* დღეს ვკითხულობდი კომენტარებს და გავგიჟდი კინაღამ, როგორ უნდათ ლივერპულის ქართველ ფანებს რეინას წასვლა...რეინა გავუშვათ და ლორისი ვიყიდოთო 40 მლნ_დ...აუხსენი ახლა ამათ რამე. რეინამ ლივერპულს მეკარის პრობლემა მოუხსნა, რომელიც გუნდს კარგა ხანია აწუხებდა(იგივე დუდეკი ფინალის მიუხედავად მაგარი დირკა მეკარე იყო) და წელიწადში თუ მეკარე 1 და 2 შეცდომას დაუშვებს გააჯვით უნდა მოვიხსენიოთ ხო? უშეცდომო მეკარე არ არსებობს !!! ძალით ვიტკიებთ ამ საკითხთან დაკავშირებით თავს და ეგაა...
* რაც შეეხება სიგურდსონს. ეს ჩრდილოელი ფეხბურთელები მაგარი ბრძოლისუნარიანები არიან და გაასწორებს თუ გადმოვა, პირდაპირ ძირითადში არ დააყენებენ, მაგრამ მაგარი ზამენა გვეყოლება, შეიძლება ძირითადშიც მოიპოვოს ადგილი...ეგ ტრანსფერი უეჭველი მგონია, იმიტომ რომ ყველა მწვრთნელს მოყავს ახალ გუნდში ფეხბურთელი თავისი ძველი გუნდიდან და გამონაკლისი არც როჯერსი იქნება...
* აი მაგარი დარწმუნებული ვარ, რომ ქეროლი გაიბრწყინეს...ერთი პერიოდი იმედი გადაწურული მქონდა, მაგრამ სეზონის ბოლოს და ევროზე აი კიდევ უფრო დარწმუნებული ვარ, რომ ინგლისის საუკეთესო ფორვარდი გახდება...
* ჰენდერსონიც გაიბრწყინებს აი ნაღდად ვიცი...მიუხედავად მის მიმართ ასეთი ნეგატიური განწყობისა, დარწმუნებული ვარ, რომ კრიტიკოსებს გააჩუმებს...ყველა მწვრთნელი იძახის, რომ ვარჯიშზე საუკეთესოაო, ჰოჯსონიც ამიტომ ათამაშებდა ამ ევროზე, კენიც და ახალგაზრდულის კაპიტანიც მაგიტომ იყო...
* კელისიც მაგრა მეიმედება...დღეს მაგრა ფასობენ ეგეთი მცველები სირბილიც რომ შეუძლიათ და თავითაც მაგრა რომ თამაშობენ, თან მაგის თამაშები ვნახე ინგლისის ახალგაზრდულში და კაცი მხეცია რასაც ქვია.
ბოლოს მინდა ეს ახალი ვიდეო შემოგთავაზოთ ერთ მაგარ ბიჭზე, რომელიც მოედანზე დაბნეულია, მაგრამ უდიდესი პოტენციალი აქვს
http://www.youtube.com/watch?v=KdDVfV8cZuA