ვაა დაიწყო უკვე კლუბურ დონეზე ერთმანეთის ლანძღვა ??

ბიჭო ჯერარდს არ შეეხოთ წმინდათა წმინდაა, !!
უელბეკს მარტო რა ექნა ??
მილნერს პასი ვინ მისცა იანგი არ იყო ეგ ??
აუ ჰენდოს 8 ნომერი მაისური მისცეს

!
და ა.შ.
და რეალურად ამ ნაკრების თამაშის განხილვას დადებს ვინმე

(მე ეგ არ შემიძლია, რამე სისულელეს მოვთხრი ჩემებურ სტილში

)
თუმცა მაინც ჩემს პატარ მოსაზრებებს ჩამოვყრი.
ერთი რისი აღნიშვნაც მინდა და მაპატიეთ ლივერის ფანებო, მაგრამ
ამ ჯონსონს უთხრას ვინმემ, რომ მაღალი ბურთი აღარასდროს ჩააწოდოს !. რა იყო ეს რეებს შვებოდა, მგონი ბებეც კი უკეთ აწვდიდა მანჩესტერში

შედეგით აშკარად კმაყოფილი ვარ !
რამოდენიმეჯერ დავაფიქსირე ეპიზოდი, როდესაც ინგლისის 8 ფეხბურთელი (თუ მეტი არა) საკუთარ
საჯარიმოში იდგა ! საკუთარ ნახევარზე კი არა, სა-ჯა-რი-მო-ში და ეგ რამე ახალი სტილია ფეხბურთის თამაშის, ინოვაცია შემოგვაქ, თუ რამე ხდება და მე არ ვიცი ?
კოული რამდენჯერ დააბრიყვეს არ ჩამოვთვლი.
ლესკოტიც არ იყო დამაჯერებელი (რიბერის მომენტი რად ღირს მარტო).
იანგი საერთოდ თუ იყო მოედანზე ვერ მივხვდი და როგორც ფორმაციიდან გავიგე ფლანგზე არ იყო ხო გამწესებული ? დასაწყისიდანვე არ მიყურებია და ცოდა დავიბენი ვინ სად იდგა. თუმცა როგორც მერე დავაფიქსირე ფლანგებზე მილნერი და ჩემბერლინი იყვნენ ! და იანგი ცენტრში ? (მართლა არ დავკვირვებივარ ადრე როგორ თამაშობდა იანგი, მაგრამ რატომღაც ფლანგის მოთამაშედ აღვიქვამ და მაგაზე უფრო პროდუქტიული ეგ მგონი ვერსად იქნება

)
პარკერი სტანდარტულად
მილნერმა ისეთი იკისრა, რომ მაგაზე საუბარი არც ღირს.
ჯერარდი - მიუხედავად გაშვებული გოლისა (მაინც ერთ-ერთი დამნაშავედ აღვიქვამ

) ძალიან კარგად ითამაშა, ოღონდ დაცვაში. პასების კარგი განაწილების ან თავდასხმის დახმარების მე მაგას ვერაფერი შევატყვე. თუმცა დაცვითი ფუნქციების შესრულების დროს ყველგან იყო ტიპი. რაც კარგია დაცვისთვის და ცუდი თავდასხმისთვის. და მაინც ჰარტის მერე საუკეთესო ეგ იყო მოედანზე.
უელბეკი - დიდი ვერაფერი (სამწუხაროდ) თუმცა აქაც უნდა აღინიშნოს, რომ აბსოლუტურად მარტო იყო ! არც ფლანგები და არც ცენტრი არაფერში ეხმარებოდა ტიპს და ეგ არაა იმ სტილის რომ მარტომ მთელი საფრანგეთი ათრიოს. ბევრჯერ ყოფილა შემთხვევა, რომ ტიპს ბურთი მიუღია და მისი უახლოესი პარტნიორი მისგან 20 მეტრში იდგა

პ.ს. ისე გაშვებულ გოლზე ჰარტი ყველაზე ბოლოს არის დასადანაშაულებელი, მართლა ვერ ხედავდა დარტყმის ეპიზოდს და რეაქციაც მაგიტომ დააგვიანა (ჩემის მოკრძლებული აზრით). ამიტომაც ნახევარდაცვის ბიჭებზეა ეს გოლი.
პ.ს.ს. ცოტა დამინდეთ შეფასების დროს