რახან ეგრეა
1995 წლის 10 იანვარს მანჩესტერმა იმ დროისთვის სარეკორდო ფასად - 7 მილიონ ფუნტ სტერლინგად, შეიძინა ენდი კოული.
პრემიერლიგის დარჩენილ 18 მატჩში , კოულმა 12 ბურთი გაიტანა. მათ შორის იფსვიჩ თაუნის წინააღმდეგ 5 გოლი გაიატანა და ამით გახდა პირველი ფეხბურთელი ვინც ეს შეძლო.
აღსანიშნავია, რომ მანჩესტერში გადასვლამდე კოული ნიუკასლში თამაშობდა. 1993 წელს მან 12 ბურთი გაიტანა , რითაც დაეხმარა ნიუკასლს პირველი დივიზიონიდან პრემიერლიგაში აღზევებაში, ამ 12 გოლიდან მან 2 ჰეთ-თრიკი შეასრულა ბარნსლისთან და ლესტერ სიტისთან, ხოლო გადათამაშებაში გრიმსბი თაუნს კიდევ ერთი გოლი გაუტანა. ამის დამნახავმა კევინ კიგანმა, რომელიც მაშინ ნიუკასლს წვთნიდა , თავდამსხმელი დევიდ კელი ვულვზში გაყიდა, ხოლო ძირითადში პიტერ ბერდსლის ენდი კოული შეუწყვილა და არც უნანია. 1993-1994 თავის პირველ პრემიერლიგურ სეზონში ენდი კოულმა 40 მატჩში 34!!!!! გოლი გაიტანა, მისი გოლების წყალობით ნიკასლი პრემიერლიგაში მესამე ადგილზე გავიდა და ეუფას თასის საკვალიფიკაციო ეტაპზე მოხვდა. სადაც კიდევ 7 გოლი გაიატანა და ჯამში 41 გოლით დაამსხვრია ჰიუი გალახერის 70 წლის წინ დამყარებული რეკორდი რომელიც 36 გოლს შეადგენდა სეზონზე!!! ეს იყო ნამდვილი აღმოჩენა საფეხბურთო სამყაროში.
პრემიერლიგის პირველივე ტურში ნიუკასლი მანჩესტერ იუნაიტედს ოლდ ტრაფორდზე შეხვდა და... ენდი კოულმა გაუტანა ჩემპიონ მანჩესტერს (წინა სეზონში 1994 მანჩესტერი ჩემპიონი გახდა და დუბლიც მიითვალა). თამაში 1-1 დამთავრდა. ეს გოლი ნიკასლის ისტორიაში ოქროს ასოებით ჩაიწერა რადგან ეს გოლი იყო პირველი პრემიერლიგური გოლი ნიკასლისთვის.
გადის 3 თვე და ნიკასლი კოულის ჰეთ-თრიკით ლივერპულს 3-0-ზე ამარცხებს, ცოტა ხანში ის მეორე ჰეთ-თრიკს ასრულებს ქოვენთრი სიტის წინააღმდეგ. ამ გოლებმა კოულს და მის პარტნიორ პიტერ ბერდსლის მოუტანა აღიარება. კოული დასახელდა სეზონის წლის ახალგაზრდა ფეხბურთელად (PFA Young Player of the Year)
1994-1995 წლების სეზონში კოულმა 18 პრემიერლიგურ მატჩში 9 გოლი გაიტანა + უეფას თასზე ატვერპენს ჰეთ-თრიკი შეუსრულა.
საერთო ჯამში მან ნიუკასლის მაისურით 84 მატჩი ჩაატარა და 68!!!!! გოლი გაიტანა. მისი, როგორც თავდამსხმელის შედეგიანობის კოეფიციენტი 81%,!!!!!!!!! ამ მაჩვენებლით კოული მხოლოდ ჰიუი გალახერს ჩამორჩება.
ენდი კოულის მანჩესტერული კარიერა საკმაოდ მძიმედ დაიწყო. 1995-1996 სეზონში, ზამთრის განმავლობაში მხოლოდ 4 წარმატებული თამაში ჰქონდა, გაიტანა მხოლოდ 14 გოლი და უამრავი საგოლე მომენტი ვერ გამოიყენა, რასაც გულშემატკივრების უკმაყოფილება მოჰყვა. თუმცა სეზონის ბოლოს მან ფორმა აღიდგინა დაფა ქაფ -ის ნახევარფინალში მან ჩელსის გაუტანა, ხოლო ბოლო ტურში მან მიდლსბრაუსაც გაუტანა და დაეხმარა მანჩესტერს მესამედ (4 წლის განმავლობაში) მოაპოვებინა პრემიერლიგის ჩემპიონის ტიტული. კოულმა იმ სეზონში 2 ტიტული (პრემიერლიგა + FA CUP) მოიგო, მანჩესტერისთვის კი ეს იყო ზედიზედ მეორე დუბლი.
1996-1997 სეზონის დაწყებამდე ენდი კოული ახლოს იყო ბლექბერნ როვერსში გადასვლასთან, მანჩესტერს ბლექბერნიდან 12 მილიონ გირვანქა სტერლინგად ალან შირერი უნდა ეყიდა და კოული მოიაზრებოდა როგორც სატრანსფერო გაცვლის ნაწილი, თუმცა ტრანსფერი არ შედგა და შირერი ნიუკასლში გადავიდა. რახან დარჩა, კოულს 9 ნომრიანი მასური მიაკუთვნეს, თუმცა მან ტრავმა მიიღო და ფერგიუსონმა ოლე გუნარ სოლსკიაერი შეიძინა. პრემირლიგის 20 თამაშიდან (10-ჯერ შეცვლაზე შევიდა) მან მაინც შეძლო რამოდენიმე გადმწყვეტი გოლის გატანა არსენალთან და ჩემპიონთა ლიგაზე პორტოს წინააღმდეგ (რომელიც ევროპაში სეზონის საუკეთესო გოლად აღიარეს).
