http://www.worldsport.ge/imgs/f7a01aa0-b559-416a-9533-dbdaf97271fc.jpg
გერმანიის ეროვნული ნაკრები, ევროპის ჩემპიონატების ისტორიაში, უდავდოდ საუკეთესო გუნდია. წინა 13 გათამაშებიდან, გერმანელებმა ფინალში 6-ჯერ ითამაშეს და აქედან 3-ჯერ ოქროს მედლები მოიპოვეს. ორივე ეს მაჩვენებელი ტურნირის ისტორიაში საუკეთესოა. გერმანელთა წარმატება განსაკუთრებით იმიტომაა დასაფასებელი, რომ წარმატების მისაღწევად, მათ მასპინძლის სტატუსი არასდროს დასჭირვებიათ.
პირველი 2 ჩემპიონატის გამოტოვების შემდეგ, დასავლეთ გერმანიის ნაკრები კონტინენტის პირველობის საკვალიფიკაციო ეტაპზე 1967 წელს ჩაერთო, მაგრამ მიუხედავად იმ დროს გერდ მიულერის ბრწყინვალებისა, გერმანელებს იუგოსლავიამ აჯობა და ფინალურ ეტაპზე “ბუნდესმანშაფტის” დებიუტი გადაიდო.
1972 წელს, დასავლეთ გერმანიის ნაკრებმა ევროპის ჩემპიონატის ფინალურ ეტაპზე პირველად ითამაშა. ნახევარფინალში, გერმანელებმა მასპინძელ ბელგიას მიულერის დუბლით 2:1 სძლიეს, ხოლო ფინალში, ასევე მიულერის დუბლისა და ვიმერის ერთი გოლით, იმ დროისთვის ტურნირის ისტორიაში საუკეთესო საბჭოთა კავშირი 3:0 გაანადგურეს.
გერმანელებმა ფინალში თამაშის უფლება ევროპის მომდევნო ორ ჩემპიონატზეც მოიპოვეს. 1976 წელს, ისინი ჩეხოსლოვაკიასთან დამარცხდნენ, ხოლო 4 წლის შემდეგ, ბელგიის ძლევით, ბუნდესნაკრები გახდა პირველი გუნდი, რომელმაც ევროპის ჩემპიონატის 2-ჯერ მოგება მოახერხა.
გერმანიას მორიგი წარმატებული პერიოდი 90-იან წლებში დაუდგა. 1992 წელს, უკვე გაერთიანებულმა გერმანიამ ფინალამდე მიაღწია, სადაც დანიასთან წააგო, ხოლო 4 წლის შემდეგ, ბერტი ფოგტსის მიერ დარიგებულმა გუნდმა, ჩეხეთის დამარცხებით, კონტინენტის საუკეთესო გუნდის წოდება მესამედ და ჯერჯერობით უკანასკნელად მოიპოვა.
21-ე საუკუნის დასაწყისში, გერმანელთა ეროვნული გუნდი, ევროპის ჩემპიონატზე ძალიან ცუდად გამოდიოდა. 2000 და 2004 წლის ჩემპიონატებზე, გერმანელები ჯგუფში ჩარჩნენ და გარდა ამისა, ამ ორ გათამაშებაში, მათ ერთი თამაშიც კი ვერ მოიგეს.
2006 წელს, გერმანიის ეროვნული ნაკრებისთვის დიდების დაბრუნების მისია უმაღლეს დონეზე მწვრთნელობის გამოცდილების არმქონე იოახიმ ლიოვს დააკისრეს, რომელმაც ბრწყინვალე გუნდი დააყენა. 2008 წლის ჩემპიონატზე, გერმანელებმა ფინალამდე მიაღწიეს, სადაც ისინი ესპანეთთან დამარცხდნენ.
პოლონეთსა და უკრაინაში გასამართ ევროპის ჩემპიონატზე გერმანია ერთ-ერთი უმთავრესი ფავორიტია. მსოფლიოსა და ევროპის მოქმედი ჩემპიონი, ესპანეთის ნაკრები კონტინენტის პირველობას მნიშვნელოვანი დანაკლისით ხვდება, რაც იოახიმ ლიოვის გუნდის შანსებს მნიშვნელოვნად ზრდის.
ბოლო წლებში, ბუნდესნაკრების ძალიან კარგი თამაშის მიზეზი გერმანულ ფეხბურთში წამოსული ბრწყინვალე თაობაა. იოახიმ ლიოვმა მოახერხა და ნაკრებში შემორჩენილ რამდენიმე გამოცდილ მოთამაშესთან ახალგაზრდა ფეხბურთელები შეათამაშა. მოახლოებულ ევროპის ჩემპიონატზე, გერმანელთა წარმატება განსაკუთრებით რამდენიმე ფეხბურთელზე იქნება დამოკიდებული. უპირველესად, უნდა აღვნიშნოთ მესუთ იოზილი, რომელსაც შესანიშნავი სეზონი ჰქონდა. საკლუბო დონეზე გაიბრწყინა მარიო გომესმაც, რომლის კონკურენტიც ნაკრებში ყოველთვის შედეგიანად მოთამაშე მიროსლავ კლოზე იქნება. იოახიმ ლიოვის გუნდი ყოველთვის 4-2-3-1 სისტემით თამაშობს და ფეხბურთელების ასეთი განლაგების შემთხვევაში, 2 ცენტრფორვარდის თამაში შეუძლებელია.
