JERICHOცოტა რადიკალური კია ჩემი დამოკიდებულება
მეც ძალიან მომწონს ლიოვის მუშაობა, მაგრამ მთავარი შედეგია. თასის დრო მოვიდა, მომწიფდა და ლამის გადამწიფდეს
აღარ მინდა ეს პერსპექტივები და ტალანტები.... რა თავში ვიხლით ტალანტებს შედეგი თუ არ დაიდო
გასაგებია, რომ მწვრთნელზე არაა ყველაფერი დამოკიდებული... ფეხბურთელები, იღბალი, შემთხვევითობა, მსაჯები და ა.შ.
მაგრამ ვისზე გადავტეხო ჯოხი (იმედია არ მოგვიწევს)
ახლა რომ იდეალური შანსი გვაქვს, რავიცი უკეთესის წარმოდგენა თითქმის შეუძლებელია
კი აქვს ამ გუნდს სისუსტეები, მაგრამ საერთო ჯამში, სხვებთან შედარებით, აუცილებლად და უპირობოდ მოსაგებია თასი
ჩვენი მთავარი კონკურენტი ისევ ესპანეთია, რომელსაც თავდასხმის და დაცვის ლიდერები აკლია
კი ჰყავთ ის ჯადო ნახევარდაცვა, მაგრამ კიდევ თუ ვერ მოუნახა მაგას გასაღები ლიოვმა, რაღათ გვინდა ეგეთი მწვრთნელი
მეორე მთავარი კონკურენტი ჰოლანდიაა. ბრწყინვალე შეტევით და არცთუ ძლიერი დაცვით
ყველაზე მოკრძალებული შეფასებით, ჩვენი შეტევა არ ჩამოუვარდება მათსას, დაცვა ალბათ ჯობნის... საერთო ჯამში ვჯობივართ და ჩვენზე წინ არ უნდა გავუშვათ
სხვა.... საფრანგეთი და იტალია.. ძალიან ძლიერი და უხერხული გუნდები
თუმცა არა უძლეველები და ამათი მოგებაც სავალდებულოა გერმანიისთვის
თასის მოგება სავალდებულოა. გარდამტეხი ეტაპია
ამ გუნდმა თუ თასი მოიგო.. მთელი ეპოქის შექმნა შეუძლია 2014 წლის თასის მოგების ჩათვლით
თუ არადა..... მე კი გამისკდება მართლა გული და თავში ქვა უხლიათ მერე