საფრანგეთის ნაკრების ნახევარმცველმა სამირ ნასრიმ ევროპირველობის მეოთხედფინალის შემდეგ ჩადენილი საქციელისთვის გულშემატკივრებს ბოდიში მოუხადა, მაგრამ ჟურნალისტებზე გაბრაზება გულიდან მაინც ვერ ამოიგდო. შეგახსენებთ, მეოთხედფინალში ესპანეთთან 0:2 წაგების შემდეგ, ნასრი ფრანგ სპორტულ კორესპონდენტებს დაუპირისპირდა.
“თქვენ მხოლოდ სიბინძურესა და ნაგავში ქექვა გაინტერესებთ. მუდამ სენსაციებს ეძებთ”, – უთხრა მინდვრიდან გამოსულმა ფეხბურთელმა კომენტარის ჩაწერის მსურველ ჟურნალისტებს და როდესაც არანაკლებ მწარე პასუხი მიიღო, გინებაზე გადავიდა. ნასრის საქციელს ფრანგული ფეხბურთის თავკაცების მკაცრი გამოხმაურება მოჰყვა – ამ დღეებში გავრცელდა ინფორმაცია, რომ შეიძლება, სანქცია 2-წლიანი დისკვალიფიკაციაც კი იყოს.
“მინდა გულშემატკივრებმა, განსაკუთრებით კი, ბავშვებმა იცოდნენ, რომ მომხდარის გამო ძალიან ვნანობ. თითოეულ თქვენგანს გაფასებთ და ფრანგული ფეხბურთიც ძალიან მიყვარს. ეს ყველაფერი რამდენიმე ჟურნალისტის გამო მოხდა”, – დაწერა ნასრიმ თავის “ტვიტერზე”.
____________________________________________________________
ფრანგი ჟურნალისტები ზოგადად ###ები არიან უმეტესობა გურკუფის დატოვებაც 99 % მაგათი ზეწოლის ბრალია
ნასრის ვერ გავამტყუნებ მე მთლიანად ))
და ნასრის მჯერა მე რასაც იძახის მაგას უყვარს საფრანგეთი
This post has been edited by speed on 27 Jun 2012, 22:20