თვალებს არ დავუჯერე ხავი ვენტა მართლა გადმოსულა ვილიარეალში, ტიპმა ევროპის ლიგაზე თამაშის უფლება მოიპოვა და პრიმერა დივიზიონში თამაშზე უარი თქვა და სეკუნდაში ითამაშებს, ვენტამ წინა სეზონში 26 თამაში ჩაატარა პრიმერა დივიზიონში რაც მისი ასაკისთვის საკმაოდ კარგი დროა, და კინაღამ ჩემპიონთა ლიგაზე გავიდა ლევანტე და ხავი ვენტა იქ იყო, ეხლა კი ვილიარეალში დაბრუნდა, არადა კიდევ ქონდა შანსი რომ ეთამაშა უმაღლეს ლიგაში ბარსასთან და რელთან მაგრამ მას უყვარს ვილიარეალი და დაბრუნდა გუნდში, ვენაცვალე ხავი ვენტას, გარეგნულად კი საშიში ვინმეა, მაგრამ ვილიარეალის ფეხბურთელია რომელმაც გუნდს 8 წელი მიუძღვნა, ის გუნდისთვის საყვარელი ფეხბურთელია და კიდევ აქ თამაშობს 36 წლის ასაკში
აბა მარკ რუბენი რა დამპალი აღმოჩნდა როგორც კი გავარდა გუნდი სასწრაფოდ გაიქცა გუნდიდან, მაინც ვერ გავიგე რამდენი მილიონად გაიყიდა.
დიეგო ლოპესიც გაიყიდა და კმაყოფილია ის ძალიან რომ სევილიაშია და არ ეშინია პალოპთან კონკურენციის ღირსია დალპეს სკამზე
გადმოვიდა თავდასხმელი Ikechukwu Uche რომლის სტატისტიკაც არ მომწონს, არცერთ გუნდში არ გამოირჩეოდა ბომბარდირობით, არადა ეხლა გუნდს კარგი თავდასხმელი სჭირდება რომ გადმოვიდეს უმაღლეს ლიგაში,
სეკუნდაში თავს იკლავენ რომ გადმივიდნენ პრიმერაში და ადვილი არ იქნება დაბრუნება.
და კიდევ დე გუზმანი წავიდა ინგლისში, მაგ ფეხბურთელში დიდი ფული გადავიხადეთ, მაგრამ აქ საშინლად ითამაშა, ყველას ეგონა ბორხა ვალეროსავით გაამართლებდა იმედებს, მაგრამ ყველაფერი ისე არ ხდება როგორც ჩვენ გვინდა.
რომ შევაფასოთ სიტუაცია მარკ რუბენი უჩეს ჯობია დასუსტდა თავდასხმაში ვილიარეალი, დიეგო ლოპესი წავიდა მეკარის პოზიციაც დასუსტდა, კიდე კაი სეზარ სანჩესი არის თორემ რა გვეშველებოდა. დე გუზმანი სადაც უნდა იქ წავიდეს, დაცვაში კი მართლა ბევრი ფეხბურთელია, არაა ამდენი მცველი საჭირო, თვითოეულ პოზიციაზე ორი კაცია, ამას ჯობია ვინმე კარგი ნახევარმცველი მოიყვანონ, საყრდენის პრობლემაა და ბებერ სენას უწევს თამაში, არადა ისე მაღალ დონეზე აღარ შეუძლია თამაში, ძაან შენელდა.
კაპდევილია რაც წავიდა, რთული იყო მისი შეცვლა და ეხლა გუნდში სამი მარცხენა მცველია ორიოლი, კატალა, კოსტა, რა საჭიროა ამდენი ეს კოსტა რაღათ უნდოდათ ვერ ვხვდები ერთი კარგი თავდასხმელი მოეყვანათ კარგი იქნებოდა ნილმარი აქ არ გაჩერდება
Daniel Toríbio არის სენას შემცვლელი მისი ფასი ძალიან დაბალია, არ ვიცი გაამართლებს თუ არა, ვნახოთ იმედია კარგათ ითამაშებს
This post has been edited by giorgi_ on 16 Jul 2012, 22:56