადაა. მე ძალიან ცუდი ვიყავი როგორც თავდამსხმელი, ნორმალურ პასს ვერ ვაკეთებდი და კარში დარტყმაც არ ვიცოდი. ასევე ძალიან ეგოისტურად ვთამაშობდი. ასე რომ მეკარეობა ვარჩიე.
ცირკში მუშაობის საშუალება რომ მოგეცეს რას იზავდი?
ნიანგთან ერთად ვიცეკვებდი, ან მის ღია პირში თავს შევყობდი.
რომელი ხუმრობა იყო შენთვის გუნდელებთან მიმართებაში საუკეთესო? გთხოვ, მიპასუხე რომ ეს იყო ტეო უოლკოტთან.
მე ძალიან ცუდად მოვექეცი ერთ ფეხბურთელს სატრენაჟორო დარბაზში.
ეს იყო შესნის ბოლო პასუხი, ახლა კი კითხვებზე არსენალის კაპიტანი რობინ ვან პერსი უპასუხებს.
ვინ მოიგებს ევროპის ჩემპიონატს? ოღონდ არ მიპასუხო, რომ ეს ჰოლანდია იქნება.
ჩემთვის ძალიან ძნელია სხვა ქვეყნის დასახელება. თუმცა რამოდენიმეს შეუძლია ამის გაკეთება, ესპანეთს, გერმანიას, პორტუგალიას ან რომელიმე აუტსაიდერსაც.
ვინაა შენთვის ყველა დროის საუკეთესო ფეხბურთელი?
ჩემთვის რამოდენიმე ფეხბურთელია საუკეთესო. ცოტა ხნის წინ მე, სანტოსს და არტეტას რონალდოსთან ერთად მოგვიწია ყოფნა. ის შეუდარებელია. ასევე ჩემთვის საუკეთესოები ზინედინ ზიდანი, დიეგო მარადონა, იოჰან კრუიფი და ლიონელ მესი არიან.
ვინაა შენთვის ყველაზე უხერხული მეტოქე მაგიდის ტენისში?
არსენალში ტეო უოლკოტი და ვოიცეჰ შესნი. მათ ძალიან კარგი ჩამოწოდება აქვთ. ტეოსთან შეხვედრის დროს ანაგრიში დაახლოებით 21-18-ია ხოლმე.
ვინ იცვამს გუნდში ყველაზე ცუდად?
ეს სონგი არაა, მიუხედავად იმისა, რომ მას ხშირად აკრიტიკებენ. ყველაზე ცუდად ტომაშ როსიცკი იცვამს. მას მოსწონს სპორტული ტანსაცმლის ჩაცმა.
როდესმე დაგიპატიჟია ვენგერი სავახშმოდ? ურთიერთობის გამყარების მიზნით?
არა ეს არასოდეს გამიკეთებია. ჩვენ ურთიერთობას მოედანზე და საწვრთნელ ბაზაზე ვიუმჯობესებთ.
რომელი მცველის წინააღმდეგ გაგიჭირდა ყველაზე მეტად ამ სეზონში თამაში?
ეს მცველი მილანელი ტიაგო სილვაა. ის შეუდარებელია მეორე სართულძე ბრძოლებში, ბურთის ართმევაში და მას კარგი პასიც აქვს.
შემდეგი ფეხბურთელი რომელმაც ფანებს უპასუხა აბუ დიაბი იყო:
შენთვის რომელი ფეხბურთელი ითვლება საუკეთესოდ? ვის წინააღმდეგაც თამაში მოგიწია?
ერთმნიშვნელოვნად ეს ფეხბრუთელი ზინედინ ზიდანია, იმიტომ, რომ ის საუკეთესოა.
სწრაფი კვების რომელი საჭმელი მოგწონს?
ეს საჭმელები Miel Pops-ისაა.
შეგიძლია რობოტივით ცეკვა?
შემიძლია მაიკლ ჯექსონივით ცეკვა, მაგრამ არა როგორც რობოტი.
რომელი შეხვედრა იყო საუკეთესო რომელშიც მონაწილეობა მიგიღია?
ეს შეხვედრა იყო მადრიდის რეალის წინააღმდეგ ბერნაბეუზე. ჩვემ მაშინ გავიმარჯვეთ და ტიერი ანრიმ გამარჯვების გოლი გაიტანა.
აბუ, გენატრება ებუე?
კი მე ძალიან მენატრება ებუე. ხშირად მაკლია მისი ღიმილიანი სახე, როგორც მოედანზე ასევე მის ფარგლებს გარეთაც.
ყველაზე ძლიერი მეკარე ვის წინააღმდეგაც გითამაშია?
ბუფონი. ის შეუდარებელია.
რისი კეთება მოგწონს ფეხბურთის გარდა?
მომწონს წიგნების კითხვა, კინოში სიარული, ასევე სახლში ყოფნა და დასვენება.
რომელი სპორტის სახეობა გიყვარს ფეხბურთის გარდა?
კალათბურთი. მე მიყვარს მაიამი და ლებრონ ჯეიმსი. ძალიან კარგად ვთამაშობ კალათბურთს, უკეთ ვიდრე ბაკარი სანია.
ბოლო ფეხბურთელი რომელმაც კითხვებს უპასუხა ფრანგი განაპირა მცველი ბაკარი სანია იყო:
რომელი შეხვედრა იყო შენთვის ყველაზე დასამახსოვრებელი არსენალის მაისურით?
ეს შეხვედრა ალბათ რომში იყო. ჩვენ მაშინ პენალტებით შევძელით გამარჯვების მოპოვება.
ბაკარი, დაახლოებით რამდენი საათი ვარჯიშობ დღის განმავლობაში? ჩემს 7 წლის შვილს უნდა ამის ცოდნა.
დაახლოებით ორ საათს. ჩვეულებირივ სავარჯიშო დროა. თავისი კარში დარტყმებით და დამატებითი ვარჯიშის პერიოდით.
რომელი ვინგერის წინააღმდეგ გაგიჭირდა ყველაზე მეტად თამაში?
მესის წინააღმდეგ, როდესაც ის მთელ მოედანზე მოქმედებს. ის საუკეთესოა მსოფლიოში. როდესაც მესის თამაშს უყურებ, ფიქრობ რა ადვილია მასთან ერთად ერთ გუნდში თამაში.
როგორ ართობ შენს შვილებს დასვენების პერიოდში? მე ახლადგამომცხვარი მამა ვარ და რჩევები მჭირდება.
უბრალოდ ეთამაშე მათ და გიყვარდეს მათთან ერთად ყოფნა რამდენადაც შესაძლებელია.
ბაკარი, აბუმ განაცხადა რომ შენზე კარგად თამაშობს კალათბურთს, ეთანხმები?
მთლიანად ვეთანხმები. მე არასოდეს არ მითამაშია კალათბურთი ჩემი ცხოვრების მანძილზე. თუნდაც უბრალოდ გართობის მიზნით.
შენი საყვარელი საჭმელი?
ეს ლიბანური საჭმელია. ის სასარგებლოა და გემრიელია. მე ის მომწონს.
შესნი იმენა მასხარაა