2. ერთიანი ფილოსოფია
ზამერის მთავარი ამოცანა იქნება, ყველა ასაკობრივ გუნდში ერთგვაროვანი სათამაშო ფილოსოფიის დანერგვა. მისი მიზანია ფხბურთელებს გარკვეული ტაქტიკური და ტექნიკური უნარ-ჩვევები გამოუმუშავდეთ. თუმცა ეს მისი აზრით საკმარისი როდია. მეორე მნიშვნელოვანი თემა ახალგაზრდა ფეხბურთელებში გარკვეული ღირებულებების დანერგვაა, რაც მათ წამყვან მოთამაშეებად და პიროვნებებად აქცევს. ამ კუთხით ბაიერნისთვის მაგალითი ბარსელონაა. მაგრამ ეს არ ნიშნავს კატალონიელთა სათამაშო სტილის კოპირებას, არამედ განზრახულია მენეჯმენტში ერთიანი მიდგომებისა და ფილოსოფიის დანერგვა.
3. გუნდის იერარქიის ჩამოყალიბება
კლინსმანის შემდეგ ითვლებოდა, რომ გუნდში ლიდერების და წამყვანი ფიგურების გამოყოფა საჭირო არ არის. ახალი თაობის გერმანელი ფეხბურთელები ე.წ. "ბრტყელი იერარქიის" პირობებში ყალიბდებოდნენ. ამის ნათელი მაგალითია ლამი ან შვაინშტაიგერი. ლამი უბადლო პროფესიონალი და განათლებული ადამიანია, რომელიც ზოგჯერ პოლიტიკოსივით მეტყველებს, მაგრამ ზამერისა და ჰიონესის გაგებით ის არ არის ძველი ყაიდის ლიდერი. როგორც ჩანს, ბაიერნში ბრტყელი იერარქიის შეცვლა სურთ.
ზამერი ფეხბურთელებს გუნდის სტრუქტურაში სამ ძირითად ჯგუფად ყოფს: 1. ლიდერები - წამყვანი მოთამაშეები, 2. გუნდური მოთამაშეები და 3. ინდივიდუალისტები. მისი აზრით, გუნდში სამივე ტიპის ფეხბურთელები უნდა იყვნენ. თან ყველა ლიდერს უნდა ემორჩილებოდეს. ლიდერებად საკუთარი აკადემიის აღზრდილები უნდა იქცნენ.
მომეწონა განსაკუთრებით ეს 2 პუნქტი