გერმანიის ნაკრების გულშემატკივრებს, გუნდის მიერ ბოლო დროს ნაჩვენები შედეგები ოპტიმიზმის საფუძველს ნამდვილად არ აძლევს. ევროპის ჩემპიონატის ერთ-ერთი ფავორიტის, ჰოლანდიის ნაკრების 3:0 განადგურების შემდეგ, ლიოვის გუნდმა ჯერ საფრანგეთთან 1:2 წააგო, შემდეგ კი, გერმანელები შვეიცარიასთან 3:5 დამარცხდნენ.
გერმანიის ფეხბურთის ასოციაცია
დაარსებულია 1900 წელს
ფიფას წევრია 1904 წლიდან
ევროპის საფეხბურთო ასოციაციების კავშირის (UEFA) წევრია 1954 წლიდან
ოფიციალური ვებ-გვერდი: დფბ.დე
პრეზიდენტი: ვოლფგანგ ნირსბახი
რეზიდენცია: ფრანკფურტი
ადგილი ფიფა-ს რეიტინგში: 2
ნაკრების ფერები: თეთრი, მწვანე
პირველი მატჩი: 1908 წლის ხუთ აპრილს შვეიცარიასთან (3:5)
ყველაზე დიდი მოგება: 1912 წლის პირველ ივლისს რუსეთთან (16:0)
ყველაზე დიდი მარცხი: 1909 წლის ცამეტ მარტს ინგლისის მოყვარულთა ნაკრებთან (0:9)
ყველაზე მეტი მატჩი: ლოთარ მათეუსი (150), მიროსლავ კლოზე (115), იურგენ კლინსმანი (108), იურგენ კოლერი (105), ფრანც ბეკენბაუერი (103)
ბომბარდირები: გერდ მიულერი (68), მიროსლავ კლოზე (63), იურგენ კლინსმანი (47), რუდი ფიოლერი (47), კარლ-ჰაინც რუმენიგე (45)
მიღწევები
მსოფლიოს ჩემპიონატი
ჩემპიონი (3) – 1954, 1974, 1990
მე-2 ადგილი (4): 1966, 1982, 1986, 2002
მე-3 ადგილი (4): 1934, 1970, 2006, 2010
ევროპის ჩემპიონატი
ჩემპიონი (3): 1972, 1980, 1996
მე-2 ადგილი (3): 1976, 1992, 2008
კონფედერაციის თასი
მე-3 ადგილი – 2005
ოლიმპიური თამაშები
მე-3 ადგილი: 1988
შედეგები ევროპის ჩემპიონატზე
1972
1/2-ფინალი
ბელგია-დასავლეთ გერმანია 1:2
ფინალი
დასავლეთ გერმანია-საბჭოთა კავშირი 3:0
სულ: 2 თამაში, 2 მოგება, ბურთები 5:1, ჩემპიონი
1976
1/2-ფინალი
იუგოსლავია-დასავლეთ გერმანია 2:2 (დ.დ. 2:4)
ფინალი
ჩეხოსლოვაკია-დასავლეთ გერმანია 2:2 (პენ: 5:3)
სულ: 2 თამაში, 1 მოგება, 1 ფრე, ბურთები 6:4, მე-2 ადგილი
1980
ჯგუფური ეტაპი
ჩეხოსლოვაკია-დასავლეთ გერმანია 0:1
დასავლეთ გერმანია-ჰოლანდია 3:2
საბერძნეთი-დასავლეთ გერმანია 0:0
ფინალი
ბელგია-დასავლეთ გერმანია 1:2
სულ: 4 თამაში, 3 მოგება, 1 ფრე, ბურთები 6:3, ჩემპიონი
1984
ჯგუფური ეტაპი
დასავლეთ გერმანია-პორტუგალია 0:0
დასავლეთ გერმანია-რუმინეთი 2:1
დასავლეთ გერმანია-ესპანეთი 0:1
სულ: 3 თამაში, 2 ფრე, 1 წაგება, ბურთები 2:2, მე-5 ადგილი
1988
ჯგუფური ეტაპი
დასავლეთ გერმანია-იტალია 1:1
დასავლეთ გერმანია-დანია 2:0
დასავლეთ გერმანია-ესპანეთი 2:0
1/2-ფინალი
დასავლეთ გერმანია-ჰოლანდია 1:2
სულ: 4 თამაში, 2 მოგება, 1 ფრე, 1 წაგება, ბურთები 6:3, მე-3 ადგილი
1992
ჯგუფური ეტაპი
დსთ-გერმანია 1:1
