ჰიონეს, ფული დახარჯე! - ანუ რატომ წავაგეთ ჩელსისთან?
1999-2012 წლების ჩემპიონთა ლიგის შეალედური შედეგი რომ გამოვაქვეყნოთ (მარტივი მათემატიკაა), ევროპული ფეხბურთის მწვერვალზე, ანუ ჩემპიონთა ლიგის ფინალში ბაიერნი მანჩესტერ იუნაიტედთან ერთად ყველა სხვა გრანდზე მეტჯერ გავიდა: 4-ჯერ!!! ამით მიუნხენური გრანდი უსწრებს ბარსელონასაც, რეალსაც და მილანსაც. სხვა კლუბებთან ბოდიშს ვიხდით, ვერც შეედრებიან. სამწუხაროდ, ბაიერნი 3 ფინალში დამარცხდა. ამ სამი წაგებული ფინალიდან, 2 მიუნხენელებმა ინგლისელებთან დრამატულად დათმეს: ორივე შეხვედრაში ბაიერნი მეტოქეს სამი თავით სჯობდა. სჯობდა საფეხბურთო თვალსაზრისით: ფეხბურთს მიუნხენელები თამაშობდნენ, ინგლისელები კი - იგებდნენ. 2012 წელსაც ასე მოხდა. სამწუხაროდ, ალიანც არენაზე. მიზეზი კომპლექსურია და სამწუხაროდ ამ კომპლექსურ მიზეზებზე გულშემატკივრები თვალს ვხუჭავთ და ხელს ვაწმინდავთ ბაიერნის პატრიარქს - ული ჰიონესს. კაცს, რომელმაც ეს დიდი კლუბი 40 წლიანი დაუღალავი შრომისა და საკუთარი ცხოვრების ფასად შექმნა.
პირველი მიზეზი, რის გამოც ბაიერნი ფინალებში მარცხდება, ფსიქოლოგიური ხასიათისაა, თუ გნებავთ სოციო-ფსოქოლოგიური. საქართველოში არსებობს მითი გერმანელებზე: "ცივსისხლიანი გერმანელები!" ეს სტერეოტიპია. არასწორი სტერეოტიპი. გერმანელები ცივსისხლიანები არ არიან. პირიქით. ცივსისხლიანი (აუღელვებელი, ფლეგმა) ხალხი არ წააგებდა ამ რაოდენობის ფინალებს. თან ისეთ ფინალებს, სადაც მეტოქეს საფეხბურთო კომპონენტებში სამი თავით სჯაბნის. ეს გერმანიის ნაკრებსაც ეხება. 3 მოგებული და 4 წაგებული მსოფლიოს თასი ამაზე მეტყველებს. პროფანული ანალიზის შემდეგ მივედი ასეთ დასკვნამდე (გერმანიაში ყოფნამ ამაში ხელი შემიწყო): გერმანელებს აკლიათ გადამწყვეტ მომენტებში სიმშვიდის შენარჩუნების უნარი. ისინი იმდენად ინტელიგენტურად და იდეალურად უყურებენ წარმატებას, რომ ერთი რამ ავიწყდებათ: ფინალი ჩვეულებრივი მატჩია, სადაც იგივე პროცესი უნდა გაიარო, რაც ნახევარფინალში. ეთამაშები მეტოქეს, რომლის დამარცხება ემოციურად კი არა, ჭკუით, რაციონალიზმით არის შესაძლებელი. გერმანელები კი ფინალურ მატჩამდე იმდენად არიან საბოლოო მიზანზე ფოკუსირებულები, რომ ავიწყდებათ მთავარი: ფინალური მატჩი წვრილმანი ეპიზოდებისგან შედგება, თასზე არ უნდა იფიქრო, არამედ ამ წვრილმან მომენტებზე: კონკრეტულ პასზე, კონკრეტულ დარტყმაზე, კონკრეტულ ორთაბრძოლაზე. სპორტულ ფსიქოლოგიაში არის სპორტსმენის ასეთი 2 ფსიქოტიპი: პროცესზე ორიენტირებული და შედეგზე ორიენტირებული სპორტსმენი. გერმანელები ფინალებში, სამწუხაროდ, შედეგზე ორიენტირებულნი არიან და პროცესი ავიწყდებათ. ამაში დამნაშავე მენტალიტეტია: მათ სურთ, რომ ყველაფერი გეგმის მიხედვით მიდიოდეს, თამაშს აკონტროლებდნენ, ხოლო მოულოდნელობებისთვის მზად არ არიან.
მეორე მთავარი მიზეზი ისევ ფსიქოლოგიურია: ბაიერნში ბოლო წლებში ვერ მოიძებნა ლიდერი. ლიდერი, რომელიც თერთმეტმეტრიანისკენ თავაწეული გაემართება და პირველი მიზეზის, ანუ პროცესის დავიწყებას არაფრად ჩააგდებს. დადებს ბურთს პენალტის ნიშნულზე და წინასწარ იცის, რომელ კუთხეში და როგორ დაარტყამს. ლიდერი, რომელმაც იცის, რომ გუნდს არ დააღალატებს. მოკლედ, შტეფან ეფენბერგი. პენლები მასაც აუცილებია, მაგრამ არა მილანში, სან სიროზე, როდესაც გუნდს მისი დახმარება ყველაზე მეტად სჭირდებოდა.
მესამე მიზეზი არ არსებობს. ანუ ჩემპიონთა ლიგის ფინალის დამარცხებას მესამე მიზეზი ბაიერნის თვითკრიტიკისთვის არ მოეძებნება. მოკლე სათადარიგო სკამმა სეზონს დაასვა დაღი და არა იმ კონკრეტულ შეხვედრას. არ დაგვავიწყდეს, საფეხბურთო თვალსაზრისით, ბაიერნმა წელს ევროპაში "ვარსკვლავებიან" და "გრძელსკამიან" გუნდებს პირწმინდად აჯობა. მათ შორის ჩელსისაც.
მომავალი სეზონისთვის ბაიერნი სკამს ხარისხობრივადაც და რაოდენობრივადაც გაზრდის. ეს უკვე გამოცხადებულია და შეგვიძლია ფაქტად მივიღოთ. ყველამ იცის, რომ სკამი წელს მოკლე იყო. ხელს ჯიბეშიც ღრმად ჩაიყოფენ, მაგრამ გავალთ კი ჩემპიონთა ლიგის ფინალში?
მოდით, ერთად გადავდოთ ემოციები გვერდზე და საქმეს საგნობრივად და ობიექტურად შევხედოთ.
http://bayern.ge/index.php?newsid=4846ისეთ პონტში სტატიაა