სხვათაშორის 2011 წელს გერმანიის ნაკრებმა ცენტრალური მცველების 5 სხვადასხვა დუეტით ითამაშა (შეცვლებიანად 6 დუეტი)
და ყველაზე ნაკლები გოლი მერტესაკერი-ბადშტუბერის დუეტმა გაუშვა - 4 მატჩში 1 გაშვებული გოლი
ამას ემატება წელს ისრაელთან მატჩიც, სადაც ამ დუეტს ასევე არ გასვლია გოლი
გასათვალისწინებელი სტატისტიკაა, მაგრამ მერტესაკერის ფორმა იწვევს ყველაზე დიდ შეშფოთებას
არ გამოვრიცხავ, პირველივე მატჩის მერე შევიდეს დაცვის ძირითად შემადგენლობაში ცვლილებები, თუმცა იმედია არ მოგვიწევს
ყოველ შემთხვევაში, დარწმუნებული ვარ პორტუგალია ჩვენი დაცვის მარჯვენა ფლანგს ძალიან დატვირთავს, რადგან აქეთ ორი არცთუ სწრაფი ფეხბურთელი გვყავს - ბოატენგი-მერტესაკერი.... პორტუგალიას კი რონალდუ....... მიულერი ძალიან აქტიურად უნდა დაეხმაროს დაცვას
----------------------
ვფიქრობ, შეტევაში იდეალური სათადარიგო შემადგენლობა მოგვცემს საშუალებას, მთელი მატჩი მაღალ ტემპში ვითამაშოთ
ხშირ შემთხვევაში, მეორე ტაიმისთვის იოზილი დაღლილი იქნება და ახალი სისხლი უფრო გაგვიადვილებს თამაშს
ესპანეთის გარდა ყველა მეტოქესთან თითქმის დარწმუნებული ვარ, ბურთი ჩვენ გვეჭირება მეტწილად
მაგრამ ყველაზე სასარგებლო ჩვენი მხრიდან, უსწრაფესი კონტრშეტევები მგონია და ამ საქმეში რაც არ უნდა გასაკვირი იყოს, ნოიერის დიდი იმედი მაქვს, ძალიან კარგად იწყებს ხოლმე სწრაფ კონტრშეტევებს ხელით შორს გაკეთებული სწრაფი პასით..
ეს ნაკრები უაღრესად კორექტულია და ძალიან ცოტა გაფრთხილებას იღებს, მაგრამ ჩემპიონატზე ცოტა სხვა სიტუაცია იქნება და მაქსიმალური სიფრთხილეა საჭირო; განსაკუთრებით საყრდენი ზონისგან
არ ვიცი, დისკვალიფიკაციების როგორი სიტემა მოქმედებს ამ ჩემპიონატზე (სავარაუდოდ 2 ყვითელზე დისკვალიფიკაცია იქნება), მაგრამ ყველა შემტხვევაში სიფრთხილეა საჭირო, ხედირას ღირსეულად ჩანაცვლება წარმოუდგენლად ძნელი იქნება; ხოლო თუ ბასტის პრობლემები გაუგრძელდა, კროოსსაც თვალისჩინივით დაჭირდება მოფრთხილება ამ კუთხით
------------------------------------------------
გერმანიის ნაკრების 23 კაციან შემადგენლობაში მხოლოდ 2 კაცია 30 წელზე მეტი ხნის (ვიზე და კლოზე)
გერმანიის ამ შემადგენლობის ფეხბურთელებს ნაკრებში ჩატარებული აქვთ 779 გოლი
გატანილი აქვთ 189 გოლი
მეკარეების გამოკლებით, 20 ფეხბურთელიდან მხოლოდ 5-ს არ აქვს გატანილი ნაკრებში გოლი ( ბოატენგს, ჰიოვედესს, შმელცერს, ლ. ბენდერს და გიუნდოგანს)
როგორც ვხედავთ, მცველების გამოკლებით მხოლოდ 2 ფეხბურთელს არ აქვს გატანილი გოლი ნაკრების შემადგენლობაში
ნაკრებში ყველაზე მეტი მატჩის ჩამტარებელთა 5-ეული ასეთია:
1. კლოზე - 116 მატჩი
2. პოდოლსკი - 97
3. შვაინშტაიგერი - 90
4. ლამი - 86
5. მერტესაკერი - 81
ნაკრებში ყველაზე მეტი გოლის გამტანთა 5-ეული ასეთია:
1. კლოზე - 63 გოლი
2. პოდოლსკი - 43
3. შვაინშტაიგერი - 23
4. გომესი - 22
5. მიულერი - 10
ჩატარებულ მატჩებისა და გოლების რაოდენობის საუკეთესო შეფარდება შემდეგ ფეხბურთელებს აქვთ:
1. კლოზე - 1 მატჩში საშუალოდ 0.54 გოლი
2. შურლე - 1 მატჩში საშუალოდ 0.5 გოლი
3. პოდოლსკი - 1 მატჩში საშუალოდ 0.44 გოლი
4. გომესი - 1 მატჩში საშუალოდ 0.42 გოლი
5. მიულერი - 1 მატჩში საშუალოდ 0.37 გოლი