ჩელსიდან რო წავიდა ეგ ტეხავს თორემ რას იშოვის და სად დახარჯავს სხვა თემაა
* * *
როგორც ჩანს, დიდიე დროგბასა და ჩინურ “შანხაი შენჰუას” შორის მოლაპარაკება წარმატებით დასრულდა.
ევროპულ პრესაში გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, ხვალ კლუბმა ოფიციალურად უნდა დაადასტუროს კოტ დივუარელი ფორვარდის გადაბირების ამბავი.
Chine Nouvelle-ისთვის მიცემულ ინტერვიუში “შენჰუას” პრეზიდენტმა ჩჟუ იონმა განაცხადა, რომ დროგბამ თავის ოფიციალურ ვებ-გვერდზე ჩინურ კლუბში გადასვლის ინფორმაცია თავადვე დაადასტურა.
ჩინური Oriental Morning Post-ი იუწყება, რომ დროგბა “შენჰუასთან” ორწელიწადნახევრიან კონტრაქტს გააფორმებს და კვირაში 248 ათასს ევროს გამოიმუშავებს. აღნიშნული ინფორმაციის გამართლების შემთხვევაში, კოტ დივუარელი თავდამსხმელი ჩინეთის ჩემპიონატში ყველაზე მაღალანაზღაურებადი ფეხბურთელი გახდება.
ვარაუდობენ, რომ დროგბას დებიუტი ახალ კლუბში 14 ივლისს შედგება, როცა “შენჰუა” პეკინის “გოანს” დაუპირისპირდება.