მართალი გითხრა სულ აღარ მახსოვდა ჩვენი რამირესი

პრინციპში მაგის ფლანგზე აწევას მთლად არ ვიზიარებ. მარინი უფრო მოიტანს სარგებელს ფლანგიდან ვიდრე ეგ, პროსტა დარწმუნებული ვარ მარინი მთელი სეზონი ვერ გაქაჩავს ძირითადში.
რამირესის ადგილი გუნდში, საერთოდ გაურკვეველია. ჰალკი/მოდრიჩთან ვაჭრობა აჭიანურებს გუნდის სამომავლო გეგმების დაზუსტებას.
თუ ჰალკი გადმოვა რამირესი ცენტრისკენ ჩამოიწევს, თუ მოდრიჩი ფლანგისკენ.
1 გამოცდილი კაცი ყველა ვარიანტში გვჭირდება. შემტევი ხაზი ლაწირაკებითაა სავსე.
მოდრიჩი/შვაინშტაიგერი/დეროსი. ამ სამიდარ რეალური შანსები მხოლოდ მოდრიჩთან გვაქ და არ უნდა გავუშვათ ხელიდან.
მოკლედ ძალიან რთული მისია აქვს დიმატეოს შესასრულებელი. იმედია თავს გაართმევს.
PS: ავბ ჰალკში 35 მილიონს იხდის