ნოა
"ნუ მეორე სასტავიც უძლიერესია"
100%. ფეხბურთის მომავალი გერმანიის ხელშია.
დავიწყოთ
მარიო გიოცეთი : ახალგაზრდა ფეხბურთელების საგას ვინც თვალყურს ადევნებს ყველამ იცის უკვე ვინ არის და რას წარმოადგენს. დორტმუნდის ბორუსიის განუყოფელი ნაწილია, ზედიზედ მეორედ მოიგო ბუნდესლიგა + ბაიერნს თასი წაართვა. საუცხოო დრიბლინგი, საუცხოო ხედვა, მესის მსგავსი სიმარჯვე. ჯერ მხოლოდ 19 წლისაა :}
მესუთ იოზილი : მოკლედ, ლაკონურად, ერთ-ორ სიტყვას ვიტყვი, ბევრი არც სჭირდება. მამა პლეიმეიკერი, დრიბლერი, ქროსერი. ესეც მესუთას ციტატა, რომელიც ყველაფერს აჯამებს: "ტეხნიკა და ბურთისადმი დამოკიდებულება გენეტიკის დამსახურებაა. დისციპლინა და თამაშის დროს მაქსიმალურად დახარჯვა კი გერმანული ნაწილი." 23 წელი.
მარკ-ანდრე ტიერ შტიგენ : ნოიერი უდავოდ გერმანიის ნო. 1 კიპერია. 26 წლისაა და ასე თუ ისე ახალგზარდაა. (ასე თუ ისე, რატომ ამას ბოლოში დავწერ) ყველასთვის ნაცნობი ფაქტია ის, რომ მეკარეებს შედარებით დიდი დრო უნდათ დონე მეკარეებად ჩამოსაყალიბებლად, მაგრამ შტიგლიცას 20 წლის ასაკში ყველა ის დადებითი ნიშან-თვისება აქვს რაც კარგ მეკარეს უნდა გააჩნდეს. 3-4 წელიწადში ნოიერს სახის ახევა მოუწევს ნაკრების ძირითადი მეკარის როლის შესანარჩუნებლად ჩემი აზრით.
მატს ჰუმელს : რა ვთქვა ჰუმელსზე, ეს ესაა 23 წელი შეუსრულდა და ერთ-ერთია მსოფლიოს 15 საუკეთესო მცველთაგან. ბორუსია დორტმუნდი მოვალეა ჰუმელსისა და გიოცესი. გუნდის ლიდერები არიან. ბოლო დროინდელ წარმატებას სწორედ მათ უნდა უმადლოდეს.
ტომი მიულა : გერმანიისა და ბაიერნის სასტარტო ლაინ-აპში უპრობლემოდ მოხვდა. 2010 წლის მსოფლიო ჩემპის ოქროს ბუცისა და საუკეთესო ახალგაზრდა ფეხბურთელის ტიტულების მფლობელი. შეუძლია არაჩვეულებრივად თამაში, როგორც თავდამსხმაში, ასევე ნახევარზეც.
შურლე : ერთ-ერთი ყველაზე იმედის მომცემი ვინგერი მსოფლიო ფეხბურთში. არა მარტო სწრაფია, არამედ ბურთის ფლობის სადისტურ უნარს ფლობს. ძია ძია ლიოვა, ევროზე უეჭველი უნდა წაიყვანო და გამოჩნდება ზუსტად რისი უნარიც აქვს.
ტონი კროოს : ორკესტრირებას უკეთებს ბაიერნის ნახევარს + გომესს, რობენ/რიბერის მუდმივად ამარაგებს კარგი პასებით. სტარტერია ბაიერნში და 22 წლისაა. ნაკრების მომავალი ნახევარმცველების ტრიო, კროოსი-იოზილი-გიოცე....... COOL!
ბენედიქტ ჰიოვედესი : 24 წლის ბენედიქტა ჩემი ერთ-ერთი ფავორიტი მცველია. კლდე შალკეს დაცვაში. მარშალი შალკეს დაცვაში. ცეცხლი და ცხოველია. ევროზე ჰუმელსი + ჰიოვედესი. ქამ ონ იოახიმ!
ლარს და სვენ ბენდერები : ტყუპი ბენდერები ერთნაირადაც გამოიყურებიან და ერთნაირადაც თამაშობენ. ორივე კარგი დაცვითი ნახევარმცველია რკინის ფილტვებითა და პლუტონიუმის გულით. აბა როგორ უნდა დაახასიათო, როცა 24/7-ზე დაუღალავად დარბიან მინდვრის ნებისმიერ მონაკვეთზე? გავაგრძელოთ. გრძელი პასი
, პადკატი
....შვაინა ოდნავ, რომ დაგვიბერდება საინტერესო იქნება ტყუპების ხილვა ნაკრებში. Ps. წარმოიდგინეთ მათი შინაგანი კავშირი (ტყუპებს შორის ხო არის "რაღაცნაირი" კავშირი? D:) ხოდა ტელეპატიურად რომ ამყარებენ ერთმანეთთან კავშირს, 'შენ ის აიყვანე, ეს ჩემია და ა.შ.'
ასაკი - 23 წელი.
ჰოლტბი : იოზილ No. 2. თითქმის მესუთასნაირად თამაშობს. თავდაჯერებულია თავის ცენტრალურ პოზიციაზე შალკეში. დრიბლინგი, ქროსინგი + შესწევს უნარი საჯარიმოს გარედან გაიტანოს გოლი. იოზილის შემცვლელად სადღაც მე-60 - 65-ე წუთებისკენ იდეალური ვარიანტია. Ps. პოპულარულია ფეხბურთის ქალბატონ ფანებშიც. რაიან გოსლინგს წააგავს საშინლად, მაგრამ ფეხბურთელია და არა მსახიობი ასე რომ აცადეთ კაცს თავისი საქმის კეთება.
ბადშტუ : სწორედ მაშინ გამოანათა ბაიერნში, როდესაც ეს ყველაზე მეტად სჭირდებოდა მათ დაცვას. პადკატები, პასები კარგია, მაგრამ მოუწევს საკუთარი ემოციების შეკავებაზე ვარჯიში. ჰიოვედესს უნდა მიბაძოს, რომელიც აქტიურია მასავით, ცეცხლია, მაგრამ პასუხისმგებლობის გრძნობა აქვს და გონივრულად თამაშობს. მიუხედავად იმისა, რომ ეს არ აკნინებს მის ვაჟკაცობას დაცვაში,, მე მაინც ჰიოვედესს ვამჯობინებ.
OK,ეს ყველა ზემოთ ჩამოთვლილი ფეხბურთელი არის 23 ან < წლის. ესეთი თაობა, რომლებიც ამ ასაკში ესეთ დონეზე ესეთ კლუბებში თამაშობდენ არავის არ ყავს.
აბა წინ გერმანია: ევროპა, მსოფლიო, ევროპა, მსოფლიო, ევროპა......