#32203033 · 19 Jul 2012, 21:10 · · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი
შვაინშტაიგერი სამწუხაროდ ძალიან ტრავმატული გახდა და თუნდაც ამიტომაა საჭირო მაღალი დონის საყრდენის ყიდვა, უპირატესად ისეთის, რომელიც დაახლოებით თანაბრად მაღალ დონეზე თამაშობს 6-იანზე და 8-იანზე
რატომ უნდა მოგვიწიოს შემტევი კროოსის ჩამოწევა, ბასტის თუ რამე მოუვიდა, როცა ახლავე შეიძლება თადარიგის დაჭერა აუცილებელია ერთი მაღალი დონის შუახაზელი
-----------
ისე წლევანდელი კატასტროფების გადამკიდე, რეალური ოპტიმიზმის ქონა ცოტა რთულია, მაგრამ რეალურად რომ შევხედოთ ლიგაზე ცუდი შანსები არ გვაქვს ჩემი აზრით ერთადერთი ბარსელონა გვჯობია შემადგენლობით, მაქსიმუმ რეალიც მცირედით, მით უფრო თუ გაძლიერდნენ, მაგრამ თუ შევხვდით, გარკვეული უპირატესობები ისევ გვექნება
სხვა გრანდი შემადგენლობით მგონი ვერ გვჯობია იტალიიდან ვერავინ, იუვე კი კარგი გუნდია, კარგი ფორვარდიც თუ დაიმატეს, მით უმეტეს, მაგრამ დაბრუნდებიდან პირველივე წელს არამგონია რამე სერიოზული ქნან ინგლისიდან... მანჩესტერის შემადგენლობას ჩვენი ჯობია, სანამ საყრდენ ზონას მიხედავენ, განსაკუთრებით.. არსენალს თავისთავად, სიტის კი კარგი შეამდგენლობა ჰყავს, მარა არა ისეთი ლიგაზე საჩემპიონოდ იბრძოლონ, გამოცდილება არ აქვთ ჩელსიც არა მგონია
ჩვენ კი.... ერთი ისაა, რომ რიბერი ასეთ სეზონს ალბათ ვეღარ ჩაატარებს, ეს კი რობენმა უნდა დააბალანსოს.... რავიცი ძალიან მონდომებულიაო და იქნებ გამოისყიდოს წინა სეზონის დანაშაული.... იქნებ აღარ დაიმტვრეს და უიღბლობაც შეეშვას სხვები.... თავდასხმაში კონკურენცია გაჩნდა და ეს გუნდისთვისაც კარგია, გომესისთვისაც, იმედია მანჯუ გაამართლებს, მათ შორის ევროპაშიც მიულერი მგონია რომ უკეთეს სეზონს ჩაატარებს კროოსმა ყველა ლოგიკით პროგრესი უნდა გააგძელოს
დაცვის ახალგაზრდა დუეტს გამოცდილება და კლასი მოემატებოდა და წესით შეცდომები ნაკლები უნდა იყოს, მეკარეც შეეჩვია უკვე კლუბს, ალაბა ცალკე თემაა, ლამიც იმედია უკეთეს სეზონს ჩაატარებს, შარშან მის კლასთან შედარებით ბევრი შეცდომა ჰქონდა
სკამი უკვე რეალურად ძლიერი, მით უფრო წინა სეზონისთან შედარებით
ანუ ობიექტურად იმედის საკმაოდ რეალური საფუძველია, მით უფრო ერთ კარგ ფეხბურთელსაც თუ დაიმატებენ მაგრამ ისეთები ვნახეთ, უკვე აღარაფრის მჯერა : ( რა მოხდება ერთხელ ჩვენც რომ გაგვიმართლოს, უსამართლობაა ეს თაობა ლიგის თასის გარეშე დარჩეს : (
--------------------
ერთი პირის მიმართ დაშვებული უსამართლობა საფრთხეა ყველასთვის © შარლ მონტესკიე
|