ushuaia
Super Crazy Member ++

       
ჯგუფი: Members
წერილები: 22082
წევრი No.: 129371
რეგისტრ.: 29-March 11
|
#31512185 · 4 Jun 2012, 23:33 · · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი
ეყოფათ ფრანგებს გამოცდილება? 4.06.2012 21:02
12
საფრანგეთის ეროვნული ნაკრები ერთ-ერთია იმ სამი გუნდიდან, რომლებსაც ევროპის ჩემპიონატი ერთზე მეტჯერ აქვთ მოგებული. “მამლებმა”, კონტინენტის პირველობის ფინალში ორჯერ ითამაშეს და ორივე შემთხვევაში, გადამწყვეტი მატჩი მათი გამარჯვებით დასრულდა. ფრანგებმა მონაწილეობა ევროპის პირველივე ჩემპიონატზე მიიღეს. ბერძნული და ავსტრიული ბარიერის იოლად დაძლევის შემდეგ, ისინი ჯერ იუგოსლავიასთან დამარცხდნენ, შემდეგ კი, მე-3 ადგილისთვის ბრძოლაში, “მამლებმა” ჩეხოსლოვაკიასთან წააგეს. ევროპირველობის ზედიზედ 5 გათამაშების გაცდენის შემდეგ, საფრანგეთის ნაკრები კონტინენტის პირველობას ტრიუმფით დაუბრუნდა. ჯგუფურ ეტაპზე, მიშელ პლატინის ბრწყინვალე თამაშის წყალობით, ფრანგებმა დანია, ბელგია და იუგოსლავია დაამარცხეს. ამ სამ მატჩში გატანილი 9 გოლიდან, 7 სწორედ ლეგენდარული ფრანგის ანგარიშზე იყო. ნახევარფინალსა და ფინალში, პლატინიმ პორტუგალიასა და ესპანეთს თითო გოლი გაუტანა და საუკეთესო ბომბარდირი გახდა. UEFA-ს ამჟამინდელი პრეზიდენტი ერთადერთი ფეხბურთელია, რომელსაც ევროპის ჩემპიონატზე ხუთ ბურთზე მეტი აქვს გატანილი. 1984 წელს, კიდევ ერთი რეკორდი დამყარდა – საფრანგეთი გახდა პირველი და ჯერჯერობით უკანასკნელი გუნდი, რომელმაც ყველა თამაშის მოგება მოახერხა (იგულისხმება ის გათამაშებები, რომლებიც ჯგუფურ ეტაპსაც მოიცავდა). 1988 წლის ჩემპიონატზე, მოქმედი ჩემპიონი საფრანგეთი ფინალურ ეტაპს მიღმა დარჩა, ხოლო 4 წლის შემდეგ, “მამლები” ჯგუფში ჩარჩნენ. 1996 წელს, ემე ჟაკეს გუნდმა ნახევარფინალში გააღწია, სადაც ჩეხეთთან წააგო. საფრანგეთის ეროვნული ნაკრების გახდა პირველი გუნდი, რომელმაც მსოფლიოს ჩემპიონატის მოგებას ევროპირველობაზე ტრიუმფიც მოაყოლა. 2000 წელს, ზინედინ ზიდანის საფრანგეთმა ბელგია-ჰოლანდიაში ჩატარებულ ჩემპიონატზე იმარჯვა. ჯგუფურ ეტაპზე, მასპინძელი ჰოლანდიის შემდეგ, ფრანგები მე-2 ადგილზე გავიდნენ. მეოთხედფინალსა და ნახევარფინალში, ესპანეთთან და პორტუგალიასთან, მათ ერთნნაირი ანგარიშით – 2:1 იმარჯვეს. ფინალური შეხვედრა ძალზე დაძაბული გამოდგა. თითქმის მთელი მე-2 ტაიმის განმავლობაში, ფრანგები იტალიასთან 0:1 აგებდნენ. 94-ე წუთზე, ვილტორმა ანგარიში გაათანაბრა და თამაში დამატებით ტაიმებში გადაიყვანა, ხოლო 103-ე წუთზე, ეფექტური დარტყმით, ტრეზეგემ ოქროს გოლი გაიტანა და გუნდს ევროპის საუკეთესო გუნდის წოდება მოუტანა. ევროპის ჩემპიონატის მეორედ მოგების შემდეგ, ფრანგები ამ ტურნირზე ვეღარ ბრწყინავენ. 