ბოსინგვა და კალუ “ჩელსიდან” მიდიან
24.05.2012 12:51
ჟოზე ბოსინგვა (მარცხნივ) და სალომონ კალუ (მარჯვნივ)
ლონდონის “ჩელსი” კონტრაქტებს აღარ გაუხანგრძლივებს პორტუგალიელ მცველს ჟოზე ბოსინგვასა და კოტდივუარელ თავდამსხმელს სალომონ კალუს. BBC-ის ცნობით, ორივე ფეხბურთელი კლუბს თავისუფალი აგენტის სტატუსით დატოვებს.
2006 წელს “ჩელსიმ” კალუ ჰოლანდიის “ფეიენოორდიდან” 8 მილიონ გირვანქად შეიძინა. აფრიკელმა ფორვარდმა ლონდონურ კლუბში 244 მატჩი ჩაატარა და 58 გოლთან ერთად, 44 საგოლე პასი მიითვალა.
ბოსინგვა “ჩელსიმ” 2008 წელს “პორტუდან” 16,8 მილიონ გირვანქად იყიდა. მან “არისტოკრატთა” მაისური 118-ჯერ მოირგო და მეტოქის კარი 3-ჯერ აიღო. პორტუგალიელის კონტრაქტის პირობების მიხედვით, ამოწურვის შემდეგ, ხელშეკრულება ავტომატურად 12 თვით გახანგრძლივებას ითვალისწინებდა, მაგრამ “ჩელსიმ” ოფციის გამოყენებაზე უარი თქვა.
გააჯვით

ოხოხო ამდენი კაი ამბავი ერთად
ჯერ ლიგა მოიგეს, მერე ამათმა უნდა გააჯვან
იფ