მან თავისი საფირმო შესრულებით კიდევ ერთი მნიშვნელოვანი გოლი ენფილდზე გაუტა ლივერპულს. როი ევანსის გაწვრთნილი ლივერპული იმ წელს იმდენად კარგად ასპარეზობდა რომ მათ "კოსმოსის ბიჭებს" ეძახდნენ. ამ მოგებით მანჩესტერმა 5 წლის განმავლობაში მე-4-ედ მოიგო პრემიერლიგა, ხოლო კოულმა - მესამე ტიტული მოიგო.
1997-1998 სეზონის დასაწყისში, კანტონას წასვლის შემდეგ, მას კვლავ მიეცა შანსი და მან ეს გამოიყენა. იმ სეზონზე კოული მანჩესტერის შემადგენლობაში საუკეთესო ფორმაში იყო და პრემიერლიგის საუკეთესო ბომბარდირი გახდა 18 გატანილი გოლით. ხოლო ევერტონთან გატანილი გოლი ფანებმა აღიარეს მანჩესტერ იუნაიტედის სეზონის გოლად. აღსანიშნავია მისი პირველი ევროპული ჰეთ-თრიკი ფეიენოორდთან გასვლაზე. იმ სეზონში კოული აღიარეს სეზონის საუკეთესო ფეხბურთელად , ამ ნომინაციაზე მან დენის ბერგკამპს აჯობა. სეზონში გატანილი 25 გოლის წყალობით გლენ ჰოდლმა იგი 1998 წლის მსოფლიო ჩემპიონატზე წაიყვანა.
1998-1999 სეზონში კოული - იორკის დუეტი აღიარებული იქნა როგორც "ევროპის ყველაზე საშიში თავდამსხმელთა დუეტი". მათ იმ სეზონში 53 !!!!!!! გოლი გაიტანეს ჯამში. სეზონის განმავლობაში იზრდებოდა მათი ერთი შეხებით გაკეთებული საგოლე პასების რაოდენობა, მათ თითქოს ტელეპატიურად ესმოდათ ერთმანეთის.
კოულმა ასევე მნიშვნელოვანი როლი ითამაშა მანჩესტერის მოპოვებულ ტრიბლეტში (პრემიერლიგა+ფა ქაფი+ჩემპიონთა ლიგა). პრემიერლიგის ბოლო ტურში, ტოტენჰემის წინააღმდეგ, მისი გოლის წყალობით მანჩესტერმა არსენალს 1 ქულით გადაასწრო და გახდა ინგლისის ჩემპიონი. ჩემპიონთა ლიგაზე მის მიერ გატანილმა გოლებმა ბარსელონასთან და განსაკუთრებით იუვენტუსთან ნახევარფინალის განმეორებით მატჩში ტურინში, მანჩესტერი პირველად გაიყვანა ფინალში ბოლო 30 განმავლობაში.
იმავე სეზონში მან თავისი მე–100–ე პრემირლიგური გოლი შეაგდო არსენალთან.
1999–2000 სეზონში კოული გახდა პრემიერლიგის ბომბარდირი (28 თამაში – 19 გოლი).
იგი 5 სეზონის განმავლობაში 4 – ჯერ გახდა პრემიერლიგის გამარჯვებული.სამი სეზონის მანძილზე , ყველა ტურნირზე რომელშიც მანჩესტერი მონაწილეობდა, 20 ბურთზე მეტი გაიტანა . ტრავმის მიუხედავად 2000–2001 წლების სეზონში მან კიდევ ერთი ტიტული მოიგო, გაიტანა რა 13 გოლი, აქედან 4 ევროპულ თასებზე, მას დაუგროვდა რეკორდული გოლების რაოდენობა მანჩესტერის მიერ გატანილ ყველა დროის ევროპულ ტურნირებზე.
2001-2002 წწ სეზონში მანჩესტერმა რუუდ ვან სისტელროი შეიძინა , რის გამოც ძირითადში ხშირად ვეღარ ხვდებოდა და მხოლოდ 7 გოლი გაიტანა.
2001 წლის 29 დეკემბერს ენდი კოული ბლექბერნ როვერსმა 8 მილიონ ფუნტ სტერლინგად იყიდა, 2 თვის შემდეგ მან ლიგის თასი მოიგო.!!!!! გაუტანა რა ფინალში გოლი ტოტენჰემს (იმ დროს ტოტენჰემს წვრთნიდა მის მიმართ მტრულად განწყობილი ექს–მწვრთნელი გლენ ჰოდლი). ამ გამარჯვებით ენდი კოულმა
7 სეზონის განმავლობაში მოიგო ყველა ინგლისური ტიტული (3 შიდა ტროფეი) + ევროპული ტროფეი. სეზონი კოულმა დაამთავრა 18 გოლით (5 მანჩესტერში + 20 თამაშიდან 13 გოლი ბლექბერნში). ჯამში ბლექბერნის მაისურით ენდი კოულმა ითამაშა 100 მატჩი და 37 გოლი გაიტანა. ხოლო 1995-2001 წლებში მანჩესტერის მაისურით 195 თამაშში – 93 გოლი.
პ.ს. ამას ეხლა მარტო რუნი როგორ სჯობია?
კრაინეემ სლუჩი ორივეს ერთად ვერ ჯობია და არაა მასე გასაფარჩაკებელი აი 2 ყაზილარი
This post has been edited by mtasiqiteli on 18 Jun 2012, 18:52