2004 წელს, მათი მაქსიმუმი 1/4-ფინალი იყო, ხოლო 4 წლის შემდეგ, “მამლები” კიდევ უფრო შერცხვნენ – მთელს ტურნირზე, მათზე უარესი შედეგი მხოლოდ საბერძნეთმა აჩვენა. პოლონეთსა და უკრაინაში გასამართ ჩემპიონატს საფრანგეთი იმედიანად ხვდება. ლორან ბლანის გუნდის გულშემატკივრებს ოპტიმიზმის საფუძველი განსაკუთრებით მას შემდეგ მიეცათ, რაც “მამლებმა” ჩემპიონატის ერთ-ერთი უმთავრესი ფავორიტი, გერმანია გასვლაზე დაამარცხეს. უმთავრესი, რამაც შესაძლოა საფრანგეთს წარმატების მიღწევაში ხელი შეუშალოს, გამოუცდელობაა. ლორან ბლანის გუნდის ფეხბურთელებს, ნაკრებში საშუალოდ 21 თამაში აქვთ ჩატარებული. პოლონეთის ნაკრებთან ერთად, ეს ყველაზე დაბალი მაჩვენებელია. აღსანიშნავია, რომ ნაკრების ისტორიაში, ჩატარებული მატჩებისა და გატანილი გოლების მიხედვით 10-10 საუკეთესო ფეხბურთელიდან, დღევანდელ გუნდში არცერთი არ თამაშობს. მიუხედავად ამისა, ესპანეთის, გერმანიისა და ჰოლანდიის შემდეგ, ჩემპიონატის მოგების ყველაზე მეტ შანსს მაინც საფრანგეთს უწინასწარმეტყველებენ. ჯგუფში, ფრანგები ინგლისთან, შვედეთთან და უკრაინასთან ერთად მოხვდნენ. უკანასკნელ ორ გუნდთან, “მამლები” ისედაც ფავორიტებად ითვლებოდნენ, ხოლო ინგლისის ნაკრების რამდენიმე ფეხბურთელის ტრავმამ, ჯგუფის მოგების ყველაზე მეტი შანსი ლორან ბლანის გუნდს დაუტოვა. საფრანგეთის დღევანდელი ნაკრების ლიდერებად შეგვიძლია ფრანკ რიბერი და ქარიმ ბენზემა მივიჩნიოთ. ამ უკანასკნელს, მადრიდის “რეალში” ძალიან კარგი სეზონი ჰქონდა, რაც, ბუნებრივია, ფრანგების გულშემატკივრებს ოპტიმიზმის საფუძველს აძლევს. კლუბში წარმატებული თამაშით გამოიჩინა თავი ოლივიე ჟირუმაც, რომელიც “მონპელიეს” საფრანგეთის ჩემპიონატის მოგებაში დაეხმარა, მაგრამ 25 წლის თავდამსხმელს უმაღლეს დონეზე თამაშის დიდი გამოცდილება არ აქვს. მისი სანაკრებო მონაგარი ხუთ მატჩსა და ერთ გოლს ითვლის. საფრანგეთის ფეხბურთის ფედერაცია დაარსებულია 1919 წელს ფიფას წევრია 1907 წლიდან ევროპის საფეხბურთო ასოციაციების კავშირის (UEFA) წევრია 1954 წლიდან ოფიციალური ვებ-გვერდი: ფფფ.ფრ პრეზიდენტი: ნოელ ლე გრეიტი რეზიდენცია: პარიზი ადგილი ფიფა-ს რეიტინგში: 16 პირველი მატჩი: 1904 წლის 1 მაისს ბელგიასთან (3:3) ყველაზე დიდი მოგება: 1995 წლის 6 სექტემბერს აზერბაიჯანთან (10:0) ყველაზე დიდი მარცხი: 1908 წლის 22 ოქტომბერს დანიასთან (1:17) ყველაზე მეტი მატჩი: ლილიან ტურამი (142), ტიერი ანრი (123), მარსელ დესალი (116), ზინედინ ზიდანი (108), პატრიკ ვიეირა (107) ბომბარდირები: ტიერი ანრი (51), მიშელ პლატინი (41), დევიდ ტრეზეგე (34), ზინედინ ზიდანი (31), ჟუსტ ფონტენი (30), ჟან-პიერ პაპინი (30) მიღწევები მსოფლიოს ჩემპიონატი ჩემპიონი: 1998 მე-2 ადგილი: 2006 მე-3 ადგილი: 1958, 1986 ევროპის ჩემპიონატი ჩემპიონი: 1984, 2000 შედეგები ევროპის ჩემპიონატზე 1960 პირველი ეტაპი საფრანგეთი-საბერძნეთი 8:2 (7:1, 1:1) 1/4-ფინალი საფრანგეთი-ავსტრია 9:4 (5:2, 4:2) 1/2-ფინალი საფრანგეთი-იუგოსლავია 4:5 მატჩი მე-3 ადგილისთვის ჩეხოსლოვაკია-საფრანგეთი 2:0 სულ: 6 თამაში, 3 მოგება, 1 ფრე, 2 წაგება, 21:13, მე-4 ადგილი 1984 ჯგუფური ეტაპი საფრანგეთი-დანია 1:0 საფრანგეთი-ბელგია 5:0 საფრანგეთი-იუგოსლავია 3:2 1/2-ფინალი საფრანგეთი-პორტუგალია 1:1 (დ.