misha20123 ასეც ხდება: საქართველოს კლუბში გერმანელი ფეხბურთელი ჩამოვიდა, თანაც, გერმანული კლუბიდან... "ზესტაფონს" 28 წლის ნახევარმცველი პატრიკ მილხრაუმი შეუერთდა. როგორც "მსოფლიო სპორტმა" შეიტყო, ის უკვე გუნდთან ერთადაა და სავარაუდოდ, მალე კონტრაქტსაც გააფორმებს.
მილხრაუმი პირველი გერმანელი ფეხბურთელი იქნება, რომელიც საქართველოს ჩემპიონატში ითამაშებს. თუ არ ჩავთვლით განელ ფორვარდ ნანა ეშუნს (თბილისის "ლოკომოტივში" იყო), რომელსაც გერმანული პასპორტი ჰქონდა.
პატრიკ მილხრაუმს გერმანიის 18, 19, 20 და 21-წლამდელთა ნაკრებებში უთამაშია.
მის კარიერაზე: "შტუტგარტერ კიკერსი" (2000-2004, 45 მატჩი, 4 გოლი), "მიუნხენ 1860" (2004-2007, 66 მატჩი, 7 გოლი), "ალემანია" (2007-2010, 76 მატჩი, 10 გოლი), "აუე" (2010-2011, 6 მატჩი), "კარლსრუე" (2011-2012, 9 მატჩი).
როგორც ხედავთ, მილხრაუმი ბოლო სეზონში ალექსანდრე იაშვილის თანაგუნდელი იყო "კარლსრუეში", რომელიც მესამე ლიგაში გავარდა. ზაფხულში კი გერმანელი თავისუფალი აგენტი გახდა.
მილხრაუმი ცაციაა, მეტწილად მარცხენა ნახევარმცველად თამაშობს და ზოგჯერ მარცხენა მცველადაც აყენებენ.
Herzlich willkomen in "FC ZESTAFONI" PATRICK MILCHRAUM

))))))))))
This post has been edited by dima z3stafan on 6 Aug 2012, 16:34