შოტლანდია-გერმანია 0:2
ჰოლანდია-გერმანია 3:1
1/2-ფინალი
შვედეთი-გერმანია 2:3
ფინალი
გერმანია-დანია 0:2
სულ: 5 თამაში, 2 მოგება, 1 ფრე, 2 წაგება, ბურთები 7:8, მე-2 ადგილი
1996
ჯგუფური ეტაპი
გერმანია-ჩეხეთი 2:0
რუსეთი-გერმანია 0:3
იტალია-გერმანია 0:0
1/4-ფინალი
გერმანია-ხორვატია 2:1
1/2-ფინალი
გერმანია-ინგლისი 1:1 (პენ: 6:5)
ფინალი
ჩეხეთი-გერმანია 1:1 (1:2)
სულ: 6 თამაში, 4 მოგება, 2 ფრე, ბურთები 10:3, ჩემპიონი
2000
ჯგუფური ეტაპი
გერმანია-რუმინეთი 1:1
ინგლისი-გერმანია 1:0
პორტუგალია-გერმანია 3:0
სულ: 3 თამაში, 1 ფრე, 2 წაგება, ბურთები 1:5, მე-14 ადგილი
2004
ჯგუფური ეტაპი
გერმანია-ჰოლანდია 1:1
ლატვია-გერმანია 0:0
გერმანია-ჩეხეთი 1:2
სულ: 3 თამაში, 2 ფრე, 1 წაგება, ბურთები 2:3, მე-12 ადგილი
2008
ჯგუფური ეტაპი
გერმანია-პოლონეთი 2:0
ხორვატია-გერმანია 2:1
ავსტრია-გერმანია 0:1
1/4-ფინალი
პორტუგალია-გერმანია 2:3
1/2-ფინალი
გერმანია-თურქეთი 3:2
ფინალი
გერმანია-ესპანეთი 0:1
სულ: 6 თამაში, 4 მოგება, 2 წაგება, ბურთები 10:7, მე-2 ადგილი
გზა ევროპის 2012 წლის ჩემპიონატამდე
A ჯგუფი
ბელგია-გერმანია 0:1
გერმანია-აზერბაიჯანი 6:1
გერმანია-თურქეთი 3:0
ყაზახეთი-გერმანია 0:3
გერმანია-ყაზახეთი 4:0
ავსტრია-გერმანია 1:2
აზერბაიჯანი-გერმანია 1:3
გერმანია-ავსტრია 6:2
თურქეთი-გერმანია 1:3
გერმანია-ბელგია 3:1
სულ: 10 თამაში, 10 მოგება, ბურთები 34:7, 30 ქულა, პირველი ადგილი
ამხანაგური მატჩები ევროპის 2012 წლის ჩემპიონატამდე
26 მაისი – შვეიცარია-გერმანია 5:3
31 მაისი – გერმანია-ისრაელი
კალენდარი 2012 წლის ევროპის ჩემპიონატზე
9 ივნისი – გერმანია-პორტუგალია
13 ივნისი – ჰოლანდია-გერმანია
17 ივნისი – დანია-გერმანია
შემადგენლობა
მეკარეები
მანუელ ნოიერი (“ბაიერნი”)
ტიმ ვიზე (“ვერდერი”)
მარკ-ანდრე შტეგენი (“გლადბახი”)
რონ-რობერტ ცილერი (“ჰანოვერი”);
მცველები
ჰოლგერ ბადშტუბერი (“ბაიერნი”)
ფილიპ ლამი (“ბაიერნი”)
ჯერომ ბოატენგი (“ბაიერნი”)
მარსელ შმელცერი (“დორტმუნდი”)
მატს ჰუმელსი (“დორტმუნდი”)
პერ მერტეზაკერი (“არსენალი”)
ბენედიკტ ჰიოვედესი (“შალკე”)
ნახევარმცველები
ანდრე შიურლე (“ლევერკუზენი”)
ლარს ბენდერი (“ლევერკუზენი”)
სამი ხედირა (“რეალი”)
მესუთ იოზილი (“რეალი”)
მარკო როისი (“გლადბახი”)
სვენ ბენდერი (“დორტმუნდი”)
ილქაი გუნდოგანი (“დორტმუნდი”)
მარიო გიოტცე (“დორტმუნდი”)
ჟულიან დრაქსლერი (“შალკე”)
ბასტიან შვაინშტაიგერი (“ბაიერნი”)
ტონი კროოსი (“ბაიერნი”)
ტომას მიულერი (“ბაიერნი”)
თავდამსხმელები
ლუკაშ პოდოლსკი (“კიოლნი”)
მარიო გომესი (“ბაიერნი”)
მიროსლავ კლოზე (“ლაციო”)
კაკაუ (“შტუტგარტი”)
მთავარი მწვრთნელი: იოახიმ ლიოვი