დ. 3:2) ფინალი საფრანგეთი-ესპანეთი 2:0 სულ: 5 თამაში, 5 მოგება, ბურთები 14:4, ჩემპიონი 1992 ჯგუფური ეტაპი შვედეთი-საფრანგეთი 1:1 საფრანგეთი-ინგლისი 0:0 საფრანგეთი-დანია 1:2 სულ: 3 თამაში, 2 ფრე, 1 წაგება, ბურთები 2:3, მე-6 ადგილი 1996 ჯგუფური ეტაპი რუმინეთი-საფრანგეთი 0:1 საფრანგეთი-ესპანეთი 1:1 საფრანგეთი-ბულგარეთი 3:1 1/4-ფინალი საფრანგეთი-ჰოლანდია 0:0 (პენ. 5:4) 1/2-ფინალი საფრანგეთი-ჩეხეთი 0:0 (პენ. 5:6) სულ: 5 თამაში, 2 მოგება, 3 ფრე, ბურთები 5:2, მე-4 ადგილი 2000 ჯგუფური ეტაპი საფრანგეთი-დანია 3:0 ჩეხეთი-საფრანგეთი 1:2 საფრანგეთი-ჰოლანდია 2:3 1/4-ფინალი ესპანეთი-საფრანგეთი 1:2 1/2-ფინალი პორტუგალია-საფრანგეთი 1:1 (დ.დ. 1:2) ფინალი საფრანგეთი-იტალია 2:1 სულ: 6 თამაში, 5 მოგება, 1 წაგება, ბურთები 13:7, ჩემპინი 2004 ჯგუფური ეტაპი საფრანგეთი-ინგლისი 2:1 ხორვატია-საფრანგეთი 2:2 შვეიცარია-საფრანგეთი 1:3 1/4-ფინალი საფრანგეთი-საბერძნეთი 0:1 სულ: 4 თამაში, 2 მოგება, 1 ფრე, 1 წაგება, ბურთები 7:5, მე-6 ადგილი 2008 ჯგუფური ეტაპი რუმინეთი-საფრანგეთი 0:0 ჰოლანდია-საფრანგეთი 4:1 საფრანგეთი-იტალია 0:2 სულ: 3 თამაში, 1 ფრე, 2 წაგება, ბურთები 1:6, მე-15 ადგილი გზა ევროპის 2012 წლის ჩემპიონატამდე D ჯგუფი საფრანგეთი-ბელარუსი 0:1 ბოსნია-საფრანგეთი 0:2 საფრანგეთი-რუმინეთი 2:0 საფრანგეთი-ლუქსემბურგი 2:0 ლუქსემბურგი-საფრანგეთი 0:2 ბელარუსი-საფრანგეთი 1:1 ალბანეთი-საფრანგეთი 1:2 რუმინეთი-საფრანგეთი 0:0 საფრანგეთი-ალბანეთი 3:0 საფრანგეთი-ბოსნია 1:1 სულ: 10 თამაში, 6 მოგება, 3 ფრე, 1 წაგება, ბურთები 15:4, 21 ქულა, პირველი ადგილი ამხანაგური მატჩები ევროპის 2012 წლის ჩემპიონატამდე 27 მაისი – საფრანგეთი-ისლანდია 3:2 31 მაისი – საფრანგეთი-სერბეთი 2:0 5 ივნისი – საფრანგეთი-ესტონეთი კალენდარი 2012 წლის ევროპის ჩემპიონატზე 11 ივნისი – საფრანგეთი-ინგლისი 15 ივნისი – უკრაინა-საფრანგეთი 19 ივნისი – შვედეთი-საფრანგეთი შემადგენლობა მეკარეები 1. უგო ლორისი (“ლიონი”) 16. სტივ მანდანდა (“მარსელი”) 23. სედრიკ კარასო (“ბორდო”) მცველები 3. პატრის ევრა (“მანჩესტერი”, ინგლისი) 4. ადილ რამი (“ვალენსია”, ესპანეთი) 5. ფილიპ მექსე (“მილანი”, იტალია) 13. ენტონი რევეილერი (“ლიონი”) 21. ლორან კოსელნი (“არსენალი”, ინგლისი) 22. გაელ კლიში (“სიტი”, ინგლისი) ნახევარმცველები 2. მატიო დებუში (“ლილი”) 6. იოან კაბაიე (“ნიუკასლი”, ინგლისი) 7. ფრანკ რიბერი (“ბაიერნი”, გერმანია) 11. სამირ ნასრი (“სიტი”, ინგლისი) 12. ბლეზ მატუიდი (პსჟ) 14. ჟერემი მენესი (პსჟ) 15. ფლორან მალუდა (“ჩელსი”, ინგლისი) 17. იან მ’ვილა (“რენი”) 18. ალუ დიარა (“მარსელი”) 19. მარვინ მარტინი (“სოშო”) 20. ჰატემ ბენ არფა (“ნიუკასლი”, ინგლისი) თავდამსხმელები 8. მატიო ვალბუენა (“მარსელი”) 9. ოლივიე ჟირუ (“მონპელიე”) 10. ქარიმ ბენზემა (“რეალი”, ესპანეთი) მთავარი მწვრთნელი: ლორან ბლანი
|