იტალიელმა სპეციალისტმა ჯან ფრანკო ძოლამ თანხმობა განუცხადა ბრიტანული კლუბის მესვეურებს.
შეგახსენებთ, რომ ძოლა 2010 წლის შემდეგ არ მუშაობს მწვრთნელის პოსტზე.
ახლა კი მას მოლაპარაკება შესთავაზა პრემიერლიგაში მოსახვედრად მებრძოლი ,,უოტფორდის" მესვეურებმა. დიდი შანსია, რომ ძოლა ამ კლუბის მწვრთნელად მოგვევლინოს მომავალ სეზონში. კლუბის მფლობელი ჯანპაოლო ლიცო ძალიან მონდომებულია, რომ გადმოიბიროს იტალიელი სპეციალისტი.
,,ჩვენ ვცდილობთ პრემიერ ლიგაში მოხვედრას, რაშიც ძოლა უნდა დაგვეხმაროს. ჩვენ მასთან მოლაპარაკებებს ვაწარმოებთ და მისგან სიტყვიერი შეთანხმებაც გვაქვს. ის ნამდვილად გახდება ,,უოტფორდის" მთავარი მწვრთნელი." - განაცხადა ლიცომ.
ეს მინდა ჩელსის მწრვთნელად

რობის მოეწვია ასისტენტად